მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13861.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ჰიდროტექნიკა
მდინარის კალაპოტის უეცარი გაფართოების უბანზე გარღვევის ტალღის მოძრაობის ექსპერიმენტული გამოკვლევა.
Experimental investigation of breaking–wave motion at the section of sudden bed expansion.
13862.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ჰიდროტექნიკა
მოცემულია ბეტონის ღარში ჩატარებული ლაბორატორიული ექსპერიმენტების საფუძველზე მიღებული ემპირიული დამოკიდებულებები მდინარის კალაპოტის უეცარი გაფართოების უბანზე მოძრავი გარღვევის ტალღის პარამეტრების დასადგენად, როდესაც ეს გაფართოება ხდება კაშხლის კვეთში ან ცოტა ქვემოთ.
Empiric relations based on laboratory experiments involving a concrete flume are given for the determination of the hydraulic parameters of the wave of the breaking of a dam at the section of sudden bed expansion taking place at the side of the dam or a little downstream.
13863.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ჰისტოლოგია
სინაფსური ბუშტუკების ცვლილების შესახებ ექსპერიმენტის პირობებში.
On the change of synaptic vesicles under experimental conditions.
13864.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ჰისტოლოგია
შესწავლილია ბაჭიის შუბლის მიდამოს სინაფსური ბუშტუკების თავისებურებანი ექსპერიმენტული სენსიბილიზაციის, პნევმონიის და სენსიბილიზაციის ფონზე მიმდინარე პნევმონიის დროს.
The peculiarities of synaptic vesicles in experimental sensitization, pneumonia and pneumonia aggravated by sensitization in the frontal area of rabbits have been studied.
13865.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 75, ჰისტოლოგია
აღნიშნული ცვლილებები აიხსნება სიმპატური და პარასიმპატური ნერვული სისტემის გაძლიერებული მოქმედებით.
The authors relate the changes to the intensification of the activity of the sympathetic or parasympathetic nervous systems.
13866.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
დიდი ტვინის ქერქის სენსომოტორული უბნების მოცილების გავლენა დაყოვნებულ რეაქციაზე.
The influence of removal of the sensorimotor cortex on delayed reactions.
13867.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ქრონიკულ პირობებში კატებზე შევისწავლეთ სენსომოტორული ქერქის მოცილების გავლენა ხანმოკლე მეხსიერებაზე.
The effect of removal of the sensorimotor cortex on short–term memory was studied in chronic cats.
13868.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
გამოირკვა, რომ სენსომოტორული ქერქის ბილატერალური მოცილება იწვევს კომპლექსურ გაღიზიანებაზე დაყოვნებული რეაქციების მკვეთრ დარღვევას. ცხოველებს ერღვევათ აგრეთვე ლოკომოცია.
An analysis of the data obtained has shown that delayed responses to complex perception of blood and locomotion are markedly disturbed following the removal of the sensorimotor cortex.
13869.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
განხილულია მიღებული დარღვევების შესაძლო მექანიზმები.
Possible mechanisms of these disturbances are discussed.
13870.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თხემის წილის ორმხრივი მოცილების გავლენა დაყოვნებულ რეაქციებზე ბგერითი გაღიზიანებისას პავიან-ჰამადრილებში.
The influence of bilateral removal of the parietal cortex in hamadryas baboons on the delayed reactions to sound–stimulation.
13871.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
თხემის წილის მე-5 და მე-7 ველების ერთჯერადი ორმხრივი მოცილება პავიან-ჰამადრილებში იწვევს მეხსიერების საგრძნობ დეფიციტს ბგერით გამაღიზიანებელზე.
Momentary bilateral removal of the fifth and seventh fields of the parietal cortex of the monkeys induces a significant deficit of memory to the sound stimuli.
13872.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
5–10 თვის განმავლობაში ადგილი აქვს არასრულ კომპენსაციას.
Incomplete compensation occurred within 5–10 months.
13873.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბაყაყის პერიფერიული ნერვის პერიელექტრონული პოტენციალები.
Perielectrotonic potentials of the frog’s peripheral nerve.
13874.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
ბაყაყის საჯდომი ნერვის ელექტროტონული პოტენციალების ოსცილოგრაფიულმა რეგისტრაციამ გვიჩვენა, რომ პერიელექტროტონის უბანში მაპოლარიზებელი დენის ჩართვისა და ამორთვისას აღმოცენდებიან ელექტროტონის უბნიდან იმავე დროს ჩაწერილ პოტენციალებთან შედარებით საწინააღმდეგო ნიშნის „პერიელექტროტონული“ პოტენციალები.
Oscillographic recording of electrotonic potentials of the frog’s sciatic nerve showed that far enough from the direct current poles, the switching of the current on and off produced perielectrotonic potentials-reversed in sign, in comparison with simultaneously recorded potentials in the neighbourhood of the pole.
13875.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია
აგზნებადობის ცვლილებები, რაც პერიელექტროტონის უბანში აღინიშნება, წარმოადგენს ნერვის ამ უბანში მაპოლარიზებელი დენის განტოტვის შედეგს, რისთვისაც თვით იზოლირებულ ნერვში არსებობს ამის ყველა პირობა, მათ შორის ნერვის ზედაპირზე და ნერვულ ბოჭკოებს შორის კაპილარული ქსოვილოვანი სითხის არსებობა.
The changes of electrical excitability observed in distant regions of the nerve produced by application of direct current depend on the branching off of the polarizing current to a perielectrotonic zone, for which there are all the conditions in the insulated nerve itself, involving the capillary layer of tissue fluid on the nerve surface and everywhere between the nervous fibres composing it.
13876.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
X, Y სისტემების დამამახსოვრებელი მოწყობილობის მუშაობაზე ინდუქტიური ხელშეშლის ანალიზი.
Analysis of the influence of inductive noise on matrix memory of the system X, Y.
13877.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
მოცემულია ახალი საანგარიშო თანაფარდობები, რომლებიც აკავშირებენ ხელშეშლის ძაბვასა და დენს დამამახსოვრებელი კუბის კონსტრუქციულ პარამეტრებთან.
New calculation correlations connecting noise voltage and noise current with the design parameters of a matrix memory unit are given.
13878.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
შესწავლილია გულანების გადამაგნიტების შესაძლებლობა ხელშეშლის დენის ზემოქმედებით, რაც გამოწვეულია ერთი და იგივე მისამართზე ამორჩევის დენის ხანგრძლივი მოქმედებით.
The feasibility of switching half–selected cores depending on the noise current caused by the activation of the same address for a long period of time is investigated.
13879.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
რეგულატორის პარამეტრების არჩევა მაქსიმალური დასაშვები გადახრის უზრუნველყოფის პირობიდან სისტემაზე ნახტომისებური ზემოქმედების დროს.
Parameter choice of a controller on condition that maximum permissible deviation is ensured in a system at uneven effect.
13880.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ავტომატური მართვა და გამოთვლითი ტექნიკა
უკონტაქტო კლავიში მაგნიტური მართვით.
Magnetic out–of-contact switch key.