მოიძებნა 668043 ჩანაწერი
133041.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ზოგიერთი შემთხვევა მრავლობით პიროვნულ აშლილობას ჰგავს.
Some cases resemble multiple personality disorder.
133042.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
როდესაც ასეთი მდგომარება რელიგიური რიტუალებით არის გამოწვეული, პიროვნებას შეიძლება ისეთი განცდა ჰქონდეს, რომ ის რომელიმე ღვთაებით ან სულით არის შეპყრობილი.
When the condition is induced by religious ritual, the person may feel taken over by a deity or spirit.
133043.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ამ დროს ყურადღება შევიწროებულია და მხოლოდ უახლოესი გარემოცვის რამდენიმე ასპექტზეა ფოკუსირებული.
The focus of attention is narrowed to a few aspects of the immediate environment.
133044.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
პიროვნება შეიძლება გამუდმებით ერთი და იგივე მოძრაობებს იმეორებდეს, ერთი და იგივე ფრაზებს წარმოთქვამდეს ან გარკვეულ პოზებს იღებდეს.
The person may repeatedly perform the same movements, or adopt postures, or repeat utterances.
133045.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
კულტურისთვის სპეციფიკური სინდრომები.
Cultural syndromes.
133046.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
უჩვეულო ქცევის ზოგიერთი პატერნი, რომელიც მხოლოდ გარკვეული კულტურისთვის არის დამახასიათებელი.
Certain patterns of unusual behaviour, restricted to certain cultures.
133047.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ზოგიერთი ასეთი ქცევა შეიძლება კლასიფიცირებულ იქნას, როგორც კულტურისთვის სპეციფიკური სინდრომი.
Some of these behaviours can be classified as cultural-bound syndromes.
133048.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ეს ტერმინი გააკრიტიკეს, მისი ეთნოცენტრული მინიშნების გამო.
This term has been criticized because of its ethnocentric implications.
133049.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
კულტურისთვის სპეციფიკური სინდრომის მაგალითებია.
Examples of cultural syndromes include.
133050.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ლატა, სინდრომი, რომლის შემთხვევებიც მალაიელ ქალებზე იყო აღწერილი.
Latah, which is found among women in Malaya.
133051.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
მისი დამახასიათებელი ნიშნებია ექოლალია, ექოპრაქსია და პათოლოგიურად დამყოლი ქცევა.
Its characteristic features are echolalia, echopraxia, and other kinds of abnormally compliant behaviour.
133052.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ასეთი მდგომარეობა, ჩველებრივ, თავს იჩენს შიშის განცდის შემდეგ.
The condition usually follows a frightening experience.
133053.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ამოკის შემთხვევები აღწერილია ინდონეზიასა და მალაიაში მცხოვრებ მამაკაცებზე.
Amok has been described among men in Indonesia and Malaya.
133054.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
თავდაპირველად ადამიანი მძიმე ფიქრებში იძირება, რასაც შემდგომ აგრესიული ქცევა და ზოგჯერ იარაღის სახიფათო გამოყენება მოყვება.
It begins with a period of brooding, which is followed by violent behaviour and sometimes dangerous use of weapons.
133055.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ნაკლებად სარწმუნოა, რომ ასეთი ქცევის პატერნის მქონე ყველა პაციენტი დისოციაციური აშლილობით იყოს დაავადებული.
It is unlikely that all patients with this pattern of behaviour are suffering from a dissociative disorder.
133056.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
არქტიკული ისტერია, სინდრომი, რომელიც ესკიმოსებთან, უფრო მეტად ქალებს შორის გვხვდება.
Arctic hysteria is seen among the Inuit, more often in the women.
133057.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ამ მდგომარეობის დროს ადამიანი იგლეჯს ტანსაცმელს, ყვირის, ტირის, გაშმაგებული დარბის.
The affected person tears off her clothing, screams and cries, runs about in distress.
133058.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ზოგჯერ ქცევა ძალადობრივია.
Sometimes the behaviour is violent.
133059.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
ამ მდგომარეობის კავშირი დისოციაციურ აშლილობასთან არ არის ზუსტად დადგენილი და ის, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
The relationship of this syndrome to dissociative disorder is not firmly established, and there may be more than one cause.
133060.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 10, სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები
აღდგენილი მოგონებები და მცდარი მოგონებების სინდრომი.
Recovered memories and false-memory syndrome.