მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13221.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
გამოკვლეულია ფუნქციათა სუპერპოზიციის ფურიე-ჰაარის მწკრივის აბსოლუტურად კრებადობის ზოგიერთი საკითხი.
Some questions of the absolute convergence of Fourier-Haar series of the superpositions of functions are investigated.
13222.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
სპექტრალური მიმდევრობა კოჰომოლოგიიებისათვის მონოიდურ კატეგორიაში.
Spectral sequence for the cohomolgy in the monoidal category.
13223.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
[1]-ში მიღებული ეპიმორფიზმის სპექტრალური და ზუსტი მიმდევრობები ჯგუფების კოჰომოლოგიებისათვის განზოგადებულია Hn კოჰომოლოგიებისათვის მონოიდურ კატეგორიაში.
The spectral and exact sequences of epimorphism for the group cohomology [1] are generalized for the case of the cohomology Hn, in the monoidal category.
13224.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
მიღებული შედეგები გვაძლევენ სპექტრალურ და რვაწევრიან ზუსტ მიმდევრობებს სუიდლერისა და დოის კოჰომოლოგიებისათვის.
These results yield spectral and eight-term exact sequences for the Sweedler and Doi cohomologies.
13225.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
იმპლიკაციათა გამრავლების წესი და მისი გამოყენება ნ. ბურბაკის τ-აღრიცხვაში.
The rule of multiplication of implication and its application in N. Bourbaki’s τ-calculus.
13226.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
დამტკიცებულია კრიტერიუმი იმპლიკაციათა ლოგიკური გამრავლების შესახებ ნ. ბურბაკის τ-აღრიცხვაში და ნაჩვენებია მისი ზოგიერთი გამოყენება.
The criterion of logical multiplication of the implication in N. Bourbaki’s τ-calculus is proved and some of its applications are shown.
13227.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
ნორმალური შემთხვევითი სიდიდეებისაგან დადებითად განსაზღვრული კვადრატული ფორმების განაწილებათა ერთი აპროქსიმაცია.
An approximation of distributions of positively-definite quadratic forms of normal random variables.
13228.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
განხილულია ნორმალურად განაწილებული შემთხვევითი X ვექტორისაგან დადებითად განსაზღვრული კვადრატული ფორმების განაწილების ფუნქციათა დონის ზედაპირების აპროქსიმაციები ელიფსური ზედაპირებით.
An approximation of level surfaces of the distribution functions for fixed χ and λ of positively definite quadratic forms of random normal vectors X by some ellipsoidal surfaces is considered.
13229.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
აპროქსიმაციის ხარისხი ორ- და სამგანზომილებიანი ვექტორების შემთხვევაში ილუსტრირებულია სათანადო ცხრილებით.
The quality of approximation for the vectors of dimensions 2 and 3 is illustrated by tables 1 and 2.
13230.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანა პარამეტრით ჩვეულებრივ დიფერენციალურ განტოლებათა სისტემებისათვის.
A two-point boundary value problem with a parameter for systems of ordinary differential equations.
13231.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
განხილულია დიფერენციალური სისტემა.
The differential system is considered.
13232.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
გამოკვლეულია ამოცანა ისეთი პარამეტრისა და აბსოლუტურად უწყვეტი ვექტორ-ფუნქციის არსებობის შესახებ, რომელთათვის თითქმის ყველგან [a,b]-ზე დაცულია (1) ტოლობა და აგრეთვე (2) სასაზღვრო პირობები.
The problem studied concerns the existence of a parameter and an absolutely continuous vector function for which the equality is fulfilled almost everywhere on [a,b] and the boundary conditions (2) are valid.
13233.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკა
დადგენილია პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამონახსნის არსებობას, ერთადერთობას და მიმდევრობითი მიახლოებების კრებადობას.
The conditions which guarantee the existence and uniqueness of the solution and convergence of successive approximations are established.
13234.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკური ფიზიკა
შეკრულ მრავალსახეობებზე გავრცელებული ინტეგრალური ოპერატორებისა და მათი ზოგიერთი გამოყენების შესახებ.
On integral operators on manifolds without a boundary and some of their applications.
13235.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკური ფიზიკა
ნაშრომში მოყვანილია ნეტერის თეორემები (s,t) ტიპის ინტეგრალური ოპერატორებისათვის სობოლევისა და ჰელდერის სივრცეებში.
Noether’s theorems for integral operators of (s,t) type Sobolev and Holder spaces are presented.
13236.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მათემატიკური ფიზიკა
მიღებული შედეგები გამოყენებულია დრეკადობის თეორიის სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების გამოსაკვლევად.
The results obtained are applied in studying boundary-contact problems of the elasticity theory.
13237.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მანქანათმცოდნეობა
დებალანსური ვიბროაღმგზნების სინქრონიზაციის ერთი კანონზომიერების შესახებ.
Specific behavior of synchronized mechanical vibration exciters.
13238.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მანქანათმცოდნეობა
გამახვილებულია ყურადღება თავისებურ კანონზომიერებაზე, რომელიც ახასიათებს დებალანსური ვიბროაღმგზნების სინქრონიზაციას.
Special attention is paid to the peculiar behavior of synchronized mechanical out-of-balance weight vibration exciters.
13239.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მანქანათმცოდნეობა
ეს კანონზომიერება მდგომარეობს იმაში, რომ ვიბროაღმგზნების მუშა ლილვის სინქრონული ბრუნვის მდგრადობის პირობები არსებითად დამოკიდებულია მუშა ლილვების ურთიერთმიმართულებაზე და ბრუნვაზე მათი სინქრონული მოძრაობისას.
This peculiarity lies in the fact that stable conditions for vibration exciter rotors performing synchronous rotations significantly depend on correlative directions of the rotors’ synchronous rotation.
13240.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მანქანათმცოდნეობა
ეს კანონზომიერება ილუსტრირებულია მყარ ტანზე სიმეტრიულად განლაგებულ ოთხი ერთნაირ ვიბროაღმგზნებზე, რომელიც ასრულებს ბრტყელ პარალელურ მოძრაობას.
A case of a symmetrical system including four identical vibration exciters elastically mounted on an immovable foundation and performing a plane-parallel motion is cited as an example of such behavior.