მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13881.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია ავტომატური მართვის სხვადასხვა სისტემებში ინფორმაციის ხელით მიწოდების უკონტაქტო კლავიშიანი მოდელის შექმნის ახალი პრინციპი, რისი გამოყენებაც შეიძლება ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანებში, ტელეგრაფის აპარატებში და სხვა დანადგარებში
A new principle of constructing of an out–of–contact switch key used in automatic control systems, computers, telegraph apparatuses and other devices for manual data input is considered.
13882.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
სტაბილური იზოტოპების გაყოფის დანადგარებით მართვის შეკრული სისტემის შექმნისათვის.
On the realization of closed control systems for stable isotope separation plants.
13883.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
განხილულია სტაბილური იზოტოპების გაყოფის დანადგარებზე მართვის შეკრული სისტემის განხორციელების მეთოდი, რომელიც ემყარება იზოტოპების კონცენტრაციის განაწილების ანალიზს სვეტის გასწვრივ.
A method of realization of closed control systems for stable isotope separation plants is presented.
13884.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
ეს მეთოდი საშუალებას იძლევა გადაწყდეს წყობურიან სვეტებში სტაბილური იზოტოპების კონცენტრირების ტექნოლოგიური პროცესის მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნასთან დაკავშირებული კარდინალური საკითხები.
It is based on the analysis of the information about the isotopic concentration along the columns and allows to solve the cardinal problems concerning the development of ASCTP of stable isotope enrichment in packing columns.
13885.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ანალიზური ქიმია
ზოგიერთი მიკროელემენტის ქრომატოგრაფიული კონცენტრირების ოპტიმალური პირობების შერჩევა ბუნებრივ წყლებში მათი განსაზღვრის მიზნით.
The choice of optimal conditions of chromatographic concentration of Fe, Co and Ni for their determination in natural waters.
13886.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ანალიზური ქიმია
წყალტუბოს მინერალური წყლის მსგავსი მარილოვანი შემადგენლობის მქონე მოდელურ ხსნარზე ექსპერიმენტულად განისაზღვრა Fe, Co და Ni განაწილების კოეფიციენტები კატიონიტ KУ-2, ანიონიტ AH–31 და ამფოლიტ AHKБ–2-ზე და ამ კოეფიციენტების დამოკიდებულება ხსნარის pH-ზე.
Using a model solution similar in its salt content to the Tsqaltubo mineral waters, the coefficient of Fe, Co and Ni distribution on the cationite KУ–2, anionite AH–31 and ampholyte AHKБ–2 were experimentally determined – both in the static and dynamic conditions.
13887.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ანალიზური ქიმია
აღმოჩნდა, რომ შთანთქმის სელექტივობისა და შესაძლებელი კონცენტრირების ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესოა ამფოლიტი AHKБ–2.
The ampholyte AHKБ–2 was found to be the best ionite from the point of view of selectivity of absorption and the possible degree of concentration.
13888.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოფიზიკა
ზოგიერთ მცენარეში მიკროელემენტების აღმოჩენა და ანალიზი ნეიტრონული აქტივაციით.
The discovery and analysis of microelements in some plants by neutron activation.
13889.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოფიზიკა
გამოკვლეულია Hg, Cr, Cs, Sc, Rb, Zn, Fe და Co შემცველობა სიმინდსა და სოიაში ნეიტრონული აქტივაციის ინსტრუმენტული მეთოდით.
The contents of Hg, Cr, Cs, Rb, Zn, Fe and Co in soy and maize were determined by the instrumental method of neutron activation.
13890.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოფიზიკა
გამოთვლილია მგრძნობიარობა.
The sensitivity was calculated.
13891.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
გველის სუროს ოქსინდოლის ჯგუფის ალკალოიდების შემცველობის დინამიკა ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში.
The dynamics of the contents of alkaloids of the oxindole groups in Vinca herbaceae and Vinca major according to periods of vegetation.
13892.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
შესწავლილია Vinca herbaceae-ს და Vinca major-ში სამი ოქსინდოლის ალკალოიდის: მაიდინის, იზომაიდინის და კარაპანაუბინის დაგროვების დინამიკა მცენარის ვეგეტაციის სხვადასხვა პერიოდში.
The alkaloids belonging to the oxindole group: majdine, izomajdine, carapanaubine were determined in various organs of a number of Vinca species in the course of individual development of the plant.
13893.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
შემჟავებულ ორგანულ გამხსნელებში ხსნადი და აზოტის ცვლაში მონაწილე თავის ტვინის ნაერთების იდენტიფიკაციის შესახებ.
Materials on the identification of compounds soluble in acidified lipid solvents and participating in ammonia metabolism in the brain.
13894.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
ცხოველური ქსოვილის უჯრედების დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზა C-ს ზოგიერთი თვისება.
Some properties of DNA – dependent RNA polymerase in animal tissue.
13895.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
შესწავლილია მანგანუმის და მაგნიუმის იონების და ამონიუმის სულფატის მოქმედება დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზა C-ს ფერმენტულ აქტივობაზე.
The influence of magnium, manganese and ammonium sulphate ions on the enzymic activity of DNA-dependent RNA polymerase C has been studied.
13896.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
დადგენილია, რომ ამ იონების მოქმედებისას C-ს ფერმენტული აქტივობის ოპტიმუმი განსხვავდება B-ს ოპტიმუმისაგან. განსხვავებული სახისაა C-ს აქტივობისა და იონების კონცენტრაციის დამოკიდებულების მრუდი.
It has been determined that in the presence of these ions only the optimum enzymic activity of C and B forms are different but also the character of the enzymic activity versus the concentration curves of these ions.
13897.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს თვისებები შეიძლება გამოვიყენოთ კრიტერიუმად C და B ფორმების განსასხვავებლად.
It is suggested that these properties may be used as criteria for the differentiation of C and B forms.
13898.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
კავკასიური სოჭის ქერქის ფენოლური მჟავები.
Phenolic acids from the cortex of Caucasian fir – tree.
13899.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
კავკასიური სოჭის (Abies nordmanniana) ქერქიდან მიღებულია ფენოლურ ნაერთთა ჯამური პრეპარატი.
A total preparation of phenolic compounds has been obtained from the cortex of Caucasian fir – tree (Abies normanniana).
13900.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
ქაღალდზე პრეპარატული ქრომატოგრაფიის, პოლიამიდის სორბენტის სვეტზე ქრომატოგრაფიის, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრული მეთოდებითა და სპეციფიკური ქიმიური რეაქციების საშუალებით ჯამური პრეპარატიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია პროტოკატექის, ვანილინისა და ქლოროგენის მჟავები.
Using the method of preparative paper chromatography, chromatography on the column of polyamide sorbent, UV- and IR spectrophotometry and by specific chemical reactions, protocatechuic, vanillic, and chlorogenic acids were isolated and identified form the total preparation.