მოიძებნა 668072 ჩანაწერი
1521.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
უნდილაძეთა გვარის სპარსეთის სამეფო კარზე ეს უპრეცედენტო გავლენა გრძელდებოდა XVI საუკუნის უკანასკნელი ათწლეულიდან XVII საუკუნის 30-იან წლებამდე – შაჰ აბას პირველის ეპოქა.
This unprecedented influence of the Undiladze house at the Persian royal court lasted from the last decade of the 16th century to the 1630s: the epoch of Shah Abbas I.
1522.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ეს დრო კი არის ირანის ისტორიაში ევროპასთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობის პერიოდი და ეს ურთიერთობა ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა ირანისა და ინგლისის დიპლომატიური, სამხედრო და სავაჭრო კონტაქტებით.
This is the period in the history of Iran of very intensive relations of Iran with Europe. These relations were manifested most clearly in Iran’s contacts with England in the diplomatic, military and commercial spheres.
1523.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ამ ურთიერთობების ცენტრში საკუთრივ შაჰის შემდეგ და მის გვერდით ალავერდი ხანი იდგა.
In these relations the central figure next to the Shah and beside him was Allahverdi Khan.
1524.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
აი, როგორ აღწერს შაჰ აბასის ურთიერთობას ალავერდი ხანთან ირანელი ისტორიკოსი, პროფესორი ნასროლა ფალსაფი: `შაჰ აბასი ალავერდი ხანს ირანის ყველა სხვა დიდ სარდალზე უფრო მეტად აფასებდა და პატივს სცემდა.
Here is the description of the relations of the Shah with Allahverdi Khan, given by the Iranian historian, Professor Nasrolla Falsafi: “Shah Abbas appreciated and respected Allahverdi Khan more than all other great commanders of Iran.
1525.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
რადგანაც იგი ხანდაზმული კაცი იყო, შაჰი მას `მამას~ ეძახდა.
As he was an aged man, the Shah called him “father”.
1526.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ვერც ერთი სარდალი ვერ უტოლდებოდა მას ჩინისა და თანამდებობის მხრივ.
None of the commanders could match him in rank or office.
1527.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
იგი კარგად შეიარაღებული და ომში გამოწრთობილი ოცდაათიათასიანი ცხენოსანი ჯარით ირანის სამხრეთით მდებარე ყველა ვილაიეთზე, სპარსეთის ყურის სანაპიროსა და კუნძულებზე მბრძანებლობდა.
With his well-armed thirty-thousand-strong war-hardened cavalry, he ruled over all vilayets in southern Iran, the coast and islands of the Persian Gulf.
1528.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
შაჰ აბასი დიდი ომებისას, რომელთაც ოსმალეთთან აწარმოებდა, უპირატესად მის სამხედრო ძალას ემყარებოდა ხოლმე~.
In the major wars waged by Shah Abbas he mainly rested on his (Allahverdi Khan’s) military force”.
1529.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
სამეცნიერო ლიტერატურაში პრობლემურია ალავერდი ხანის ეროვნული სადაურობის საკითხი.
The ethnical extraction of Allahverdi Khan is problematic in the scholarly literature.
1530.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ზოგიერთი ისტორიკოსი მას ეროვნებით სომეხად თვლის, მხოლოდ საქართველოდან გადმოსახლებულად.
Some historians consider him to have been Armenian by nationality, emigrated from Georgia.
1531.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ამის საფუძველს ცნობილი იტალიელი მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს ჩანაწერებში ხედავენ.
They see the ground for this in the writings of the well-known Italian traveller Pietro della Valle.
1532.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ამავე დროს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მკვლევარები პიეტრო დელლა ვალეს ამ ცნობას შეცდომად თვლიან და იტალიელი მოგზაურის მიერ ძველ ჩანაწერებში ან ქართველთა ნაამბობში ქართლის ერთ რეგიონზე _ სომხითზე მითითებას სომეხთა ეთნოსში სავარაუდო აღრევით ხსნიან (ზ. ავალიშვილი, დ. ალენი, ვ. გაბაშვილი, ჰ. მაედა).
At the same time, both foreign and Georgian researchers consider this report of Pietro della Valle an error, explaining it by a probable confusion of one region of Kartli - Somkhiti – by the Italian traveller in his old records or narration by Georgians, with the Armenian ethnos.
1533.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ალავერდი ხანის ქართველობას პიეტრო დელლა ვალეს ჩანაწერებზე უფრო ადრინდელი ევროპული წყაროები ადასტურებენ: დონ-ხუან სპარსელი, რომელიც შაჰის მიერ ელჩად გამოგზავნილ ანტონი შერლის სპარსეთიდან ევროპაში გამოჰყვა, თავის 1604 წელს გამოქვეყნებულ რელაციაში გარკვევით მიუთითებს, რომ შაჰმა ალავერდი ხანი 12000 ქართველი მეომრის სათავეში დააყენა, რადგან იგი ქართველი რენეგატი იყოო.
The Georgian extraction of Allahverdi Khan is attested by European sources earlier than the recordings of Pietro della Valle: Don Juan the Persian who accompanied Antony Sherley from Persia to Europe, in his 1604 publication points out clearly that the Shah appointed Allahverdi Khan as the head of 12, 000 Georgian troops, for he was a Georgian renegade.
1534.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ირანში ანტონი შერლის ამალის წევრის ინგლისელი უილიამ პერის ცნობით ალავერდი ხანი ქართველი ქრისტიანი იყო.
According to the evidence of the Englishman William Parry, a member of Sherley’s entourage, Allahverdi Khan was a Georgian Christian.
1535.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ალავერდი ხანის ქართველობას ადასტურებს მისი და მისი დიდი ოჯახის მჭიდრო და ამავე დროს ნათესაური (მოყვრული) კავშირი ქრისტიანულ საქართველოსთან და კერძოდ მის სამეფო საგვარეულოსთან.
That Allahverdi Khan was Georgian is attested by the close and kinship links of his and his large family with Christian Georgia, in particular with the royal house.
1536.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ქართველი მეცნიერის ვ. გაბაშვილის მიერ გამოვლენილია, რომ უნდილაძეთა გვარი ქართულ წერილობით დოკუმენტებში XIII საუკუნიდან ფიგურირებს.
According to the Georgian scholar V. Gabashvili, the name of Undiladze is mentioned in Georgian written documents from the 13th century.
1537.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
იაპონელი მკვლევარის ჰ. მაედას დაზუსტების თანახმად, ეს გვარი ქართულ საბუთებში XVI საუკუნის ჩათვლით უწყვეტად იხსენიება.
As clarified by the Japanese researcher H. Maeda, this family name is mentioned uninterruptedly to the 16th century inclusive.
1538.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
დღეისათვის ევროპულ ირანისტიკაში ალავერდი ხანის ქართველ უნდილაძეთა გვარისადმი მიკუთვნება აღიარებული ფაქტია.
Today Allahverdi Khan’s ascription to the Georgian house of Undiladze is an acknowledged fact in European Iranistics.
1539.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ჩვენი საკვლევი საკითხის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ 1598-99 წლებში სპარსეთის სამეფო კარზე იმყოფებოდა ინგლისელთა დელეგაცია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით.
From the standpoint of the topic of my study the fact is very significant that in 1598-99 an English delegation headed by the well-known diplomat Antony Sherley resided at the Persian royal court.
1540.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ინგლისელთა ამ წარმომადგენლობის ხელშეწყობით შესრულდა ირანელთა არმიის გადაიარაღება, კერძოდ ცეცხლმსროლელი იარაღის მოპოვება და დანერგვა.
This embassy of the English was instrumental in the rearming of the Iranian army, in particular firearms were obtained and implemented.