მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13381.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკური ქიმია
შესწავლილია რეაქტიული იონურ-პლაზმური გაფრქვევით მიღებული ბორსილიკატური მინის თხელი ფირების შემადგენლობის და ელექტროფიზიკური თვისებების დამოკიდებულება პლაზმაში ჟანგბადის კონცენტრაციასა და განმუხტვის დენის სიდიდეზე.
The dependence of the content and physical properties of reactively sputtered borosilicate glass (BSG) thin films on oxygen concentration in the plasma and discharge current was investigated.
13382.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკური ქიმია
დადგენილია თანაფარდობა სილიციუმისა და ბორის შემადგენლობებს შორის სამიზნესა და ფირში.
The relation of boron and silicon content in the target to that in the BSG was ascertained.
13383.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკური ქიმია
ეთანისა და ეთილენის ერთობლივი გავლენის კანონზომიერებანი ნახშირჟანგისა და ჟანგბადის ნარევის აალების პირველ ზღვარზე.
The regularities of the simultaneous effect of ethane and ethylene on the first limit of ignition of carbon monoxide and oxygen mixtures.
13384.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფიზიკური ქიმია
დადგენილია ეთანისა და ეთილენის ერთობლივი გავლენის არაადიტიურობა ნახშირჟანგისა და ჟანგბადის სტექიომეტრიული ნარევების აალების ქვემო ზღვარზე.
The non-additivity of the simultaneous action of ethane and ethylene on the lower limit of inflammation of carbon monoxide and oxygen stoichiometric mixtures has been obtained.
13385.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროლოგია
მთის მდინარეების ჩამონადენის პროგნოზირების ამოცანებში რეგრესიის განტოლებების გამოყენების ზოგიერთი საკითხი.
Application of the regression equation to problems of predicting the runoff of mountain rivers.
13386.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროლოგია
მდინარეების ჩამონადენის პროგნოზირების რეგრესიის განტოლებების გამოყენებისას აუცილებელია მონაცემების გაანალიზება იმ თვალსაზრისით, რომ გაანგარშებებიდან შეიძლება გამოირიცხოს საერთო კანონზომიერებისაგან მკვეთრად განსხვავებული მნიშვნელობები.
When applying the regression equation to tackle the problem of runoff prognosis, the available observation data should be analyzed with a view to eliminating all the anomalous values appreciably deviating from the general regularity.
13387.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროლოგია
გაზაფხულის ჩამონადენის პროგნოზის მოდელის შერჩევისას უნდა შევადაროთ ვარიანტები, როდესაც პრედიქტორებად ვიღებთ აუზში არასრულ ყველა მეტეოსადგურის ზამთრის ნალექების ჯამს ან თითოეული სადგურის ზამთრის ნალექებს ცალ-ცალკე.
To determine to prognostic model of spring flood variants should be compared, the total amount of winter precipitation registered at all the meteorological stations in the given basin and winter precipitation for each individual meteorological station serving as the predictors.
13388.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
კაშხლის ქვეშ დინების ასიმპტოტური გამოკვლევა მცირე სიჩქარეების დროს ფილტრაციის ქრობის შემთხვევაში.
Asymptotic study of the subdam flow in the case of the damping of filtration at small rates.
13389.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
შრომაში შესწავლილია კაშხლის ქვეშ ფილტრაციის ამოცანა.
The paper deals with a problem of subdam filtration.
13390.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
ასიმპტოტური მეთოდით აგებულია ამ ამოცანის ეფექტური მიახლოებითი ამოხსნა.
An effective approximate solution of this problem is obtained by the asymptotic method.
13391.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
პიროტინის კონცენტრატის ჰიდროტრანსპორტული სისტემის ნატურული კვლევის შედეგები.
Field test results of a pyrrhotite concentrate slurry transport system.
13392.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა თოთხმეტი თვის განმავლობაში მაღალწნევიანი ჰიდროსატრანსპორტო სისტემის ექსპლუატაციის დაწყებიდან. ეს სისტემა პიროტინულ კონცენტრატს აწვდის მეტალურგიულ ქარხანას.
The field tests described in the paper lasted for fourteen months, from the start of operation of a high-pressure slurry transport system supplying pyrrhotite concentrate to a metallurgical plant.
13393.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
უმცირეს კვადრატთა მეთოდის საშუალებით მიღებულია დამოკიდებულებანი P=f (Q) შვიდპლუნჟერიანი ტუმბოებისათვის.
Using the method of least-squares the relation P=f(Q) for semiplunger pumps was obtained.
13394.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
გამოკვლეულია წნევის რხევა გარდამავალი პროცესების დროს და რეკომენდებულია ჰიდრავლიკური დარტყმისგან დაცვის ღონისძიებანი.
The pressure variations in the transient processes were investigated and methods of water hammer protection are suggested.
13395.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
რადიალური ბზარებისა და ნაკერების გახსნისა და წყალჟონადობის თავისებურებანი თაღოვან კაშხლებში.
Peculiarities of the opening and water permeability of radial cracks and joints in arch dams.
13396.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
თაღოვან კაშხლებზე ნატურულმა დაკვირვებებმა გვიჩვენეს, რომ წყალსაცავში წყლის დონის აწევასთან ერთად კაშხლის რადიალურ ბზარებსა და სექციებს შორის ნაკერებში მნიშვნელოვნად მცირდება ფილტრაციული წყლის ხარჯი, რაც გამოწვეულია თაღოვანი მკუმშავი ძაბვის მოქმედების შედეგად აღნიშნული ბზარებისა და ნაკერების დახურვით.
Full-scale observations carried out on arch dams have shown that, with an increase of the water level in the reservoir, the filtration discharge of water through radical cracks and intersection joints is substantially reduced due to the closure of the latter under the action of the arch compression stresses.
13397.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ჰიდროტექნიკა
შემოთავაზებულია გადაისინჯოს მშენებარე თაღოვანი კაშხლების ბლოკების ბზარმედეგობის და სექციებს შორის ნაკერების ცემენტაციის აუცილებლობის საკითხი.
It is suggested that the standards of block crack resistance of arch dams under construction be revised and the grouting of intersection joints be made obligatory.
13398.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფილოლოგია
კარლ სენდბერგის პოეტური სტილის ზოგიერთი თავისებურება.
Some features of the poetic style of Carl Santburg.
13399.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფილოლოგია
კ. სენდბერგის რეალისტური შემოქმედებითი მეთოდი ზოგჯერ ნატურალიზმისა და სიმბოლიზმისაკენ მიისწრაფის.
Carl Santburg’s realistic method sometimes tends to naturalism and symbolism.
13400.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 107, ფილოლოგია
მისი თავისუფალი ლექსის არსებითი ნოვატორული თავისებურებაა პოეტური ტექსტების კონტრასტული და მონტაჟური აღნაგობა.
The chief innovatory feature of his free verse consists in contrasting and montage structure of the poetic texts.