მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13581.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
შესწავლილია კათოდის მასალის გავლენა ლითონპოლიმერების მიღების პროცესზე.
The effect of cathode material upon the process of metallopolymer production has been studied.
13582.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
კათოდად შესწავლილ იქნა შემდეგი ლითონები: სპილენძი, თუთია, უჟანგავი ფოლადი და ალუმინი. ყველაზე უკეთესი მასალა აღმოჩნა ალუმინი.
Copper, zinc, stainless steel and aluminium were tested, aluminium proving to be the best material for cathodes.
13583.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
სპილენძის ელექტროკრისტალიზაციის თავისებურების შესახებ ძნელდნობადი ლითონების საფუძველზე.
On the peculiarities of electrocrystallization of copper on backings of refractory metal.
13584.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ელექტროქიმია
სტატიაში ნაჩვენებია, რომ უცხო ბუნების საფუძველზე მეტალის ელექტროკრისტალიზაციის თავისებურებათა შესწავლა საშუალებას იძლევა დადგინდეს დასალექი მეტალის „ნათესაობის“ ხარისხი საფუძვლის მეტალთან.
It is shown that study of the peculiarities of the electrocrystallization of metal on heterogeneous backings enables to determine the degree of “affinity” of the deposited metal with that of the backing.
13585.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენერგეტიკა
წყალსაცავიდან სათავე ნაგებობებში წყლის მიწოდების ოპტიმალური დაგეგმარება.
Optimal planning of water supply from reservoirs to head water intake structures of the main canals.
13586.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენერგეტიკა
დინამიური პროგრამირების მეთოდით გადაწყვეტილია წყალსაცავიდან მაგისტრალური არხების სათავე ნაგებობებს შორის დეკადების მიხედვით წყლის რესურსების ოპტიმალური განაწილების ამოცანა.
The problem of optimal distribution of water resources from reservoirs between consumers over ten–day periods of the vegetation season in solved by the method of dynamic programming.
13587.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენერგეტიკა
მიღებულია განაწილების ოპტიმალური პოლიტიკები.
The optimal policy of water distribution are obtained.
13588.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
საქართველოს ახალი მავნებელი - ფიჭვის წითელი მეგალე Thecodiplosis brachintera Schwaeg.
The red pine gall midge Thecodiplosis brachintera Schwaeg. – a new pest for Georgia.
13589.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
ციტრუსოვანთა ფოთლების ანატომიური სტრუქტურის გავლენა ზოგიერთი ფოსფორორგანული პრეპარატის მოქმედებაზე.
The influence of the anatomic structure of citrus leaves on the action of some phosphorus organic preparations.
13590.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
ფოსფორორგანული პრეპარატების შესხურებისას ციტრუსების ნარგავებში (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი), მათი ფიტოტოქსიკური მოქმედება დამოკიდებულია მცენარეთა ფოთლების ანატომიურ სტრუქტურაზე.
The anatomical features of leaves of citrus plants (lemon, orange, tangerin) have been found to influence the intensity of phytotoxic action of phosphorus organic preparations.
13591.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
ფსილიდების (Homoptera, Psylloidea) ახალი სახეობები ამიერკავკასიიდან.
New jumping plant – lice (Homoptera, Psylloidea) from Transcaucasia.
13592.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
ულვაშფირფიტოვანი ხოჭოების (Coleoptera, Scarabaeidae) ორი სახეობის მატლის აღწერა საქართველოდან.
Description of two species of coleopterous beetles (Coleoptera, Scarabaeidae) from Georgia.
13593.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
Maladera punctatissima Fala-ის მატლი ძალიან ჰგავს M. holoserica Scop; M. renardi Ball და M. japonica Motsch-ის მატლებს, მათგან განსხვავებით ანალური სტერნიტის უკანა ნაწილზე პირდაპირი კონუსური ქაცვებით დაკავებული არე ვრცელდება მის საწყისიდან მესამე სტერნიტამდე, აღნიშნულ სახეობებში კი იგი ვრცელდება არანაკლებ მისი სიგრძის ნახევრამდე.
The larva of Maladera punctatissima Fald. much resembles those of M. holoserices Scop., M. renardi Fald. and M. japonica Motsch., differing from them first of all by the fact that the field covered with straight conical spinules at the back part of the anal sternite reaches forward only to the beginning of its hinder third part, while in the above – mentioned species it comes forward at least to the middle of its length.
13594.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
Netocia (Eupotosia) affinis Andersch-ის მატლი ჰგავს ქვეგვარის Potosia Muls და Netocia-ს გვარის მატლებს, ხოლო აღნიშნული გვარის ყველა მატლებისაგან განსხვავდება იმით, რომ შუბლის სამკუთხედისებური ბორცვი მახვილკუთხიანია.
The larva of Netocia (Eupotosia) affinis Andresch. resembles those of the subgenus Potosia Muls. of the genus Netocia, but differs from all the larvae of the genus by the acute apex of the frontal triangle.
13595.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
Culex pipiens molestus forsk. დედლების საკვერცხეების განმეორებითი ავტოგენური განვითარების უნარი.
The capacity of the females of northern house mosquito Culex pipiens molestus forsk. for repeated autogenous ovogenesis.
13596.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
Culex pipiens-ის კომპლექსის შესწავლით დადგინდა, რომ ქ. სოხუმში გავრცელებულია ამ სახეობის ორი ფორმა - Culex pipiens pipiens-ი და Culex pipiens molestus-ი.
The complex of mosquitoes, Culex pipiens L., found in Sukhumi, is represented by two forms: Culex pipiens pipiens and Culex pipiens molestus.
13597.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
C. p. pipiens-თვის დამახასიათებელია ევრიგამურობა, ჰეტეროდინამიურობა და საკვერცხეების მომწიფება მხოლოდ სისხლწოვის შედეგად.
C. p. pipiens are eurygamous and heterodynamic, their ovaries not maturing without blood intake.
13598.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
C. p. molestus-ის დედლების წყლითა და შაქრის ხსნარით კვების შემთხვევაში 81,3-82,3 % ხასიათდება პირველადი ავტოგენური კვერცხდებით, ხოლო შემდგომში მათი ნახშირწყლებით კვებისას 8,3 % ამჟღავნებს საკვერცხეების განმეორებითი ავტოგენური განვითარების უნარს.
C. p. molestus are stenogamous and homodynamic, 81.3 per cent of their females being characterized by primary autogenous oviposition during water feeding regime and 82.3 per cent when fed with sugar syrup.
13599.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ენტომოლოგია
C. pipiens-ის აღნიშნული ორივე ფორმა დიდ აგრესიულობას იჩენს ადამიანის მიმართ და მასობრივად ესხმის მას თავს, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში შენობის შიგნით.
Both forms of C. pipiens are characterized by high aggressiveness against human beings in the town, biting them indoors – especially in the evening and at night.
13600.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ექსპერიმენტული მედიცინა
გულის ციკლის ფაზური სტრუქტურის ცვლილებები მწვავე სისხლკარგვის დროს.
Changes of the phasic structure of the cardiac cycle during acute hemorrhage.