მოიძებნა 668043 ჩანაწერი
138261.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
სპეციალურ სიაში ასევე შეიტანება ამ კატეგორიის ამომრჩევლის შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები.
The starting and ending dates of the service of such category of voters at the relevant deployment shall also be entered into the special list of voters.
138262.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
After forming the special lists of voters, a respective DEC shall forward to the relevant PEC the data of persons who are entered into another precinct’s special list of voters.
138263.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის სიაში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.
A PEC Secretary shall find voters incorporated into special lists or transferred to the special lists of another precinct in the unified list of voters (both in the desk and wall lists) and in the box "actual status", shall make a respective note.
138264.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ყურადღება! სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
Attention! The public version of the special list of voters (wall list) shall be posted in the premise of PECs and polling places in visible place.
138265.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან;
Arrived from abroad, was discharged from a hospital, was released from the penitentiary institution;
138266.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ;
Entry in the passport on crossing the border, a certificate from the medical institution on discharge, or a certificate from the penitentiary institution on release;
138267.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში.
Iinformation on the voter shall be entered into the special list of voters.
138268.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ.
Voters will be immediately notified of the negative decision.
138269.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სია - საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი.
Special voter list for adapted polling stations - Interim rule for voters in wheelchairs to participate in Georgia’s 2020 Parliamentary Elections.
138270.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე;
Voters in wheelchairs shall have the right to vote at any adapted polling station within the respective majoritarian election district;
138271.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო (როგორც ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას) ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
For which he / she must apply to a district (both the main district election commission and the subsidiary district election commission) or a precinct election commission with a written or oral application by phone not later than the 6th day before the polling day.
138272.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.
An authorized person of the respective election commission shall register a voter’s application in the registration book and confirm receipt of the application with his/her signature.
138273.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი.
The voter’s personal number must be indicated in the written application.
138274.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას.
In case of receiving an oral application by phone, an authorized person of the relevant election commission must indicate in the registration book the exact time of receipt of the telephone message, the telephone number, the first and last names of the voter, his/her personal number and the number of the adapted polling station where he/she requests participation in the elections.
138275.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
The receipt of an oral application by phone is confirmed by an authorized person of the commission by a signature in the registration book.
138276.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას;
If a wheelchair user applies to a precinct election commission, the precinct election commission located on the municipal territory of the main district election commission shall provide information about the voter to the main district election commission not later than the 6th day before the polling day;
138277.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე შექმნილმა საუბნო საარჩევნო კომისიამ - დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
And in case of a precinct election commission located on the municipal territory of the subsidiary district election commission - to the subsidiary district election commission.
138278.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.
Members of the precinct election commission, representatives of electoral subjects and observers shall have the right, at any time before Election Day, to check the validity of the request of voters in wheelchairs to vote at an adapted polling station and raise before the precinct election commission the issue of expediency of including these voters in the corresponding special list.
138279.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
The version of special list of voters for adapted polling stations intended for public access and forwarded by a Dec to a PEC (without photos) shall be immediately posted in a visible place in PEC buildings and polling stations.
138280.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო კომისია როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).
Not later than 12 hours before the voting place, both the main and subsidiary district election commissions shall submit the version of special voter list of adapted election precinct (desk list) intended for the election commission to the relevant precinct election commission.