მოიძებნა 668043 ჩანაწერი
138001.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
1. სამეცნიერო საბჭო არის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თვითმმართველი ორგანო.
The Scientific Council is a self-governing body of the Technological Institute.
138002.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში არიან პირები, რომლებსაც უკავიათ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო და აკადემიური თანამდებობები (პროფესორები და ემერიტუს პროფესორები) და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
The Scientific Council is composed of persons who hold scientific and academic positions (professors and Emeritus professors) at the Technological Institute, and who are directly involved in the educational process or carry out scientific researches.
138003.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ.
The Scientific Council shall be convened once a month.
138004.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით.
Scientific Council shall convene an extraordinary session at the request of the Executive Director.
138005.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს სამეცნიერო საბჭო.
2. The Scientific Council’s sessions shall be headed by the Chairman of the Scientific Council, who is elected, by a majority vote, from its members by the Scientific Council.
138006.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
3. სამეცნიერო საბჭო:
3. The Scientific Council shall:
138007.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
ა) განიხილავს და ამტკიცებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმას;
a) review and approve the strategic development plan of the Technological Institute;
138008.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
ბ) ითანხმებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას;
b) agree with the Statute of the Technological Institute;
138009.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას;
c) approve the composition of the International Advisory Council;
138010.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
დ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული წესით შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერმინისტრს;
d) select a candidate for the position of an Executive Director under the Statute of the Technological Institute and recommend the nomination to the Prime Minister of Georgia for appointment;
138011.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
ე) ახორციელებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
e) carry out other powers provided for by the Statute of the Technological Institute.
138012.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
მუხლი 10. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი.
Article 10 - Characteristics of educational activities carried out by the Technological Institute.
138013.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და უმაღლესი განათლების შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი.
1. The Technological Institute shall implement higher education programs and postgraduate research programs independently, in compliance with the international standards, which may not be lower than the standards established by the state in the relevant field.
138014.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
2. ტექნოლოგიური ინსტიტუტი შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი, პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს.
2. The Technological Institute shall develop the procedure for the recruitment of persons with academic ranks (scientific staff, postdoctoral candidates, associate staff and other employees) on the basis of fixed-term labour agreements.
138015.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების აღიარებისა და ტექნოლოგიური ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულსტრუქტურული საკითხები განისაზღვრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებით.
3. The procedure for the election of a professor, as well as the issues related to awarding of academic degrees, recognizing of academic credits and other organizational and technological issues related to the activities of the Technological Institute shall be determined by the Statute of the Technological Institute.
138016.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირების და კოლეგიური ურთიერთშეფასების მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. On the recommendation of the Executive Director, the International Advisory Council shall assess the compliance of educational programs with the requirements of external referral and collegial peer review (Peer Review).
138017.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება.
In case of a positive opinion of the International Advisory Council, it shall be approved by the Executive Director, after which the program is deemed to be accredited.
138018.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
5. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა იქნეს აღიარებული.
5. Education programs implemented by the Technological Institute must be recognized by accreditation agencies within 10 years after the accreditation.
138019.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
6. ტექნოლოგიურ ინსტიტუტს უფლება აქვს, დააწესოს ინსტიტუტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისათვის, აგრეთვე დოქტორანტობისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის.
6. Technological Institute shall have the right to impose additional requirements for admission to the institute of profiled doctoral students, as well as doctoral and graduate candidates.
138020.
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე | საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ
7. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად გაიარეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.
7. Academic degree certificates (diplomas), awarded by the Technological Institute shall be issued to persons who have completed appropriate educational programs, carried out by the Technological Institute under the legislation of Georgia.