მოიძებნა 668043 ჩანაწერი
132261.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
დამახასიათებელია კანის სიფერმკრთალე და ოფლიანობა, განსაკუთრებით ხელების, ფეხებისა და იღლიების.
The skin is pale, and sweating is common, especially from the hands, feet, and axillae.
132262.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ცრემლიანობა, რომელიც თავდაპირველად შეიძლება დეპრესიას მივაწეროთ, ზოგადად ცუდი წინათგრძნობის გამომხატველია.
Being close to tears, which may at first suggest depression, reflects the generally apprehensive state.
132263.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები.
Diagnostic conventions.
132264.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
არ არსებობს მკვეთრი განსხვავება გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასა და ჩვეულებრივ შფოთვით აშლილობას შორის.
There is no clear dividing line between GAD and normal anxiety.
132265.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ისინი განსხვავდებიან, როგორც სიმპტომების რაოდენობის, ასევე მათი ხანგრძლივობის მიხედვით.
They differ both in the extent of the symptoms and in their duration.
132266.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
რაოდენობისა და ხანგრძლივობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები არ არის მკაცრად განსაზღვრული და დსმ-5-სა და ასკ-10-ში რამდენიმე ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
The diagnostic criteria for both extent and duration are arbitrary, and they differ in several ways between DSM-5 and ICD-10.
132267.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
თუმცა, ასკ-10-ის ჩამონათვალი შეიცავს შფოთვის 22 ფიზიკურ სიმპტომს, მაშინ როცა დსმ-5-ისა - მხოლოდ ექვსს.
However, the ICD-10 list contains 22 physical symptoms of anxiety, whereas there are only six in the DSM-5.
132268.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
გარდა ამისა, დსმ-ში ძირითად სიმპტომს ღელვა წარმოადგენს.
Furthermore, in DSM-5 worry is a key symptom.
132269.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
თუმცა ასკ-10-ის კრიტერიუმები კლინიკური პრაქტიკისათვის უფრო მოქნილია:
However, the ICD-10 criteria for clinical practice are more flexible:
132270.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
სიმპტომები უნდა აღინიშნებოდეს „თითქმის ყოველ დღე, სულ ცოტა რამდენიმე კვირის, ჩვეულებრივ კი, რამდენიმე თვის განმავლობაში“.
Symptoms should have been present on "most days for at least several weeks at a time, and usually several months".
132271.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
კომორბიდობა.
Comorbidity.
132272.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
შფოთვა და დეპრესია.
Anxiety and depression.
132273.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ასკ-10-ში ასეთი შემთხვევები ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი, კერძოდ, შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა.
ICD-10 has a separate category for these cases, namely mixed anxiety and depressive disorder.
132274.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და სხვა შფოთვითი აშლილობები.
Generalized anxiety disorder and other anxiety disorders.
132275.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ასკ-10-ის მიხედვით, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზის დასმა არ ხდება მაშინ, როდესაც სიმპტომები ფობიკურ-შფოთვითი აშლილობის, პანიკური აშლილობის ან ოკა-ს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
In ICD-10, GAD is not diagnosed if the symptoms fulfil the diagnostic criteria for phobic anxiety disorder, panic disorder, or OCD.
132276.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
ეს საშუალებას იძლევა მისი არსებობისას დაისვას გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დიაგნოზი მაშინაც კი, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი სამი სხვა აშლილობიდან ერთ-ერთის სიმპტომები აღინიშნება.
This makes it possible to diagnose GAD when those ideas are present even in the presence of symptoms of one of the other three anxiety diagnoses.
132277.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
თუ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ, კომორბიდობა გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასა და სხვა შფოთვით აშლილობებს შორის ხშირია:
When this convention is followed, comorbidity between GAD and other anxiety disorders is frequent:
132278.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევებში 23% სოციალური ფობია, 21% - მარტივი ფობია, 11% კი - პანიკური აშლილობა.
Social phobia in 23% of cases of GAD, simple phobia in 21%, and panic disorder in 11%.
132279.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
დიფერენციალური დიაგნოზი.
Differential diagnosis.
132280.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 9, შფოთვითი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა უნდა განვასხვავოთ არა მარტო სხვა ფსიქიკური აშლილობებისაგან, არამედ ზოგიერთი სომატური დაავადებისაგანაც.
GAD has to be distinguished not only from other psychiatric disorders but also from certain physical conditions.