მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13261.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მცენარეთა ფიზიოლოგია
პირველადი ფოთლების ფაზაში ლობიოს აღმოცენების ზრდაზე 0,01 %-იანი რიბოფლავინის ხსნარის შესხურება არ მოქმედებს, მაშინ როდესაც 2,4 დ-თი დამუშავებული მცენარეების ზრდას რიბოფლავინის იგივე კონცენტრაცია ასტიმულირებს.
In the initial phase of leaves, bean seedlings do not react to spraying with a 0,01% solution of riboflavin, while the same concentration stimulates the growth of plants treated with 2,4-D.
13262.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მცენარეთა ფიზიოლოგია
მზესუმზირას ტემპერატურული მდგომარეობის ცვლილება მცენარეზე რენტგენის რბილი სხივებით ლოკალური ზემოქმედებისას.
Change in the heat-resistance of sunflower plants under the local action of soft X-rays.
13263.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მცენარეთა ფიზიოლოგია
შესწავლილია მზესუმზირას ზრდასა და ტემპერატურულ მდგრადობაზე რენტგენის რბილი სხივებით ლოკალური მოქმედების გავლენა.
The local effect of soft X-rays on the growth and heat-resistance of sunflower plants was studied.
13264.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მცენარეთა ფიზიოლოგია
დადგენილია, რომ ზრდის მთავარი წერტილის 27,36 გრეი დოზით დასხივებისას მცენარის თერმული მდგრადობა საშუალოდ 2,5-3O C-ით იზრდება.
Irradiation of the main point of growth with doses of 27 and 36 Gr was found to raise the limit of heat-resistance of the plants by 2.5-3.0OC.
13265.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მცენარეთა ფიზიოლოგია
ეს დაკავშირებული უნდა იყოს ფოთლების მშრალი მასის ზრდასთან, რაც თავის მხრივ მცენარის ღეროს ზრდის შესუსტებით უნდა აიხსნას.
This is apparently related to the accumulation of the dry mass of the leaves owing to the inhibited growth of the stem.
13266.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, მცენარეთა ფიზიოლოგია
დადგენილია პირდაპირი კორელაცია მცენარის თერმულ მდგრადობასა და ფოთლებში ბმული წყლის შემცველობას შორის.
A direct correlation was established between the heat-resistance of the plants and the content of firmly bound water in the leaves.
13267.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
მეთილოლბენზგუანამინების სინთეზი და მათი კონდენსაცია დიმეთილდიბუტოქსისილანთან.
Synthesis of methylolbenzguanamines and their condensation with dimethyldibutoxysilane.
13268.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
შესწავლილია მეთილოლბენზგუანამინების კონდენსაციის რეაქცია დიმეთილდიბუტოქსისილანთან.
The condensation of di- and tetramethylolbenzguanamines with dimethyldibutoxysilane was studied.
13269.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
მეთილოლბენზგუანამინები მიიღებოდნენ ბენზგუანამინისა და ფორმალდეჰიდის ურთიერთმოქმედების შედეგად.
Methylolbenzguanamines were prepared by the reaction of bezguanamine with formaldehide.
13270.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
დი–, ტრი- და ტეტრამეთილოლბენზგუანამინები ჩვეულებრივ მიიღებიან მონოჰიდრატების სახით, მეთილოლნაერთებისა კი არა.
Di-, tri-, and tetramethylolbenzguanamines were isolated, usually as monohydrates, but a monomethylol compound was not obtained.
13271.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
წყლიან არეში რეაქცია მეთილოლბენზგუანამინებისა და დიმეთილდიბუტოქსისილანს შორის კატალიზატორის თანხლებით მიმდინარეობს ძალზე ენერგიულად, შედეგად წარმოიქმნება სივრცული პოლიმერი.
Methylolbenzguanamines react rapidly with dimethyldibutoxysilane in an aqueous solution, the reaction ultimately resulting in resin formation.
13272.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
გამხსნელის გარეშე შესაძლებელია მონომერული ნაერთების, კერძოდ, დი– და ტეტრამეთილოლბენზგუანამინების მონოდიმეთილბუტოქსისილილ ნაწარმების სინთეზი.
Since the reaction was conducted in the presence of a solvent, monomeric compounds, such as monodimethylbutoxysilyl derivaties of di- and tetramethylolbenzguanamines, were isolated.
13273.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
N-მეთილ-N<sub>1</sub>N’-დიბენზოილჰიდრაზიდის თერმული დეჰიდრატაცია.
Thermal dehydration of N-methyl-N<sub>1</sub>N’-dibenzoylhydrazide.
13274.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
შესწავლილია N-მეთილ-N<sub>1</sub>N’-დიბენზოილჰიდრაზიდის ქიმიური გარდაქმნა თერმული ზემოქმედების შედეგად 100-350°C ტემპერატურულ ინტერვალში, ვაკუუმში ან არგონის არეში.
The chemical transformation of N-methyl-N<sub>1</sub>N’-dibenzoylhydrazide in argon medium or in vacuum has been studied under thermal action in the temperature range 100-350°C.
13275.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
დადგენილია, რომ როცა T<sup>0</sup> > T<sup>0</sup>ლღ, N-მეთილ-N<sub>1</sub>N’-დიბენზოილჰიდრაზიდი განიცდის მოლეკულათშორის დეჰიდრატაციას.
At T<sup>0</sup> > T<sup>0</sup>melt of N-methyl-N<sub>1</sub>N’-dibenzoylhydrazide, the compound was found to undergo intermolecular dehydration, leading to the formation of a resinous product; the identification of this product was carried out by relevant methods.
13276.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
ადამანტანის 2–არილ–, 1–მეთილ–3–არილწარმოებულების სინთეზი.
Synthesis of 2-aryl - and 1-methyl-3-arylderivatives of adamantane .
13277.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
აღწერილია 2–ბრომადამანტანისა და არომატული ნახშირწყალბადის უშუალო ურთიერთმოქმედებით სამქლორიანი რკინის თანაობისას 2–არილადამანტანის სინთეზი, სადაც მორეაგირე კომპონენტისა და სარეაქციო არის როლს შესაბამისი არომატული ნახშირწყალბადი ასრულებს.
The paper describes a method of synthesis of 2-aryladamantanes via direct interaction of 2-bromoadamantane and aromatic hydrocarbon in the presence of FeCl<sub>3</sub>, the corresponding aromatic hydrocarbon serving as a reaction medium and a reagent.
13278.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
ამ გზით პირველად არის სინთეზირებული ლიტერატურაში უცნობი 2–პ–ტოლილადამანტანი, 2–ო–ქსილილადამანტანი, 2–ოქსი–2–ბენზილადამანტანი, 1–მეთილ–3–პ–ტოლილადამანტანი და 1–მეთილ–3–ო–ქსილილადამანტანი.
The following compounds, hitherto not described in the literature, have been synthesized; 2-p-tolyladamantane , 2-o-xyleneadamantane, 2-oxy-2-benzyladamantane, 1-methyl-3-p-tolyladamantane and 1-methyl-3-o-xylenadamantanes.
13279.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
მათი სტრუქტურა დადგენილია ულტრაიისფერი და ინფრაწითელი შთანთქმის სპექტრებით, ელემენტური ანალიზით და მოლეკულური წონით.
The structures of the synthesized compounds have been verified by the UF and IR adsorption spectra, elementary analysis and molecular weight determination.
13280.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ორგანული ქიმია
ზოგიერთი ბი– და ტრი–ციკლური ნაფტენური ნახშირწყალბადის ჰიდროპიროლიზი ავტოკლავში.
Hydropyrolysis of some bi- and tricyclic naphthenic hydrocarbons in autoclave.