მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13441.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მფრინავი აპარატის გასწვრივი მოძრაობის სტაბილიზაციის შესახებ მმართველ ძალებში დაგვიანების არსებობისას.
On the stabilization of the longitudinal motion of a flying machine with delay in controlling forces.
13442.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ანალიზური ქიმია
ცირკონიუმის გლიკოლმჟავა კომპლექსის გამოკვლევა ექსტრაქციის მეთოდით.
Study of the glycolic acid complex of zirconium by extraction method.
13443.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ანალიზური ქიმია
ექსტრაქციის მეთოდით გამოკვლეულია გლიკოლმჟავა ცირკონიუმის კომპლექსის შედგენილობა და კომპლექსწარმოქმნის მექანიზმი pH 3,8 – 6,2 ფარგლებში.
The composition of the complex and the chemism of Zr and glycolic acid complexing have been investigated, with pH ranging from 3,8 to 6,2.
13444.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ანალიზური ქიმია
დადგენილია კომპლექსის ფორმულა და გამოთვლილია ჰიდროლიზური უმდგრადობის მუდმივა Kჰიდ. = 2,1 ∙ 10<sup>-17</sup>.
A probable formula of the complex has been found and the hydrolytic constant of instability calculated: Khydr. = 2,1 ∙ 10<sup>-17</sup>.
13445.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ანალიზური ქიმია
ანიონიტ AB–16-ის ЭДТА-ფორმის გამოყენება ცირკონიუმის და ტიტანის შემცველი ნარევების ქრომატოგრაფიული დაცილებისათვის.
Use of the AB–16 anionite of EDTA–form in the chromatographic separation of mixtures containing zirconium and titanium.
13446.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ანალიზური ქიმია
დინამიკურ პირობებში შესწავლილია ტიტანის სორბციისა და ელუირების პროცესები ЭДТА-ს ანიონებით მოდიფიცირებულ AB–16 და AB–17 ანიონიტებზე.
The processes of sorption and elution of titanium on the AB–16 and AB–17 anionites modified by EDTA anions have been studied under dynamic conditions.
13447.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ანალიზური ქიმია
მიღებული მონაცემებისა და ცირკონიუმის, ვანადიუმის, რკინის, ალუმინის, ქრომის, ნიკელის, კობალტის, სპილენძის, მოლიბდენის და ვოლფრამის AB–16 ანიონიტის ЭДТА-ფორმაზე სორბციული ქცევის ადრე დადგენილი კანონზომიერებების საფუძველზე შემუშავებულია ამ ელემენტების ტიტანთან და ცირკონიუმთან ნარევების ქრომატოგრაფიული დაყოფის მეთოდები ანიონიტ AB–16-ის ЭДTA-ფორმის გამოყენებით.
The data obtained, in combination with previously determined regularities of the sorption behavior of zirconium, vanadium, iron, aluminium, chromium, nickel, cobalt, copper, molybdenum and tungsten on the AB–16 anionite of EDTA–form, have enabled to elaborate various procedures for chromatographic separation of these elements from mixtures containing titanium and zirconium by using the AB–16 anionite of EDTA–form.
13448.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ასტრონომია
პლანეტების ბრუნვის წარმოშობაში მცირე ნაწილაკების გროვის როლის შესახებ.
On the role of a swarm of small particles in the origin of the rotation of planets.
13449.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ასტრონომია
შესწავლილია პლანეტების ბრუნვის წარმოშობა მათი ზრდისას მზის გარშემო გაწელილ ორბიტებზე მოძრავი მცირე ნაწილაკების ხარჯზე.
The origin of planets’ rotation during their growth at the expense of small particles moving around the Sun, when their orbits have great eccentricities, has been investigated.
13450.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ასტრონომია
პლანეტის მიზიდულობის სფეროს გარეთ ნაწილაკების მოძრაობა შესწავლილია მზის გრავიტაციულ ველში, ხოლო მიზიდულობის სფეროს შიგნით მათი მოძრაობის შესწავლისას მხედველობაში მხოლოდ პლანეტის მიზიდულობაა მიღებული.
Beyond the limits of planets’ sphere of activity the movement of articles has been studied in the gravitational field of the Sun; within this sphere their trajectories are continued, taking into account only the attraction of planets.
13451.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოფიზიკა
ნატიური ტროპომიოზინის მიერ აქტინის პოლიმერიზაციის პროცესის დამუხრუჭების შესწავლა.
A study of the inhibitory action of native tropomyosin on the polymerization of actin.
13452.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოფიზიკა
ნაჩვენებია, რომ KCl-ით ინიცირებული გ-აქტინის პოლიმერიზაციის პროცესზე ნატიური ტროპომიოზინის დამმუხრუჭებელი გავლენა სუსტდება Mg<sup>++</sup> თანამყოფობისას.
It is shown that Mg<sup>++</sup> ions decrease the inhibitory action of native tropomyosin on the G–F transition in the presence of 0,1 M KCl.
13453.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოფიზიკა
თუ სისტემა შეიცავს მარტო Mg<sup>++</sup> იონებს, მაშინ ნატიური ტროპომიოზინი აჩქარებს გ-აქტინის პოლიმერიზაციას.
Only Mg<sup>++</sup> ions accelerate the polymerization of actin in the presence of N. T.
13454.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოფიზიკა
ორსახლიანი მცენარეების სქესობრივი დიმორფიზმის ზოგიერთი ბიოფიზიკური და ბიოქიმიური მაჩვენებელი.
Some biophysical and biochemical indices of sexual dimorphism in dioecious plants.
13455.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოფიზიკა
ვეგეტაციის პერიოდში ზოგიერთი მამრობითი სქესის მცენარე Actinidia arguta (Sieb) et Planch, Hyppophae rhamnoides L., Canabis sativa L. K., Populus nigra L. მდედრობითი სქესის მცენარეებისაგან განსხვავდება უჯრედის წვენის რეფრაქციის მაღალი მაჩვენებლებით, რომლებიც აღებულია ყლორტებისა და ფოთლების ქსოვილებისაგან, და მშრალ ნივთიერებათა უფრო მაღალი შემცველობით.
During the vegetation period male plants: Actinidia arguta (Sieb) et Planch, Hyppophae rhamnoides L., Canabis sativa L. K., Populus nigra L. differ from female ones in greater values of the refraction index of cellular sap taken from sprouts and leaves as well as in a higher content of dry substances in the sap.
13456.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოფიზიკა
ცისტეინის და β-მერკაპტოეთილამინის რადიოპროტექტორული მოქმედების დამოკიდებულება სულფჰიდრული ჯგუფების დაგროვებასთან ბარდის ნაზარდების მერისტემულ ქსოვილებში.
Dependence of radioprotector action of cysteine and β-mercaptoethylamine on accumulation of sulphydryl groups in meristematic tissues of pea sprouts.
13457.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოქიმია
ნერვულ დაბოლოებათა მემბრანული ცილების შესახებ, რომელთა სინთეზი კავდება მეხსიერების ინჰიბიტორებით.
On membrane proteins of nerve terminals whose synthesis is depressed by memory inhibitors.
13458.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოქიმია
შესწავლილია ვირთაგვის თავის ტვინის ნერვული დაბოლოებების (სინაპტოსომების) მემბრანული ცილების ელექტროფორეზული „სპექტრის“ ცვლილებანი მეხსიერების ინჰიბიტორების (პურომიცინისა და 8-აზაგუანინის) ინტრაკრანიალური შეყვანის შემდეგ.
Changes in the electrophoretic “spectrum” of membrane proteins in the nerve terminals (synaptosome) of the rat brain have been studied following intracranial administration of memory inhibitors (puromycin and 8-azaguanine).
13459.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოქიმია
შენიშნულია ერთ-ერთი კათოდური ფრაქციის შემცირება.
Diminution of one of the cathode fractions was demonstrated.
13460.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ბიოქიმია
სავარაუდოა ამ ფრაქციის მონაწილეობა მეხსიერების მექანიზმში.
It is supposed that this protein fraction is involved in the mnesic mechanism.