მოიძებნა 668043 ჩანაწერი
138281.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
The special voter list of the adapted polling station must contain the same data about the voter as in the unified list of voters, and an additional reference to the serial number of this voter in the unified list of voters.
138282.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში.
If a voter in a wheelchair is included in the special voter list of an adapted polling station, the relevant district election commission shall notify the precinct election commission, whose voter registered in the electoral list of the precinct was also included in the special list.
138283.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“.
In this case, the relevant precinct election commission shall enter the entry "Wheelchair user" in the column "Actual status" into the unified list of voters.
138284.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
The record shall be certified by the signatures of the chairperson of the precinct election commission and the secretary of the commission.
138285.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი.
The rule for making a list of mobile ballot boxes.
138286.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია.
A Precinct Election Commission shall be responsible for forming a list of mobile ballot boxes.
138287.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.
A list of the mobile ballot box is compiled on the basis of unified and special lists.
138288.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ თუ:
A voter is included in the list of a mobile ballot box if:
138289.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);
He/she is located on the territory of a polling station, but in a hard-to-reach place (in this case, it is recommended to consult with the district election commission);
138290.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა.
He/she cannot come to a polling station due to health reasons.
138291.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.
The number of such voters may not exceed 3 percent of voters included in the unified list at a polling station.
138292.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
დადგენილი ზღვრული რაოდენობის შევსების შემდეგ ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას;
After filling the established threshold, a chairman of the precinct election commission located on the municipal territory of the main district election commission shall immediately notify the main district election commission of each new application;
138293.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ხოლო დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას.
As well as a chairman of the precinct election commission located on the municipal territory of the subsidiary district election commission – the subsidiary election commission.
138294.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.
A district election commission shall consider applications and make a decision on the expediency of including a voter in the list of a mobile ballot box by at least two-thirds of the participants in the meeting.
138295.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ.
A main district election commission shall make a decision on the expediency of including more than 3 percent of voters in the unified voter list at polling stations created on the municipal territory of the main district election commission.
138296.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ და დაუყოვნებლივ აგზავნის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიაში.
A subsidiary district election commission shall make a decision on the expediency of including more than 3 percent of voters in the unified voter list at polling stations created in the municipal territory of the subsidiary district election commission and immediately send it to the main district election commission.
138297.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
საუბნო საარჩევნო კომისიას, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, შეჰყავს ამომრჩეველი:
If necessary, a precinct election commission shall include a voter in the mobile list of ballot boxes based on a special list of voters and information provided by the district election commission:
138298.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
რომელიც სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
Who is admitted to a hospital or other inpatient medical facility for treatment and there is no polling station;
138299.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
რომელიც იმყოფება პატიმრობაში;
Who is in custody;
138300.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, ნაწილი II
რომელიც იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
Who is under administrative arrest;