მოიძებნა 668042 ჩანაწერი
145101.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 8.8% და 14.2% შეადგინა.
While discussing employment and unemployment rates by gender, it is noteworthy that in 2016, in comparison with 2015, unemployment rate of women has decreased by 1.4 percentage points, and on the contrary, it was increased by 0.7 percentage pointsfor men, and amounted respectively to 8.8% and 14.2%.
145102.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
უმუშევრობის სტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონეა.
The most significant problem of unemployment structure is high unemployment rate among young people.
145103.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2016 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (31.9%), რაც 5.7 პროცენტული პუნქტით მაღალია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
Unemployment rate by age groups shows that in 2016, it reached the highest level for the age group of 15-19 years, which is 5.7 percentage points higher than the indicator of 2015.
145104.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
უმუშევრობის დონე ასევე მაღალია 15-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებში და 2015-2016 წლების მონაცემებით შესაბამისად - 30.8%-ს და 30.5%-ს შეადგენს.
Unemployment rate is also high for the age group of 15-24 years and according to 2015-2016 data, it amounts respectively to 30.8% and 30.5%.
145105.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
აღნიშნული შეიძლება აიხსნას იმ გარემოებით, რომ საქართველოში ახალგაზრდები უმეტესწილად ეუფლებიან უმაღლეს განათლებას და სწავლის დასრულების შემდეგ ისინი აწყდებიან ორი სახის პრობლემას:
This can be explained by the fact that young people in Georgia mostly study at higher education institutions and after completing their studies they face two types of problems:
145106.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
1) შრომის ბაზარზე არ არის მოთხოვნა მათ მიერ დაუფლებულ პროფესიებზე;
1) There is no demand for the professions they have acquired in the labour market;
145107.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2) მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ვერ აკმაყოფილებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.
2) their qualifications and working experience cannot meet the requirements of the labor market.
145108.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ამასთან, ამ კატეგორიაში მაღალია ფრიქციული უმუშევრობის წილი, რადგან ახალგაზრდებს მეტი დრო სჭირდებათ სასურველი სამუშაოს საპოვნელად.
Furthermore, in this category, share of the frictional unemployment is high, because young people need more time to find a desired job.
145109.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში.
Unemployment rate is traditionally the lowest for the age group 65+.
145110.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.
It can be explained by a reason, that 65+ is a pension age and the large number of the population is not employed, does not search for work and consequently belong to the category of inactive population.
145111.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
რაც შეეხება დასაქმებისა და უმუშევრობის გეოგრაფიულ კონცენტრაციას, იგი ნათლად ასახავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დაბალანსების აუცილებლობას.
As regards to geographic concentration of employment and unemployment, it clearly reflects the necessity of balancing the country's economic development.
145112.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
უმუშევრობის დონე რეგიონების ჭრილში საკმაოდ განსხვავებულია.
Unemployment rate by regions is quite different.
145113.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
სამუშაო ადგილების შექმნა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების არსებობასთან.
Jobs creation is closely linked to the existence of investment projects in the country.
145114.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის წინასწარი მონაცემებით ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 645.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 80.9 მლნ. აშშ დოლარით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.
According to the GeoStat’s preliminary data of 2016, foreign direct investment in the country amounted to 1 645.4 million USD which is 80.9 million USD more than the 2015 index.
145115.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
ძალზედ დიდია სხვაობა რეგიონების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილების მხრივ, რაც აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე, დასაქმების შესაძლებლობებსა და შრომით მიგრაციაზე.
There is quite big gap in distribution of GDP and foreign direct investments by regions, which is reflected in jobs creation, employment opportunities and labour migration.
145116.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2016 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 77.5% თბილისზე მოდის და შეადგენს 1 275.9 მლნ. აშშ დოლარს, მეორე ადგილზეა აჭარის ა.რ 160.9 მლნ. აშშ დოლარით.
In 2016 77.5% of foreign direct investments came to Tbilisi and amounted to 1 275.9 million USD, Adjara was on the second place with 160.9 million USD.
145117.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბით, მთლიანი დამატებული ღირებულების თითქმის ნახევარი თბილისში იქმნება.
It should be noted that considering the county’s economy almost half of the total Gross Value Added was created in Tbilisi.
145118.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
შესაბამისად, რეგიონების მიხედვით ეკონომიკური აქტივობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არათანაბარზომიერი განაწილება გავლენას ახდენს შიდა მიგრაციაზე, სამუშაო ძალის მობილიზება ხდება კონკრეტულად დედაქალაქში, რაც თავის მხრივ ზრდის თბილისში უმუშევრობის დონეს.
Consequently, the unequal distribution of economic activity and foreign direct investments by regions affect internal migration, mobilization of labour force takes place particularly in the capital, which in its turn increases unemployment rate in Tbilisi.
145119.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია თბილისში და 2016 წლის მონაცემებით 22%-ს შეადგენს.
In particular, the highest unemployment rate is in Tbilisi and amounts to 22% according the GeoStat’s data for 2016.
145120.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი (2017)
2016 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია იმერეთის, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
In 2016 in comparison with the previous year, unemployment rate increased in Imereti, Tbilisi and Shida Kartli regions.