მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154321.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
რისკი იმისა, რომ ვერ გამოვლინდება თაღლითობით გამოწვეული არსებითი უზუსტობა უფრო მაღალია ვიდრე რისკი იმისა, რომ ვერ გამოვლინდება შეცდომით გამოწვეული უზუსტობა, რადგან თაღლითობა შეიძლება გულისხმობდეს ფარულ შეთანხმებას, გაყალბებას, ოპერაციების განზრახ გამოტოვებას, აუდიტორისთვის წინასწარ განზრახულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ან შიდა კონტროლის იგნორირებას.
The risk of not detecting a material misstatement resulting from fraud is higher than for one resulting from error, as fraud may involve collusion, forgery, intentional omissions, misrepresentations, or the override of internal control.
154322.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
შევისწავლით აუდიტისთვის შესაფერის შიდა კონტროლის საშუალებებს, რათა დავგეგმოთ კონკრეტული გარემოებების შესაფერისი აუდიტორული პროცედურები და არა იმ მიზნით, რომ მოსაზრება გამოვთქვათ „ჯგუფის“ და „ბანკის“ შიდა კონტროლის ეფექტიანობაზე.
Obtain an understanding of internal control relevant to the audit in order to design audit procedures that are appropriate in the circumstances, but not for the purpose of expressing an opinion on the effectiveness of the "Group’s" and the "Bank’s" internal control.
154323.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ვაფასებთ ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის მიზანშეწონილობას, ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სააღრიცხვო შეფასებების დასაბუთებულობასა და შესაბამისი ახსნა განმარტებების მართებულობას.
Evaluate the appropriateness of accounting policies used and the reasonableness of accounting estimates and related disclosures made by management.
154324.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
დასკვნა გამოგვაქვს ხელმძღვანელობის მიერ ანგარიშგების საფუძვლად საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის გამოყენების მიზანშეწონილობაზე, ხოლო მოპოვებულ აუდიტორულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვადგენთ, არსებობს თუ არა რაიმე მოვლენებთან ან პირობებთან დაკავშირებული არსებითი განუსაზღვრელობა, რაც მნიშვნელოვან ეჭვს გამოიწვევდა „ჯგუფის“ და „ბანკის“ ფუნქციონირებადობის უნართან დაკავშირებით.
Conclude on the appropriateness of management’s use of the going concern basis of accounting and, based on the audit evidence obtained, whether a material uncertainty exists related to events or conditions that may cast significant doubt on the Group’s and the Bank’s ability to continue as a going concern.
154325.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
თუ დავასკვნით, რომ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა, გვევალება ჩვენს აუდიტორის დასკვნაში ყურადღების გამახვილება ფინანსური ანგარიშგების შესაბამის შენიშვნებზე, ან, თუ ამგვარი განმარტებითი შენიშვნები ადეკვატური არ არის, ჩვენი მოსაზრების მოდიფიცირება.
If we conclude that a material uncertainty exists, we are required to draw attention in our auditor’s report to the related disclosures in the consolidated and separate financial statements or, if such disclosures are inadequate, to modify our opinion.
154326.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ჩვენი დასკვნები ეყრდნობა აუდიტორის დასკვნის თარიღამდე მოპოვებულ აუდიტორულ მტკიცებულებებს.
Our conclusions are based on the audit evidence obtained up to the date of our auditor’s report.
154327.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
თუმცა, ამის შემდგომი მომავალი მოვლენების ან პირობების გავლენით შეიძლება „ჯგუფი“ ან „ბანკი“ უკვე აღარ იყოს ფუნქციონირებადი საწარმო.
However, future events or conditions may cause the "Group" or the "Bank" to cease to continue as a going concern.
154328.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ვაფასებთ ფინანსური ანგარიშგების წარდგენას მთლიანობაში, მის სტრუქტურასა და შინაარსს, მათ შორის, ახსნა-განმარტებებს და ასევე, ფინანსური ანგარიშგება უზრუნველყოფს თუ არა ფინანსური ანგარიშგების საფუძვლად აღებული ოპერაციებისა და მოვლენების სამართლიან წარდგენას.
Evaluate the overall presentation, structure and content of the consolidated and separate financial statements, including the disclosures, and whether the consolidated and separate financial statements represent the underlying transactions and events in a manner that achieves fair presentation.
154329.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ვაგროვებთ საკმარის, შესაბამის აუდიტის მტკიცებულებებს „ჯგუფის“ შიგნით ბიზნეს-ერთეულების ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმისთვის რომ წარმოვადგინოთ დასკვნა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებზე.
Obtain sufficient appropriate audit evidence regarding the financial information of the entities or business activities within the Group to express an opinion on the consolidated financial statements.
154330.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ჩვენ პასუხს ვაგებთ „ჯგუფის“ აუდიტის მიმართულებაზე, ზედამხედველობასა და შედეგებზე.
We are responsible for the direction, supervision and performance of the "Group" audit.
154331.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ჩვენ ვრჩებით პასუხისმგებელნი მხოლოდ ჩვენი აუდიტის დასკვნაზე.
We remain solely responsible for our audit opinion.
154332.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს, სხვასთან ერთად, ინფორმაციას ვაწვდით აუდიტის დაგეგმილი მასშტაბისა და ვადების, ასევე აუდიტის პროცესში წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, შიდა კონტროლის სისტემაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების შესახებ.
We communicate with those charged with governance regarding, among other matters, the planned scope and timing of the audit and significant audit findings, including any significant deficiencies in internal control that we identify during our audit.
154333.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებს, განვუცხადებთ, რომ ჩვენ ვიცავდით შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
We also provide those charged with governance with a statement that we have complied with relevant ethical requirements regarding independence.
154334.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ჩვენ ვუზიარებთ ყველა იმ ურთიერთობასა და სხვა საკითხებს, რომლებიც შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, რომ საფრთხეს უქმნის ჩვენს მიუკერძოებლობას და, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ვუზიარებთ შესაბამის აღმოფხვრის ზომებს.
We communicate with them all relationships and other matters that may reasonably be thought to bear on our in dependence, and where applicable, related safeguards.
154335.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირებთან გაზიარებული საკითხებიდან ჩვენ განვსაზღვრავთ იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე პერიოდის კონსოლიდირებული და განცალკევებული ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის დროს და, შესაბამისად წარმოადგენს, აუდიტის ძირითად საკითხებს.
From the matters communicated with those charged with governance, we determine those matters that were of most significance in the audit of the consolidated and separate financial statements of the current period and are therefore the key audit matters.
154336.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში
ჩვენ აღვწერთ ამ საკითხებს ჩვენს აუდიტორის მოხსენებაში, თუ კანონი ან დებულება ხელს არ უშლის ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებას, ან როდესაც, ძალზე იშვიათ შემთხვევებში, ჩვენ ვადგენთ, რომ საკითხი არ უნდა იყოს შეტყობინებული ჩვენს მოხსენებაში, რადგან ამგვარი კომუნიკაციის მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები აღემატება საზოგადოებრივი ინტერესის სარგებელს.
We describe these matters in our auditor’s report unless law or regulation precludes public disclosure about the matter or when, in extremely rare circumstances, we determine that a matter should not be communicated in our report because the adverse consequences of doing so would reasonably be expected to outweigh the public interest benefits of such communication.
154337.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, ფინანსური ანგარიშგებების შენიშვნები
სს თიბისი ბანკი (შემდეგში „ბანკი”) დაფუძნდა 1992 წლის 17 დეკემბერს და მდებარეობს საქართველოში.
JSC TBC Bank (hereafter the "Bank") was incorporated on 17 December 1992 and is domiciled in Georgia.
154338.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, ფინანსური ანგარიშგებების შენიშვნები
ბანკი არის სააქციო საზოგადოება შეზღუდული აქციებით და შეიქმნა საქართველოს რეგულაციების შესაბამისად.
The Bank is a joint stock company limited by shares and was set up in accordance with Georgian regulations.
154339.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, ფინანსური ანგარიშგებების შენიშვნები
ბანკის ძირითადი ბიზნეს საქმიანობაა უნივერსალური საბანკო ოპერაციები საქართველოში, რომლებიც მოიცავს კორპორატიული, მცირე და საშუალო საწარმოების საცალო და მიკრო ოპერაციებს.
The Bank’s principal business activity is universal banking operations that include corporate, small and medium enterprises, retail and micro operations within Georgia.
154340.
თიბისი ბანკი | მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება 2019, ფინანსური ანგარიშგებების შენიშვნები
ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიები დაფუძნებულები არიან საქართველოსა და აზერბაიჯანში, რომელთა მთავარი საქმიანობა არის ინდივიდუალური და კორპორატიული კლიენტებისთვის საბანკო, ლიზინგის, საბროკერო და ბარათების პროცესინგის სერვისის მიწოდება.
The Bank is a parent of a group of companies incorporated in Georgia and Azerbaijan; their primary business activities include providing banking, leasing, brokerage and card processing services to corporate and individual customers.