მოიძებნა 668072 ჩანაწერი
1501.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს გამაჰმადიანებულ-გასპარსელებული ქართული წრე არც წარმომავლობით და არც სოციალური მდგომარეობით არ უნდა იყოს გაიგივებული სპარსეთის ე.წ. მონა-ჯარისკაცთა კორპორაციასთან; უფრო მეტიც, ისინი არ იყვნენ მხოლოდ გამოჩენილი მხედართმთავრები.
It should be stressed that this Islamized and Persianized Georgian circle should not be identified – either by origin or social status – with Persia’s so-called corporation of slave-soldiers.
1502.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ეს წრე სპარსეთის ინტელექტუალურ ელიტას განეკუთვნებოდა.
Furthermore, they were not only outstanding commanders: this circle belonged to the intellectual elite of Persia.
1503.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
სპარსეთის ამ ქართული წარმოშობის ელიტიდან გამოვლენილია ოთხი დიდი გვარის წარმომადგენლები: ბარათაშვილთა, სააკაძეთა, უნდილაძეთა და მირიმანიძეთა ოჯახებიდან.
Representatives of four major houses have been identified in this ethnically Georgian elite of Persia: Baratashvilis, Saakadzes, Undiladzes and Mirimanidzes.
1504.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ისინი წარმოშობით ქვემო ქართლის რეგიონიდან, უპირატესად იმ ოლქებიდან იყვნენ, რომლებსაც ქართულ წყაროებში ხან საბარათიანო (ბარათილი) და ხან სომხითი ეწოდებოდა.
They hailed from the Lower Kartli region, predominantly from the areas called Sabaratiano (Baratili) or Somkhiti in Georgian sources.
1505.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ამ კუთხის თავად-აზნაურთა სწრაფვა სპარსეთის ქვეშევრდომობისკენ უმთავრეს შემთხვევებში გამოწვეული იყო XVI-XVII საუკუნეების სპარსეთ-ოსმალეთის დაუსრულებელი ომებით, რომლებიც ამ რეგიონის დაუზოგავ აოხრებას იწვევდა.
The aspiration of the nobles of this region to become subjects of Persia was mainly due to the incessant wars between Persia and Turkey in the 16<sup>th</sup>-17<sup>th</sup> centuries, causing merciless devastation of this region.
1506.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ზოგიერთ საისტორიო წყაროში სპარსეთის სამსახურში შესულ რამდენიმე გამაჰმადიანებულ ქართველთა ეთნიკური წარმოშობით სომხობაზე მითითება, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში დასაბუთებულია, მათი ქვემო ქართლის სომხითის პროვინციიდან წარმომავლობის არასწორი გაგებით უნდა იყოს გამოწვეუული.
In some historical sources several Islamized ethnical Georgians are proclaimed to have been Armenians but, as is argued in scholarly literature, this must have been due to the erroneous understanding of their provenance from the Somkhiti province of Kartli.
1507.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ჩამოთვლილი საგვარეულოების გამაჰმადიანებულ ქართველთაგან მხოლოდ მირიმანიძეთა გვარის წინაპრები არიან მიჩნეული სომხური ეთნოსის წარმომადგენლად, რამდენადაც ისინი მელიქის წოდებას ფლობენ, რაც ადგილობრივ სომეხს ნიშნავდა.
Of the Islamized Georgians of the houses just listed only the ancestors of the Mirimanidze house are considered to have been representatives of the Armenian ethnos, for they bore the title of melik which meant a local Armenian.
1508.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
თუმცა ამ გვარიდან სპარსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ მირიმანიძეებს ზოგიერთი როგორც სპარსული (ფაზალი ხუზანი ესფაჰანი), ასევე სომხური (არაქელ დავრიჟეცი, იგივე თაბრიზელი) წყარო ქართველებად თვლის.
However, some Persian (Fażlî Khûzânî al-Esfahânî) as well as Armenian (Arakel Davrizhetsi, the same Tabrizi) sources consider the Mirimanidzes, promoted at the Persian royal court, to have been Georgians.
1509.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
სპარსეთის სამეფო კარზე ამ უაღრესად დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ დიდ მხედართმთავართა და მმართველთა წრიდან ჩვენი საკვლევი პრობლემის ინტერესით საგანგებოდ მინდა შევჩერდე ალავერდი ხანზე, უნდილაძეზე.
Of the circle of ethnically Georgian major commanders and administrators, promoted to very high offices at the Persian royal court of Safavid Iran, of I want to focus my attention on Allahverdi Khan-Undiladze, as he has a direct bearing on the present research topic.
1510.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
იგი არის სეფიანთა ირანში უაღრესად დაწინაურებულ წარმოშობით ქართველ მმართველთა უმთავრესი და ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი.
He is the principal and one of the first represantatives of administrators of Georgian descent.
1511.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
მან და მისმა შვილებმა – იმამ-ყული ხანმა, დაუდ ხანმა და შვილიშვილმა სეფი-ყული ხანმა სამეფო კარზე უდიდესი ავტორიტეტი, უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობანი (ბეგლარბეგობა) და უდიდესი სიმდედრე თითქმის 40 წლის მანძილზე შეინარჩუნეს.
He and his sons Imam-Quli Khan and Daud Khan and grandson Sefi-Quli Khan gained great authority, the highest administrative posts beglarbeg (beylerbey), and great wealth, retaining all this for almost over forty years.
1512.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
საკმარისია ორიოდე ფაქტზე მითითება.
It will suffice to point to a couple of facts.
1513.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
პორტუგალიის ელჩი შაჰ აბასის კარზე ანტონიო გოვეა წერს, რომ მისთვის შაჰს უთქვამს: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, ხოლო მე ალავერდი ხანს ვემორჩილეობიო.
The Portuguese ambassador at the court of Shah Abbas, Antonio Gouvea writes that the Shah had told him that the entire Persia obeyed him, while he obeyed Allahverdi Khan.
1514.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ალავერდი ხანი და მისი ოჯახი დიდ სიმდიდრეს ფლობდა.
Allahverdi Khan and his family had amassed great wealth.
1515.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ალავერდი ხანის სახსრებით შენდებოდა სასახლეები და ხიდები.
Palaces and bridges were built with his money.
1516.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ისპაჰანის ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი ალავერდი ხანის სახელითაა ცნობილი.
One of the most beautiful bridges at Esfahan is known under Allahverdi Khan’s name.
1517.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
ალავერდი ხანის ქართველი მეუღლის სახსრებით გაიყვანეს გზები ცენტრალური ირანის მთიანეთის უღელტეხილზე.
Roads across the pass of the mountains of central Iran were built with the money of Allahverdi Khan’s Georgian spouse.
1518.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
უმდიდრესი იყო იმამ-ყული ხანი.
Imam-Quli Khan too was very rich.
1519.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
მისი წარსაგებელით ისპაჰანის მახლობლად გრანდიოზული საირიგაციო მშენებლობები მიმდინარეობდა.
Grand irrigation systems were under construction with his funding near Esfahan.
1520.
ქართველოლოგი | ტომი 16, რუსთველის ვეფხისტყაოსანი - კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და სეფიანთა ირანის ქართველები
როგორც ინგლისელი, ისე ქართველი ისტორიკოსები იმოწმებენ ერთი სპარსული ხელნაწერის ცნობას. ერთხელ შაჰ აბასს იმამ-ყული ხანისთვის უთქვამს: შენ ჩემზე ერთი დირჰემით ნაკლები დახარჯე, ხალხმა შაჰსა და ხანს შორის განსხვავება რომ დაინახოსო.
Both English and Georgian historians cite evidence from a Persian manuscript to the effect that Shah Abbas had once told Imam-Quli Khan to spend by one dirhem less than himself, so that the people might see the difference between the Shah and the Khan.