მოიძებნა 668068 ჩანაწერი
14841.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამავე მოსაზრებას იზიარებენ სხვა მკვლევარებიც, თუმცა არსებობს სრულიად განსხვავებული მოსაზრებაც.
Other researchers too concur with this view, though an absolutely differing opinion is also on record.
14842.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ ხანის წერილობითი წყაროების არქეოლოგიური ფონი ასეთია: კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილია ორი ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც ძვ.წ. V-IV სს-ით დათარიღებული მდიდრული სამარხების მიხედვით, კოლხური არისტოკრატიის საცხოვრისი ივარაუდება. ეს არის ვანი და საირხე.
The archaeological backdrop of the written sources of this period is as follows: two administrative centres have been brought to light on the territory of Colchis where, according to the rich burials dated to the 5<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c BC., Colchian aristocracy presumably resided. These are Vani and Sairkhe.
14843.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამავე დროს, კოლხეთისათვის ეს პერიოდი არის ბერძნულ სამყაროსთან განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობების დაწყების ხანა ლითონის ნაწარმის ერთგვაროვნება, კერამიკის სტანდარტიზაცია, ფულადი მიმოქცევის გააქტიურება, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა მკვლევართა ერთ ნაწილს აფიქრებინებს, რომ ამ ხანის კოლხეთი ერთიან, პოლიტიკურად და ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.
At the same time, for Colchis this is a period of the commencement of especially intensive relations with the Greek world. The homogeneity of metal products, standardization of pottery, activated monetary circulation, administrative division of the country lead some researchers to the belief that at the time Colchis was a united, politically and economically developed state.
14844.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ცნობილია, რომ აქემენიდური კულტურის გავლენა კოლხეთის ტერიტორიაზე ძლიერია, რაც განსაკუთრებით კარგად აისახა კოლხურ ხელოვნებაში (ოქრომჭედლობის ნიმუშები ვანიდან და საირხედან), თუმცა თვალშისაცემია მნიშვნელოვანი სხვაობა, რაც არსებობდა კოლხეთის სანაპირო ზოლსა და შიდა კოლხეთს შორის: სანაპირო დასახლებები მთლიანად ბერძნული ორიენტაციისაა და იქ ნაკლებად იგრძნობა აქემენიდური ტენდენციები.
As is known, the impact of Achaemenid culture on the territory of Colchis was strong, which was reflected particularly well in Colchian art (specimens of goldsmithing from Vani and Sairkhe; however, the difference is striking between the coastal zone and Inner Colchis: the coastal settlements are entirely of Greek orientation and Achaemenid trends are felt less there.
14845.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამისი ნათელი მაგალითია ქობულეთ - ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ ნეკროპოლებზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძვ.წ. V-IV სს განეკუთვნება.
A clear example of this is the archaeological material discovered at the Kobuleti-Pichvnari Greek and Colchian cemeteries, dated to the 5<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c. BC.
14846.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ მასალის აბსოლუტური უმრავლესობა ამ სამაროვანზე ბერძნული ან ადგილობრივია (ერთი მხრივ, ეს არის სხვადასხვა ბერძნულ საწარმოო ცენტრებში დამზადებული ამფორები, ბერძნული წითელფიგურული კერამიკა - მათ შორის სრულიად უნიკალური კრატერებიც - კილიკები, ლეკითოსები, კანთაროსები, არიბალოსები, ბოლსალები, ფიალები, სხვადასხვა ბერძნული ცენტრების მონეტები, სტრიგილოსები და ა.შ. და მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოების კერამიკა და ოქროს სამკაული).
The absolute majority of the items at the cemetery is Greek or local (on the one hand, these are amphorae made at various manufacturing centres, Greek red-figure pottery, including an absolutely unique crater, cylices, lekythoi, cantharoi, aryballoi, bolsals, phialai, coins of various Greek centres, strigils, etc., and on the other, pottery of local manufacture and gold ornaments).
14847.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ სამაროვანზე იშვიათი გამონაკლისია ირანული წარმოების კოლ-ტუბის აღმოჩენის ფაქტი (D. Barag-ის I ჯგუფი, თარიღდება ძვ.წ. V ს-ის მეორე ნახევრით, და აქემენიდური ტიპის ზურგშეზნექილი ოქროს სამაჯური.
At this cemetery the discovery of a Kohl-Tuba of Iranian manufacture (D. Barag’s group I, dated to the second half of the 5<sup>th</sup> c. BC. and Achaemenid-type gold bracelets with concave back is a rare exception.
14848.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ ფონზე აქემენიდური ტენდენციები ვანსა და საირხეში აღმოჩენილ ძვ.წ. V-IV სს-ის ინვენტარში სრულიად აშკარაა.
Against this backdrop Achaemenid trends in the 5<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c BC grave goods discovered at Vani and Sairkhe are quite clear.
14849.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
საკმარისია დავასახელოთ ლომისა და ხარის ბრძოლის თემა ვანის დიადემაზე, აქემენიდური სამაჯურები, ან #24 სამარხში აღმოჩენილი ვერცხლის სარტყლის მოხატულობა, სადაც აქემენიდური თასია წარმოდგენილი; ან საირხის ოქროს საკიდები აჰურამაზდას გამოსახულებით, მთისძირის ვერცხლის რიტონი, არამეულის გამოყენება ბერძნულთან ერთად (ძვ. წ. V ს-ის კილიკი საირხედან, რომელზეც ბერძნული და არამეული ასოებით შესრულებული მონოგრამაა შემორჩენილი), აქემენიდური ტიპის საყბეურები საირხედან, სუდარის შესამკობი აპლიკაციები (არწივების ოქროს გამოსახულებები), რომლებიც აქემენიდურ სამეფო სტანდარტებს შეესაბამება, საირხის ორმაგპროტომიანი კაპიტელი და სხვა.
Suffice it to name the theme of the fight of a lion and bull on the Vani diadem, Achaemenid bracelets, or the ornamentation of the silver belt found in burial 24 where an Achaemenid cup is represented: or the Sairkhe gold pendants with an image of Ahuramazda, the Mtisdziri silver rhyton, the use of Aramaic along with Greek (5<sup>th</sup> c cylix from Sairkhe, on which a monogram done in Greek and Aramaic letters survives, Achaemenid-type bits from Sairkhe, applications for adorning a shroud (representations of gold eagles), corresponding to Achaemenid royal standards, the Sairkhe capital with double protoma etc.
14850.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აშკარაა, რომ კულტურულად მაინც, კოლხეთი (მისი თანამედროვე გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით) ორ ნაწილადაა გაყოფილი – სანაპირო ზოლი აქცენტირებულია დასავლეთით ანუ ბერძნულ ცენტრებზე, ხოლო ცენტრალური და შიდა რაიონები კი - აღმოსავლეთით, ანუ ირანზე.
It is obvious that, at least culturally, Colchis (according to her modern geographical boundaries) was divided in two: the coastal zone accented to western or Greek centres, and central or inner areas eastward, or Iran.
14851.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ერთგვარი გამყოფი ხაზი ამ თვალსაზრისით ჩანს საირხე – ვანის ზოლი, რადგან ვანის დასავლეთით მდებარე კოლხური სამოსახლო ნამარნუ, სადაც ძვ.წ. V-IV სს-ის კულტურული ფენებიცაა დადასტურებული, არ შეიცავს არანაირ აქემენიდურ მასალას.
The Sairkhe-Vani zone appears to have been a kind of dividing line, as the former Colchian settlement site Namarnu, where 5<sup>th</sup>-4<sup>th</sup> c BC. habitation layers have been attested, does not contain any Achaemenid material.
14852.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მიიჩნევენ, რომ ნამარნუ არის ის “ ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა” და რომელიც ფსევდო-სქილაქს კარიანდელის “პერიპლუსში” მოიხსენიება.
Namarnu is believed to have been the “barbarous city from where Medea hailed”, being mentioned in the “Periplus” of Scylax.
14853.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
საირხე-ვანის ხაზი სამხრეთით სამცხეში, აწყურში გრძელდებოდა, სადაც საგრძნობი აქემენიდური გავლენა ჩანს.
The Sairkhe-Vani line continued to the south, in Atsquri, where considerable Achaemenid influence is in evidence.
14854.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ვანი-აწყურის შემაერთებელ ტრასაზე, რომელიც კოლხეთში აკუმულირებული ბერძნული იმპორტის სამხრეთ საქართველოში გადატანის ერთ-ერთ მთავარ გზას წარმოადგენდა აღმოჩენილია აქემენიდური მონეტები.
From this standpoint importance attaches to the discovery of Achaemenid coins on the Vani-Atsquri highway – one of the chief roads for the transportation of Greek import to South Georgia.
14855.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მონეტები აღმოჩნდა სოფ. სულორის ტერიტორიაზე, რომელიც კოლხეთიდან სამხრეთ საქართველოში გარდამავალი გზის დასაწყისში მდებარეობს.
The coins were brought to light on the territory of v. Sulori, which lies at the beginning of the road running from Colchis to South Georgia.
14856.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
განძში შედიოდა 700-მდე ვერცხლის მონეტა, რომელთა შორის უმეტესობას კოლხური თეთრი წარმოადგენდა.
The hoard contained up to 700 silver coins, most being Colchian coins (tetri).
14857.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მათთან ერთად იყო აგრეთვე ე.წ. კრეზოიდი, რომელიც ძვ.წ. 500 წელს უნდა იყოს მოჭრილი დარიოს I-ის მიერ.
Among them there also was a so-called croesoid, probably struck in 500 BC. by Darius I.
14858.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აღმოჩნდა აგრეთვე აქემენიდური სიკლოსი (შუბოსანი გვირგვინიანი მეფის გამოსახულებით), რომელიც ასევე დარიოს I-ის მიერ ძვ. წ. 490 წელს მოჭრილად მიიჩნევა.
An Achaemenid scylos (with a representation of a crowned king with a lance), which is also considered to have been struck in 490 BC. by Darius I.
14859.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
აწყურიდან ზემოაღნიშნული აქემენიდური ზეგავლენის მიმანიშნებელი ხაზი, როგორც ჩანს, სამხრეთ – დასავლეთით, მდ. ჭოროხის (იგივე ქსენოფონტეს ფაზისი) ზედა დინებისაკენ უნდა წასულიყო.
The above-noted line, suggestive of Achaemenid influence, must have run south-west, to the upper course of the Chorokhi river (Xenophon’s Phasis).
14860.
ქართველოლოგი | ტომი 17, კოლხეთი ძვ. წ. I ათასწლეულში - აღმოსავლური ტენდენციები
მაშინ ადვილად აიხსნება ის, რომ ამ რეგიონში მოსახლე კოლხები იმპერიის მიწაზე სახლობდნენ: “კოლხები სახლდებოდნენ იმპერიის ტერიტორიაზე, და რადგანაც მათი მამულები, როგორც ჰეროდოტე და სხვა ავტორები შენიშნავენ, მდებარეობდნენ ფაზისში, მდინარე ვერ იქნებოდა საზღვრის შემომფარგვლელი ხაზი.
Then it is easy to explain that the Colchians inhabiting this region held the land of the empire: "The Colchians settled on the territory of the empire, for their estates, as noted by Herodotus and other authors, lay in Phasis, the river could not have been the line limiting the boundary.