მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14861.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
თუმცა ჩრდილოეთისკენ მომდევნო ბუნებრივი ბარიერი, ანუ დიდი კავკასიონი, მიანიშნებს თავის თავზე, როგორც იმპერიის საზღვარზე“.
However, the next natural barrier to the north, or the Greater Caucasus, points to itself as the boundary of the empire”.
14862.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
საფიქრებელია, რომ აქემენიდურ იმპერიასთან ურთიერთობა ლიმიტირებული იყო კოლხეთის შიდა რაიონებით და აღმოსავლეთი კოლხეთი მართლაც შეადგენდა აქმენიდური იმპერიის სატრაპიის ნაწილს, ანუ ეს ნომინალური მორჩილებაც შეეხებოდა მხოლოდ კოლხეთის აღმოსავლეთ ნაწილს.
Contacts with the Achaemenid empire were presumably limited to the hinterland of Colchis, and eastern Colchis really formed part of a satrapy of the Achaemenid empire; in other words, this nominal submission too referred only to the eastern part of Colchis.
14863.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
შესაბამისად, ადვილად ასახსნელია ის ფაქტი, რომ ბერძნებს შავ ზღვაში აქემენიდების წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ - ასეთი ინტერესთა კონფლიქტი ძვ.წ. V-IV სს-ში არ არსებობდა, განსაკუთრებით ძვ. წ. 436/5 წლებში, პერიკლეს გააქტიურების პერიოდში.
Accordingly, it is easy to account for the fact that the Greeks did not encounter Achaemenid opposition on the Black Sea – such conflict of interests did not exist in the 5<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c BC, especially in 436/5 BC, in the period of Pericles’ becoming active.
14864.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
თუმცა, ივარაუდება, რომ ათენელთა გააქტიურება დაიწყო ჯერ კიდევ ძვ. წ. V ს-ის 70-იან წლებში (ძვ. წ. 476/5 წწ), როდესაც მათ ქალაქი ბიზანტიონი დაიპყრეს, განუყოფლად გაბატონდნენ შავი ზღვის სრუტეებზე და ხელში ჩაიგდეს ვაჭრობა.
However, it is assumed that the Athenians became active back in the 470s (in 476/5 BC), when they seized the town of Byzantion, took absolute control of the Black Sea straits and controlled commerce.
14865.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აქემენიდური ნივთების გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა უკანასკნელ ხანებში გურიაში შემთხვევით აღმოჩენილი აქემენიდური ბრინჯაოს ლაგამი, რომელიც მეტ-ნაკლებ მსგავსებას ავლენს ითხვისსა და ვანში მოპოვებულ ცალებთან, თუმცა მხატვრული სახით ბევრად უფრო მაღალ დონეზეა შესრულებული.
From the viewpoint of the spread of Achaemenid items, of special interest is an Achaemenid bronze bit found recently in Chibati, Guria by chance. It evinces more or less similarity with the pieces found at Itkhvisi and Vani, though artistically it is executed at a much higher level.
14866.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ჩიბათის ლაგამს მყარად დამაგრებული საყბეურები, ხოლო გარე ნაწილში საყბეურებზე სამი რგოლი აქვს.
The Chibati bit has firmly attached chin-straps, and on the outer part of the chin-straps three rings.
14867.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამათგან ცენტრალური სალაგმო ნახვრეტი გაცილებით დიდია, გვერდითები კი შედარებით მცირე დიამეტრისაა.
Of these the central hole for the bit is much larger, while the lateral ones are of relatively small diameter.
14868.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ლაგმის ღეროები, რომლებიც ერთმანეთთან რგოლებითაა დამაგრებული, კოპებითაა შემკული.
The bridle bars, linked to one another by rings, are adorned with bosses.
14869.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
იგი ისევე არის დამუშავებული, როგორც ათენის აქემენიდური ნგრევის ფენაში, პერსეპოლისსა და დევე – ჰუიუკში აღმოჩენილი სპარსული ტიპის ლაგმები.
It is worked in the same way as are the Persian-type bits discovered in the Athenian layer of Achaemenid destruction, Persepolis and Deve-Huyuk.
14870.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ჩიბათის საყბეური შესანიშნავად დამუშავებული, დინამიური სკულპტურული გამოსახულებით ბოლოვდება.
The Chibati chin-strap ends in an excellently treated, dynamic sculptural representation.
14871.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ესაა ნახტომში გამოსახული სფინქსი, რომელსაც უკანა ფეხები გაჭიმული აქვს, ხოლო წინა კი - ტანის ქვეშ შემოკეცილი.
This is a leaping sphinx with its hind legs tensed, while the front ones are folded under the body.
14872.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
სფინქსის ტანი საუკეთესო აქემენიდური ტრადიციების შესაბამისადაა დამუშავებული პარალელური ხაზებითა და რგოლებით, ეს გამოსახულება სტილისტური თვალსაზრისით ახლო ანალოგიებს პოულობს აქემენიდურ ლითონის ჭურჭელზე არსებულ ცხოველების გამოსახულებებთან.
The body of the sphinx is done with parallel lines and rings according to the best Achaemenid traditions. From the stylistic viewpoint this representation finds analogies with animal representations on Achaemenid metal vessels.
14873.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ჩიბათის ლაგამი განსხვავდება კოლხეთსა და ცენტრალური ამიერკავკასიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველა, მათ შორის ე.წ. სპარსული ტიპის ლაგმებისაგან (რეგიონის ლაგმების კლასიფიკაცია) თავისი განსაკუთრებული მაღალი მხატვრული დონით.
By its especially high art standards the Chibati bit differs from all, including Persian type, bits brought to light in Colchis and central South Caucasus (for a classification of the region’s bits.
14874.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
სავარაუდოდ, ლაგამი ძვ.წ. V- IV სს - ს განეკუთვნება და აგრძელებს საყბეურების ცხოველური სტილით შემკობის ხანგრძლივ დასავლურ-ირანულ ტრადიციას (სხვადასხვა რეალური თუ მითიური ცხოველისა და არსებების გამოსახულებიანი ლაგმები კარგადაა ცნობილი ლურისტანულ და აქემენიდურ სამყაროში - გრიფონების, ჯიხვების, ადამიანის თავიანი ხარის, სფინქსის გამოსახულებიანი საყბეურები. შეად. აგრეთვე, ძვ.წ. VIII-VII სს-ით დათარიღებული კოლექცია აშმოლენ მუზეუმიდან.
Conjecturally, the bit dates from the 5<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c BC, continuing the long-standing West-Iranian tradition of adorning chin-straps in animal style. Bits with representations of various real or mythical animals and creatures are well known in the Luristan and Achaemenid world – chin-straps with images of griffins, ibexes, bull with a human head, sphinx, cf. also the collection dated to the 8<sup>th</sup>-7<sup>th</sup> c BC from the Ashmolean Museum.
14875.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მიუხედავად ბერძნული გავლენის გააქტიურებისა ადრეელინისტური ხანის კოლხეთში (იგი ორი მიზეზით იყო განპირობებული - ერთის მხრივ, აქემენიდური იმპერიის დაცემა და მეორე მხრივ, ელინიზმისათვის ზოგადად დამახასიათებელი ბერძნული კულტურის ინფილტრაცია ქვეყნის შიდა რაიონებში), რაც პირველ რიგში ვანის ძვ.წ. IV ს-ის სამარხეულ ინვენტარსა და დაკრძალვის წესში გამოიხატა (მაგ., “ქარონის ობოლისა” და ამფორების ჩატანება სამარხში), აქემენიდური იმპულსები შიდა კოლხეთში შენარჩუნებული ჩანს ძვ.წ. IV საუკუნეშიც, თუმცა ბევრად უფრო მცირე მასშტაბებში.
Despite the activation of Greek influence in Early Hellenistic period Colchis (due to two reasons: the fall of the Achaemenid empire, on the one hand, and infiltration of Greek culture in the hinterland areas of the country, which was generally characteristic of Hellenism, on the other), which was in the first place reflected in the grave goods of the 4<sup>th</sup> c. BC Vani and the burial custom (e. g. placement of “Charon’s obol” and amphorae in the burial), Achaemenid impulses in inner Colchis appear to have continued in the 4<sup>th</sup> c BC as well, though on a much smaller scale.
14876.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ვანის გათხრების დროს აღმოჩნდა ძვ.წ. IV-III სს-ით დათარიღებული მონუმენტური კედელი, რომელიც შესაძლოა, ამ გავლენების ასახვაა (შედარებისათვის იხ. ციხიაგორას საფორტიფიკაციო კედლები).
The excavations at Vani revealed a monumental wall dated to the 4<sup>th</sup>-3<sup>rd</sup> c BC, which may be a reflection of these influences. (for comparison, see the fortification walls or Tsikhiagora).
14877.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
საფიქრებელია, რომ ადგილობრივი და აქემენიდური კულტურული ტრადიციები ჯერ კიდევ თანაარსებობენ ძვ.წ. IV-III სს-ის ვანის არქიტექტურაში.
It may be presumed that local and Achaemenid cultural traditions coexist in Vani architecture of the 4<sup>th</sup>-3<sup>rd</sup> c BC.
14878.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მაგალითისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ვანში აღმოჩენილი კირქვის ფრიზის ფრაგმენტი, რომელზეც მეეტლისა და ეტლის ნაწილის გამოსახულებაა შემორჩენილი.
By way of example, we may name the fragment of a limestone frieze, discovered in Vani in which the representation of the charioteer and part of the chariot survives.
14879.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ეტლის ,,კოპებით“ შეჭედილი ბორბალი იდენტურია იმ ეტლების ბორბლებისა, აქემენიდურ გამოსახულებებზე რომ გვხვდება: მაგ. დარიოსის საბეჭდავ-ბეჭედზე, ამუ-დარიის განძის ოქროს ეტლზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული, ასევე, აპადანას რელიეფებზე.
The wheel of the chariot, studded with bosses, is identical with the wheels of the chariots found in Achaemenid representations: e. g. on Darius’ signet-ring, on the gold chariot of the Amu-Darya treasure, preserved in the British Museum as well as on the relief of Apadana.
14880.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ასეთივე ბორბლებია აღმოჩენილი უფლისციხეშიც.
Similar wheels have been discovered at Uplistsikhe too.