მოიძებნა 668068 ჩანაწერი
13921.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, ბიოქიმია
ლიპიდებისგან განთავისუფლებული მემბრანის ცილების დაყოფამ პოლიაკრილამიდის გელზე ჭიანჭველას მჟავის და შარდოვანას შემცველობის დროს გვიჩვენა, რომ პლასტიდების ლამელარული და პროლამელარული სისტემა შეიცავს 13 კომპონენტს.
The separation of lipid–free membrane proteins in polyacrylamide gel containing formic acid and urea demonstrated that both lamellar and prolamellar systems of plastids have 13 polypeptide components.
13922.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გენეტიკა და სელექცია
აპომიკსისი Juglandaceae -თა ოჯახში.
Apomixes of the family Juglandaceae.
13923.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გენეტიკა და სელექცია
ვინაიდან კაკლისებრთა ოჯახის ახლო მონათესავე სახეობებს და გვარებს არ გააჩნიათ საიზოლაციო მექანიზმი თავიანთი განკერძოების დასაცავად, ისინი სრულიად თავისუფლად ეჯვარებიან ერთმანეთს.
The closely related genera of this family freely hybridize because of the absence of an isolating mechanism which prevents allogenic crossing.
13924.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გენეტიკა და სელექცია
მიუხედავად ამისა, ჰენომთა შეუთავსებლობის გამო მათ გიბრიდებში ხდება სქესის სუპრესირება ან თვითდამტვერვის გამორიცხვა დიქოგამიის საშუალებით.
However, as a result of an incompatible autogamy in their hybrids either the sex is suppressed or selfpollination is prevented by dichogamy.
13925.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გენეტიკა და სელექცია
ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი ჰიბრიდული ტაქსონი გადადის უსქესო გამრავლებაზე, რომელიც ხორციელდება არარედუცირებული კვერცხუჯრედის განვითარებით.
In this case some taxones change to asexual reproduction, being accomplished by the development of a nonreducing ovum in embryo.
13926.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გენეტიკა და სელექცია
სტიმულს არარედუცირებულ კვერცხუჯრედს განვითარებისათვის აძლევს ენდოსპერმი.
The development of endosperm is necessary, for it induces the ovum to develop without fertilization.
13927.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
გუმბრინის ჯგუფის ბენტონიტების საბადოთა ფორმირების საკითხისათის.
Concerning the formation of the gumbrin group of bentonitic clay deposits.
13928.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ახალი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გუმბრინის წარმოშობა დაკავშირებულია თხელი ზღვის აუზის იმ ნაწილებთან, სადაც არსებობდა აუცილებელი პირობა ტუტე არის შესაქმნელად, რაც აუცილებელია გუმბრინის წარმოშობისათვის.
According to fresh evidence the formation of gumbrin occurred only in shallow, dry and semi – dry parts of the basin – an indispensible condition for the formation of an alkali medium facilitating the formation of gumbrin.
13929.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ამიტომ გუმბრინის ძიება დასავლეთ საქართველოში წარმოებულ უნდა იქნეს სენომანური თხელი ზღვების სათანადო ადგილებში, სადაც არსებობდა კონტინენტური პირობები ტუფური მასალის დაგროვებისათვის.
These considerations give ground to conclude that gumbrine can probably be discovered only in the dry parts of the Cenomanian sea where favourable conditions existed for the accumulation of tuffacious material.
13930.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
კასვკასიონის სამხრეთი ფერდის აღმოსავლეთ პერიფერიის ფლიშური ფორმაციის მიწისქვეშა წყლების ვერტიკალური ჰიდროქიმიური ზონალობის შესახებ.
On the vertical zonation of the flysch formation subterranean waters of the eastern periphery of the southern slope of the Greater Caucasus.
13931.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
მდ. კოდორის სათავეების სუბტრატის გეოლოგიური აგებულება.
Geological structure of the substratum of the upper reaches of the Kodor river.
13932.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ბუულგენის სერიის მეტამორფიტების გავრცელების არეში ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ ისინი თავისი მინერალური პარაგენეზისებით, მეტამორფიზმის ისტორიითა და სტრუქტურული ურთიერთობით მომიჯნე წყებებთან (კერძოდ, მაკერის სერიის ქანებთან) არ უნდა წარმოადგენდნენ შუადევონურად დათარიღებული ლაბის სერიის ანალოგებს.
Investigations of the Buulgon series metamorphites carried out by the author have shown that their minerals parageneses, history of metamorphism and structural interrelation with adjacent strata do not allow to consider them analogues of Middle Devonian Laba series.
13933.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ბლოკური მოძრაობების გამოვლინების დროის შესახებ კრისტალური ფუნდამენტის ხრამის შვერილზე (სამხრეთი საქართველო).
The timing of block movement in the Khrami uplift of the crystalline basement (Southern Georgia).
13934.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ძველი ნაოჭა ფუნდამენტის და სენომანურ-ტურონული ასაკის დანალექი საფრის ურთიერთობის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ კრისტალურ ფუნდამენტში არსებული რღვევები განახლებადი სტრუქტურებია, რომელთა გასწვრივ მოძრაობანი არაერთგზის მომხდარა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ნიშნით.
A study of the relationship of the crystalline basement and Cenomanian – Turonian sedimentary mantle shows that the faults of the crystalline basement are older structures, along which the movements are of a recurrent upward – downward character.
13935.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
სენომანურისა და ტურონულის მიჯნაზე აღნიშნულმა მოძრაობებმა განაპირობეს მცირე ზომის ხმელეთის გაჩენა ივანოვკის უბანზე.
These movements have caused the formation of a small land in the Ivanovka region at the boundary of Cenmanian and Turonian.
13936.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ქვედა ტურონულში ეს ხმელეთი ისევ დაიფარა ზღვით, ხოლო დანაოჭების ავსტრიული ფაზისის ბოლო იმპულსების გავლენით ხანმოკლე დროით ისევ დენუდაციის არედ იქცა ადრეტურონულის ბოლოს.
In the early Turonian this land was again submerged, but as a result of the last impulse of the Austrian folding at the end of the early Turonian this land changed into an area of denudation.
13937.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ყვირილის დეპრესიის ჩრდილო ბორტის პალეოცენური ნალექების სტრატიგრაფიის შესახებ.
On the stratigraphy of the Palaeocene deposits of the northern limb of the Kvirila depression.
13938.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოლოგია
ყვირილის დეპრესიის ჩრდილო ბორტში ახალი სტრატიგრაფიულ-პალეონტოლოგიური მასალის საფუძველზე პირველად აღინიშნება ქვედა- და ზედა პალეოცენური ნალექების არსებობა.
On the basis of fresh stratigraphical and paleontological data on the northern limb of the Kvirila depression the authors have established Lower and Upper Palaeocene deposits.
13939.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოფიზიკა
იონოსფეროს F-ფენაში პლაზმის გადატანის სიჩქარეთა საკითხისათვის.
Concerning the velocities of plasma transfer in the F–region of the ionosphere.
13940.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 78, გეოფიზიკა
შრომაში N(h)-პროფილების გამოყენებით გამოთვლილია ამბიპოლარული დიფუზიისა და ნეიტრალური ატმოსფეროს ჰორიზონტული ქარით განპირობებული პლაზმის დრეიფის სიჩქარეთა სიდიდეები.
Using N(h)–profiles the values of ambipolar diffusion and drift of plasma due to horizontal wind of neutral atmosphere were calculated.