მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154741.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სინდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციფიკური პარანოიდული ბოდვითაა წარმოდგენილი, როგორიცაა პათოლოგიური ეჭვიანობა ან ეროტომანია.
Paranoid syndromes are those in which paranoid delusions form a prominent part of symptoms, such as pathological jealousy or erotomania.
154742.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამგვარად, ტერმინი პარანოიდული აღწერითი ხასიათისაა.
Thus the term paranoid is descriptive.
154743.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სინდრომის ან სიმპტომის დადგენა არ ნიშნავს დიაგნოზის დასმას, არამედ მისი წინაპირობაა.
If we recognize a symptom or syndrome as paranoid, this does not constitute making a diagnosis, but it is a preliminary to doing so.
154744.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სინდრომები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის კლასიფიკაციისა და დიაგნოსტიკის თვალსაზრისით.
Paranoid syndromes present considerable problems of classification and diagnosis.
154745.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ სხვა ფსიქიკური აშლილობის შემადგენელ ნაწილს, მაგ., ისეთი დაავადებების, როგორებიცაა შიზოფრენია, გუნებ-განწყობის აშლილობა ან ორგანული ფსიქიკური აშლილობა.
Paranoid symptoms occurring as part of another psychiatric disorder, such as schizophrenia, mood disorder, or an organic mental disorder.
154746.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სიმპტომები, რომლებიც თავს იჩენენ მაშინ, როდესაც არ აღინიშნება საფუძვლად მდებარე დარღვევა.
Paranoid symptoms occurring without evidence for any underlying disorder.
154747.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
აშლილობათა ეს ჯგუფი სხვადასხვა სახელით არის ცნობილი.
This group of disorders has gone by a variety of names.
154748.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ჩვეულებრივ მას პარანოიდულ მდგომარეობას ან პარანოიდულ ფსიქოზს უწოდებენ, თუმცა, დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს IV გამოცემის (დსმ-IV) და დაავადებების მეათე საერთაშორისო კლასიფიკაციის (ასკ-10) მიხედვით, ისინი კლასიფიცირებულია, როგორც ბოდვითი აშლილობა.
Commonly paranoid states or paranoid psychosis, but the DSM-IV and ICD-10 category is delusional disorder.
154749.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ეს მეორე ჯგუფი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით გამუდმებულ სიძნელეებს წარმოქმნის, შიზოფრენიასთან მიმართებაში და სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას.
It is this second group that has caused persistent difficulties in several respects regarding their terminology, their relationship to schizophrenia, and their forensic implications.
154750.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სიმპტომები.
Paranoid symptoms.
154751.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ყველაზე უფრო გავრცელებული პარანოიდული ბოდვა დევნითი შინაარსისაა.
The commonest paranoid delusions are persecutory.
154752.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ტერმინი პარანოიდული ასევე იხმარება უფრო ნაკლებად გავრცელებული განდიდებისა და ეჭვიანობის ბოდვასთან ასევე, სასამართლო დავას ან რელიგიასთან დაკავშირებულ ბოდვასთან დაკავშირებითაც იყენებენ.
The term paranoid is also applied to the less common delusions of grandeur and jealousy, and sometimes to delusions litigation, or religion.
154753.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
თუმცა, ასეთი განსხვავებული სახის ბოდვების ერთ ჯგუფში გაერთიანება შეიძლება დამაბნევლად მოგვეჩვენოს.
It may seem puzzling that such varied delusions should be grouped together.
154754.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ანომალია, რომელსაც ძირითადად ტერმინი პარანოიდული გულისხმობს, წარმოადგენს იმ რწმენისა და დამოკიდებულების ავადმყოფურ დეფორმაციას, რომელიც პიროვნებასა და სხვა ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება.
The central abnormality implied by the term paranoid is a morbid distortion of beliefs or attitudes concerning relationships between oneself and other people.
154755.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
თუ ადამიანს შეცდომით ან უსაფუძვლოდ სჯერა, რომ ის მსხვერპლია, სხვაზე აღმატებულია, მოტყუებულია ან რომელიღაც გამოჩენილ ადამიანს უყვარს, თითოეულ ამ შემთხვევაში ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს ავადმყოფური დეფორმაციის გზით აგებს.
If someone believes falsely or on inadequate grounds that he is being victimized, or exalted, or deceived, or loved by a famous person, then in each case he is construing the relationship between himself and other people in a morbidly distorted way.
154756.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული სიმპტომების გამომწვევი მიზეზები.
Causes of paranoid symptoms.
154757.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
როდესაც პარანოიდული სიმპტომები თავს იჩენს, როგორც სხვა ფსიქიატრიული აშლილობის შემადგენელი ნაწილი, მთავარი ეტიოლოგიური ფაქტორები ის ფაქტორებია, რომლებიც პირველად დაავადებას განსაზღვრავენ.
When paranoid symptoms occur as part of another psychiatric disorder, the main aetiological factors are those that determine the primary illness.
154758.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მიუხედავად ამისა, კვლავაც დგას საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ უყალიბდება ზოგ ადამიანს პარანოიდული სიმპტომები, ზოგს კი - არა.
However, the question still arises as to why some people develop paranoid symptoms, while others do not.
154759.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვეულებრივ, პრემორბიდული პიროვნული თვისებებისა და სოციალური იზოლაციის ცნებებს იშველიებენ.
This has usually been answered in terms of premorbid personality and social isolation.
154760.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პრემორბიდული პიროვნული თვისებები.
Premorbid personality.