მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14741.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ძიძიგური წერს, რომ სალიტერატურო ქართულის ნორმის მიხედვით კავშირ თუ-სთან შემასმენელი ზმნა თხრობით კილოში უნდა იყოს და არა კავშირებით კილოში.
Dzidziguri even goes so far as to say that the combination of tu and a subjunctive verb deviates from the norm of the modern standard language.
14742.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
მაგრამ თუ-სთან კავშირებითი კილოს ზმნის შეხამების შემთხვევებიც, თუმცა იშვიათია, მაგრამ უთუოდ დასტურდება როგორც სალაპარაკო ენაში, ისე ლიტერატურულ ნაწარმოებებში.
However, such instances are, though occasionally, certainly encountered in the colloquial language as well as in literary works.
14743.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
აგი ულვაში გამპარსე, ასე თუ არ ქნას! (დუმბაძე).
Shave this moustache of mine, if he does not do this! (Dumbadze).
14744.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ეს თუ კამეჩის კვერცხი არ იყოს, თავს მოვიჭრი. (ჩოხელი).
If this should not be a buffallo’s egg, I will cut my throat. (Chokheli).
14745.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
მოკვდეს ფხორა, თუ მტრის ხელში ჩაგაგდოს! (ვაჟა).
May Pkhora die, if he hands over you to enemies. (Važa).
14746.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
სვეტიცხოველის დამქცევი ვიყო, თუ გიღალატო. (ლეონიძე).
May I be the ruiner of the Svetitskhoveli cathedral, if I ever betray you. (Leonidze).
14747.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
თუ ვალენტინა ივანოვნამ გამომხედოს, მანიშნე. (რჩეულიშვილი).
If Valentina Ivanovna looks at me, give me a signal. (Rcheulishvili).
14748.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
თუ დალევა მოგინდეს, სხვაგან ნუღარ წახვალ, ისევ აქ დალიეო. (ინანიშვილი).
If you want to drink, don’t go anywhere else anymore, drink here again. (Inanishvili).
14749.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
თუ შეგხვდეს სადმე, გაჰყევი და მისი ვინაობა შემატყობინე. (ჯავახიშვილი).
If you come across her somewhere, follow her and let me know who she is. (Javakhishvili).
14750.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
თუ მოგენატროთ, წერილი გამომიგზავნეთ სამტრედიაში. (დუმბაძე)
If you miss me, send me a letter to Samtredia. (Dumbadze).
14751.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
კავშირებითი კილოს ფორმებს შორის, თუ-იან პირობით დამოკიდებულ წინადადებაში გვხვდება მეორე კავშირებითი, აწმყოს კავშირებითი და მესამე კავშირებითი.
Among subjunctive forms, those can be used with tu are Aorist Subjunctive, Present Subjunctive, and Perfect Subjunctive.
14752.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
თუ-სთან მეორე კავშირებითის გამოყენების შესახებ, ჰიუიტი აღნიშნავს, რომ არავითარი სემანტიკური განსხვავება არაა თუ-სთან ზმნა მეორე კავშირებითშია თუ თხრობითი კილოს შესაბამის ფორმაში (ანუ წყვეტილში). მას მოჰყავს შემდეგი მაგალითი, რომელშიც თუ-ს ეხამება მეორე კავშირებითიც და აგრეთვე წყვეტილიც ერთსა და იმავე კონტექსტში.
Hewitt distinguishes the function of tu plus Aorist subjunctive and that of tu plus Present Subjunctive or Perfect Subjunctive. As for the former, he notes that it does not differ any semantic difference from the corresponding indicative construction (i.e. tu plus Aorist), drawing the following example, in which tu is combined with Aorist Subjunctive as well as with Aorist in the same context.
14753.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
თუ ერთს ჩვენგანს ბიჭი ეყოლოს და მეორეს — ქალი, მაშინ ქალი ვაჟს შევრთოთ; ხოლო თუ ქალები გვეყოლოს ორივეს, ორივენი დებსავით უნდა გავზარდოთ და ძმებს შევრთოთ; თუ ორივეს ვაჟები გვეყოლა, ძმები უნდა იყვნენ ერთგულები ...
If one of us should father a boy and the other a girl, then let us marry them to each other; and if we both should father girls, we must rear them both like sisters and marry them to a pair of brothers; if we both father lads, they must be faithful brothers…
14754.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ქართული ენის მატარებლები, რობლებსაც ამ მაგალითის შესახებ ვკითხე, აღნიშნავენ, რომ აქ მეორე კავშირებითის ფორმების (ეყოლოს, გვეყოლოს) გამოყენება მოძველებულად ჟღერს.
According to native speakers I consulted, the use of the Aorist Subjunctive forms eq’olos and gveq’olos with tu in sounds rather archaic.
14755.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ჰიუიტი წერს, რომ მეორე კავშირებითის საშუალებით ამგვარი მომავალი პირობების გამოხატვა შეიძლება ძველი ქართულის გადმონაშთი იყოს.
Hewitt remarks that such use of Aorist Subjunctive to express "a pure, future condition may be a relic from Old Georgian".
14756.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
მაგრამ ისიც არ არის სწორი, თითქოს ყოველი მაგალითი, რომელშიც თუ-სთან ერთად მეორე კავშირებითი მომავალ პირობებს გამოხატავს, ერთნაირად განიხილებოდეს.
However, it is not the case that every expression of a future conditional situation by tu and a subjunctive verb should be treated alike.
14757.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ზემომოყვანილი სხვა მაგალითები განსხვავებით (13)-ისაგან, მოძველებულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს.
Other examples given in the present paper, at least, do not leave an archaic impression on native speakers as.
14758.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ასე რომ, მეორე კავშირებითის ფორმების ხმარება, როგორც ერთგვარი არქაიზმი, შეიძლება გამონაკლისად ჩავთვალოთ და მომდევნო დისკუსიაში მხედველობაში არ მივიღებთ.
In this light, is exceptional and hence is left out of consideration as an archaism.
14759.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
5. რაც შეეხება თუ-სთან აწმყოს კავშირებითისა და მესამე კავშირებითის გამოყენებას, ჰიუიტი აღნიშნავს, რომ ეს ფორმები გამოიყენება მაშინ, როცა მოსაუბრე პირი აცხადებს მის აბსოლუტურ დარწმუნებულობას იმაში, რომ მთავარი წინადადების შინაარსი სიმართლეს არ ასახავს, როგორც მაგალითებში.
5. The combination of tu and Present Subjunctive or Perfect Subjunctive, on the other hand, is considered to be used when "the speaker wishes to asseverate his absolute conviction that the predicate of the protasis is contrary to fact", as in the examples.
14760.
ქართველოლოგი | ტომი 17, ერთი ტიპის კავშირებითი პირობითი წინადადებისთვის ქართულში
ასეთ შემთხვევაში, მთავარი წინადადება ჩვეულებრივ შეიცავს ბრძანებითს ან მეორე კავშირებითს ნატვრითის ფუნქციით.
The apodosis then "seems usually to contain either an imperative or an Aorist subjunctive functioning as an optative".