მოიძებნა 668043 ჩანაწერი
139161.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, 7 დღის ვადაში, გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მას და საჭიროების შემთხვევაში გადასცემს ცესკოს.
When conducting the procedures defined in Article 75(10) of the Election Code, a DEC secretary shall, within seven days, make photocopies of the log-book pages that contain records provided for in Article 61(2)(a) of the Election Code, certify the records with the signature and commission seal and, if needed, forward them to the CEC.
139162.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
1. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმებს გადასცემს ცესკოს (ბოლო ვადა).
1. A District Election Commission shall submit to the CEC the summary protocols of each type of voting and election results held in the election district.
139163.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
2. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს.
2. Election subjects that, according to preliminary data, receive the required number of votes established by the Election Code, shall submit to the State Audit Office a report on the funds used as of the polling day from the day of calling the election.
139164.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
განმეორებითი კენჭისყრის გამართვის ბოლო ვადა.
Deadline for holding a repeat vote.
139165.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის 22 პუნქტითა და 67-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავისი ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობები/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს.
A DEC secretary shall open the sealed log-books of PECs, make photocopies of the pages of the log-book that contain records provided for in Article 65(22) and 67(51) of the Election Code (after this procedure the log-book must be sealed again), certify the records with his/her signature and transfer them together with relevant sealed documents (photocopies of ID cards and passports) to the CEC.
139166.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
ზემოთ განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ამავე ვადაში გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს ცესკოს.
When conducting the above-mentioned procedures, a DEC secretary shall, within the same timeframe, make photocopies of the log-book pages that contain records provided for in Article 61(2)(a) of the Election Code, certify the records with the signature and commission seal and, if needed, forward them to the CEC.
139167.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
As soon as the CEC summarizes the final results of the elections, it shall publish a summary protocol of the final results of the elections at its website.
139168.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
The CEC shall submit the summary protocol of the final election results to the Legislative Herald of Georgia, which publishes it within 2 days.
139169.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს და აძლევს მას დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.
The CEC shall, within two days after summarising the final results of elections, register the elected MPs of Georgia and give them temporary certificates as MPs of Georgia.
139170.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს ცესკოს წერილობითი ინფორმაცია წარმომადგენლების დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხების ათვისების შესახებ.
A funded electoral subject shall be obliged to submit written information to the CEC on the use of the funds allocated for the financing of the representatives within 15 days after the summarising of the election results.
139171.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
თუ დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტი არ დანიშნავს წარმომადგენელს საარჩევნო კომისიაში ან/და არ მოხდება თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
If the funded electoral subject does not appoint a representative in the election commission and/or the amount is not fully used, the party is obliged to ensure the return of the relevant amount to the State Budget of Georgia within 15 days after the summarising of the election results.
139172.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
დაფინანსების მქონე საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, საარჩევნო კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება შესაბამისი არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებიდან.
For funded electoral subjects who do not participate in the second round of elections, the requirements set forth in Article 187(3) of the Election Code shall apply from day of summarising the results of the first round of the respective elections.
139173.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში.
An electoral subject shall, within 15 days after the official publication of final results of elections, ensure the removal of campaign materials.
139174.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
პარტია ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია საარჩევნო კოდექსის 189-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ.
A party shall be obliged to submit the relevant information to the CEC within 5 working days after the publication of the final election results on the final implementation of the agreement provided for in Article 189(6) of the Election Code.
139175.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
მაუწყებელი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება, თუ პარტიამ საარჩევნო კოდექსის 189-ე მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.
A broadcaster shall be obliged to ensure the return of the relevant amount to the state budget of Georgia within 15 working days after the publication of the final election results, if the party has not fully used the amount allocated in accordance with Article 189 of the Election Code.
139176.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
საარჩევნო სუბიექტები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების ანგარიშს.
Electoral subjects shall, not later than one month after the publication of the election results, submit to the State Audit Office, together with the opinion of the audit (audit firm), a report on the funds used as of the date of publication of the final results from the day of calling the elections.
139177.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათას) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.
If the election campaign expense does not exceed GEL 10,000 (ten thousand), the electoral subject shall have the right to submit a full election period report without an audit report.
139178.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
საარჩევნო კოდექსის 189-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე, შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა.
The relevant amount shall be transferred to the account of an election subject provided for in Article 189(1) of the Election Code on the basis of the summary protocol of the CEC election results not later than the 15th day after the summarizing of the election results.
139179.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში ცესკო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს.
Within 60 days after summarizing the election results, the CEC shall submit a report to the Parliament of Georgia.
139180.
ცენტრალური საარჩევნო კომისია | საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი
1. ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ (ბოლო ვადა).
1. The CEC shall register the elected MPs of Georgia and give them temporary certificates as MPs of Georgia (Deadline).