მოიძებნა 668042 ჩანაწერი
145061.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
იმისათვის, რომ უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის მიმართულებით ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა განხორციელდეს, მნიშვნელოვანია განხორციელდეს უმუშევრობისა და დასაქმების კომპონენტების ანალიზი, როგორც მიწოდების მიმართულებით.
For implementation of effective economic policy focused on the reduction of unemployment and increase of employment, it is important to conduct analysis of employment and unemployment, both in terms of supply.
145062.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
რაც გულისხმობს შრომის ბაზრის ასიმეტრიულობას, მობილობის დაბალ ხარისხს, დაბალი პროდუქტიულობისა და არაადექვატური კვალიფიკაციის არსებობას, ასევე მოთხოვნის მიმართულებით, რაც მოიცავს კერძო სექტორის არასაკმარის დივერსიფიცირებულობას, სექტორებს შორის არათანაბარ განვითარებას და ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის გეოგრაფიული კონცენტრაციის საკითხებს.
Which considers the asymmetry of the labour market, low quality of mobility, low productivity and inadequate qualification, as well as in terms of demand, which considers insufficient diversification of private sector, unequal development between sectors and geographical concentration issues related to business and entrepreneurial activity.
145063.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
წინამდებარე კვლევა აანალიზებს დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით არსებულ ტენდენციებს, მათ შორის სექტორულ, ასაკობრივ, გენდერულ და რეგიონულ ჭრილში.
This research analyzes trends in employment and unemployment by economic sectors, age, gender and regions.
145064.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
იგი მოიცავს შრომის ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის კომპონენტებს და ამასთან განსაზღვრავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებშიც განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური აქტივობაა მოსალოდნელი მომდევნო წლების განმავლობაში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ამ სექტორებში დასაქმების ზრდის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.
It covers supply and demand components of the labour market and at the same time determines the key sectors where economic growth is expected in the upcoming years, which in its turn, is one of the essential preconditions for employment growth in these sectors.
145065.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
კვლევის ფარგლებში დაკვირვების პერიოდად განსაზღვრულია 2009-2016 წლები, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეკონომიკის პოსტ-კრიზისული გაჯანსაღების და ზრდის ეკონომიკურ ციკლთან.
Within the scope of the research, the period of observation is defined as 2009-2016, which is related to economic cycle of the post-crisis recovery and growth of Georgian economy.
145066.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
კვლევის ბოლოს წარმოდგენილია დასკვნა და რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებაც მომდევნო წლებში მიზანშეწონილი იქნება შრომის ბაზრის განვითარებისა და უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობისათვის.
Conclusion and recommendations are provided at the end of the research, which will be reasonable to consider in the following years in order to contribute labour market development and reduction of unemployment.
145067.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
დასაქმებისა და უმუშევრობის ზოგადი დინამიკა.
General dynamic of employment and unemployment.
145068.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
საქართველოში დასაქმების ზრდის ძირითად წყაროს კერძო სექტორი წარმოდგენს.
Main source of employment growth in Georgia is the private sector.
145069.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
შესაბამისად, დასაქმების შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს კერძო სექტორის აქტივობა და უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდა.
Consequently, for further economic growth it is important to increase activity of private sector and ensure high economic growth.
145070.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ამ თვალსაზრისით, ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ანალიზისას, აშკარაა, რომ 2010 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ინვესტიციები იყო, რომლის უდიდეს ნაწილს - 70%-ზე მეტს - კერძო ინვესტიციები შეადგენდა.
From this point of view, while analyzing economic growth of recent years, it is evident that from 2010 one of the main factors of Georgia's economic growth were investments, the largest part of which - 70% were private investments.
145071.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
აღნიშნული შესაბამისობაშია უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენციასთან 2010-2016 წლებში.
This corresponds to a trend related to reduction of unemployment rate in 2010-2016.
145072.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ამასთან აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ძირითადად საგარეო ეკონომიკური შოკების ზეგავლენის შედეგად, ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს.
It is noteworthy that since 2012, an indicator of economic growth is falling behind its potential level as a result of the impacts of various factors, including mainly foreign economic shocks.
145073.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
რაც მიუთითებს, რომ ბიზნეს სექტორის ზრდა გარკვეულწილად ჩამორჩება პოტენციურ შესაძლებლობას და შესაბამისად მის მიერ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების ზრდაზე გავლენა დამატებით პოტენციალს შეიცავს.
Indicating that the growth of the business sector to some extant is behind the potential and therefore creating new job opportunities and affecting employment through this growth includes additional potential.
145074.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ამასთან, 2017 წლის დასაწყისიდან საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ნეგატიური ფაქტორების შერბილების შედეგად, გაუმჯობესდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და გაიზარდა კერძო სექტორის აქტივობა, რაც დადებითად იმოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე 2017 წლის განმავლობაში.
Furthermore, since the beginning of 2017, as a result of improvement of foreign demand and facilitation of negative factors the economic growth has been improved and private sector activity increased, which will have a positive impact on employment during 2017.
145075.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ეს პროცესი უკვე აისახა 2017 წლის მეორე კვარტალის დასაქმების მაჩვენებელზე ბიზნეს სექტორში, სადაც დასაქმება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.0%-ით არის გაზრდილი.
This process has already been reflected in employment in the business sector of the first quarter, where employment increased by 4.7% compared to the same period of the last year.
145076.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ბოლო წლებში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო უმუშევრობის დონის შემცირებას.
In recent years economic growth has also contributed to reduce unemployment rate.
145077.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2009 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება და 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 11.8% შეადგინა.
Since 2009, unemployment rate is characterized by a decreasing trend and in 2016 this figure was 11.8%.
145078.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლებში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა დიდწილად მთლიანი პროდუქტიულობის ზრდით იყო გამოწვეული.
It should also be noted that the economic growth observed in these years was largely determined by increase in total productivity.
145079.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
შრომის ბაზრის სტატისტიკა.
Labour market statistics.
145080.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ბოლო წლებში უმუშევრობის დონის შემცირებას ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით სამუშაო ძალაზე შექმნილი დამატებითი მოთხოვნა განაპირობებდა.
The reduction of unemployment rate in recent years was mainly caused by the country's economic growth and additional demand for labour.