მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13561.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
შრომაში მოყვანილია ელექტრული რკინიგზების გატარების უნარის განსაზღვრის გრაფიკული მეთოდი საკონტაქტი ქსელში ძაბვის ვარდნის მიხედვით არაწყვილი მოძრაობისას.
A graphic method is presented for determining the track capacity of an electrified railway by means of voltage drop in the contact line with unpaired traffic.
13562.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
წევის ელექტროძრავების თერმორეაქტიული იზოლაციის გამოკვლევა.
Investigation of the thermoreactive insulation of traction motors of electric rolling stock.
13563.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
პარამეტრული დენის წყაროს სქემების სინთეზის საკითხისათვის.
On the synthesis of parametric current source circuits.
13564.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
განივაღგზნებიანი ელექტრული მანქანების ინდუქტივობის გაანგარიშების მეთოდი.
A method of inductance calculation under orthogonal excitation of electric machines.
13565.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
შესწავლილია არათანაბარღრეჩოიანი ელექტრული მანქანების განივაღგზნების მაგნიტური ველის განტოლებები.
The paper gives the equations of electric machines under orthogonal excitation of the magnetic field.
13566.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
მოცემულია ინდუქტივობის მნიშვნელობები განივი და გრძივი ღერძების მიმართ.
The values of inductances along the lateral and the longitudinal axes have been obtained.
13567.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
ცირკულარული სიხშირული ტელემართვის სისტემის მიმღები მოწყობილობა.
A receiver of circular frequency remote control systems.
13568.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
მოცემულია ცირკულარული სიხშირული ტელემართვის სისტემის მიმღები მოწყობილობის ელექტრული სქემა და ახსნილია მისი მუშაობის პრინციპი.
The electric diagram of a receiver developed by the authors for a circular frequency remote control system is presented and the principle of its operation described.
13569.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
მიმღები მოწყობილობა გამოირჩევა კომპაქტურობით, მაღალი მგრძნობიარობით, სწრაფმოქმედებით და კარგი სელექციით.
The receiver is characterized by compactness, high sensitivity, quick operation and good selection.
13570.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
ასინქრონულამძრავიანი საჰაერო საბაგირო გზების დამუხრუჭების ერთი მეთოდის შესახებ.
On one method of braking asynchronous drive cableways.
13571.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროტექნიკა
აღწერილია ასინქრონულამძრავიანი საბაგირო გზების ორსაფეხურიანი დამუხრუჭების სქემა.
The article describes a two – step braking system of asynchronous drive cableways.
13572.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
სპილენძ-მანგანუმის ფერიტების ჟანგეული ნედლეულის თერმოგრავიმეტრიული შესწავლა.
Thermogravimetric study of raw–materials for the synthesis of copper–and–manganese ferrites.
13573.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
მოყვანილია შედეგები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვიმსჯელოთ მანგანუმის, სპილენძისა და რკინის ჰიდროჟანგის ქცევის შესახებ სპილენძ-მანგანუმის ფერიტის დამზადებისას.
The study deals with the behaviour of manganese, copper, and iron during the preparation of copper–and–manganese ferrites.
13574.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
კვლევის ძირითად მეთოდად გამოყენებულია დიფერენციალური თერმული ანალიზი და თერმოგრავიმეტრიული ანალიზი.
The main methods used in the study were: differential-thermic-and thermogravimetric analyses.
13575.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
ანოდზე მანგანუმის ორჟანგისა და კათოდზე რკინის ერთობლივი მიღება.
Joint obtaining of manganese dioxide on the anode and iron on the cathode.
13576.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
დადგენილია დიაფრაგმიან აბაზანაში კათოლიტისა და ანოლიტის ცალ-ცალკე კვების პირობებში MnO<sub>2</sub>-ის და კათოდზე რკინის ერთობლივი მიღების შესაძლებლობა.
The feasibility of joint deposition of manganese dioxide on the anode and metallic iron on the cathode during different feeding of anolyte and catholyte has been established.
13577.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
დენის ქიმიურ წყაროში იონგაცვლითი ნაერთების გამოყენების საკითხისათვის.
On the use of ion–exchange compounds in the electrochemical sources of current.
13578.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
იონგაცვლითი ფისების - KБ-4-П2 -ისა და AB–17 (Cl)-ის შეყვანა თუთია-მანგანუმის სისტემის ჯიბის ფარნის ტიპის სტანდარტულ ელემენტში ზრდის ამ უკანასკნელის შენახვისუნარიანობას 50%-ით და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დენის წყაროს მუშაობას განმუხტვის ნებისმიერი რეჟიმისას.
Addition of KБ-4-П2 and AB–17 (CL) ion-exchange resins to the content of standard elements of the KБ–type zinc–manganese system increases the service life of the electrochemical source of current by 50 per cent and improves its operation capacity under any discharge regime.
13579.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
პოლიმეთილმეტაკრილატის და მაღალდისპერსული სპილენძის საფუძველზე ლითონპოლიმერების წარმოქმნა და მათი ელექტრული თვისებები.
Formation of metallopolymers on the basis of polymethyl methacrylate and high – dispersion copper and their electrical properties.
13580.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
ელექტროლიზით ორშრიან აბაზანაში მიღებულია ლითონპოლიმერები პოლიმეთილმეტაკრილატის და სპილენძის საფუძველზე.
Metallopolymers have been obtained in double–layer electrolyzers on the basis of polymethyl methacrylate and copper.