მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154761.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მრავალი ავტორი, კრეპელინის ჩათვლით, მიიჩნევს, რომ პარანოიდული სიმპტომები უფრო მეტად თავს იჩენს ისეთ პაციენტებთან, რომელთაც პარანოიდული ტიპის პრემორბიდული პიროვნული თვისებები აქვთ.
Many writers, including Kraepelin, have held that paranoid symptoms are most likely to occur in patients with premorbid personalities of a paranoid type.
154762.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
კრეჩმერიც თვლიდა, რომ ასეთ ადამიანებს უვითარდებათ დამოკიდებულების სენსიტიური ბოდვა, როგორც გასაგები ფსიქოლოგიური რეაქცია წინმსწრებ, ბიძგის მიმცემ მოვლენაზე.
Kretschmer also thought that such people developed sensitive delusions of reference as an understandable psychological reaction to a precipitating event.
154763.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ე.წ გვიან აღმოცენებული პარაფრენიის თანამედროვე კვლევები ადასტურებს ასეთ შეხედულებას.
Modern studies of so-called late-onset paraphrenia have supported these views.
154764.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ქეიმ და როთმა აღმოაჩინეს, რომ 99 ცდის პირიდან, რომლებთანაც პარაფრენიამ ცხოვრების გვიანდელ პერიოდში იჩინა თავი, ნახევარზე მეტი პარანოიდული ან ჰიპერსენსიტიური პიროვნება იყო.
Kay and Roth found paranoid or hypersensitive personalities in over half of their group of 99 subjects with late-onset paraphrenia.
154765.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფროიდი ვარაუდობდა, რომ შესაბამისი მიდრეკილების მქონე ადამიანებში პარანოიდული სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს უარყოფისა და პროექციის დაცვითი მექანიზმების მეშვეობით.
Freud proposed that, in predisposed individuals, paranoid symptoms could arise through a convoluted process involving the defence mechanisms of projection and denial.
154766.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფროიდი ფიქრობდა, რომ შრებერი ცნობიერად არ უშვებდა თავის ჰომოსექსუალობას და შემდგომში პროექციის მეშვეობით შეიცვალა აზრით - (მე კი არ მიყვარს ის, არამედ მას ვუყვარვარ მე), ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, გარდაიქმნა აზრად (მას არ ვუყვარვარ მე, მას მე ვძულვარ).
Freud speculated that Schreber could not consciously admit his homosexuality, and projected his unacceptable desires (I do not love him, he loves me) and then inverted this with another denial (he does not love me, he hates me).
154767.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფროიდი არასოდეს შეხვედრია შრებერს, მაგრამ მას წაკითხული ჰქონდა მისი ავტობიოგრაფიული მოგონებები, რომელშიც ის თავის პარანოიდულ დაავადებას აღწერს (ამჟამად მას პარანოიდულ შიზოფრენიას უწოდებენ).
Freud never met Schreber, but read the latter’s autobiographical account of his paranoid illness (now generally accepted as being paranoid schizophrenia).
154768.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
სოციალური იზოლაცია და სიყრუე.
Social isolation and deafness.
154769.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
სოციალური იზოლაცია ასევე ხელს უწყობს პარანოიდული სიმპტომების აღმოცენებას.
Social isolation may also predispose to the emergence of paranoid symptoms.
154770.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პატიმრები (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ცალკე საკანში იმყოფებიან), ლტოლვილები და მიგრანტები, პარანოიდული სიმპტომებისა და სინდრომებისაკენ მიდრეკილ პირებად განიხილებიან, რომლებთანაც მთავარ ფაქტორს სოციალური იზოლაცია წარმოადგენს.
Prisoners (especially those in solitary confinement), refugees, and migrants have all been considered to be prone to paranoid symptoms and syndromes, with social isolation being the common factor.
154771.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ფაქტია, რომ სიყრუე ზრდის პარანოიდული სიმპტომების რისკს, როგორც ეს თავდაპირველად კრეპელინმა აღნიშნა და, ჩვეულებრივ, მიეწერება სოციალურ იზოლაციას, რომელიც სიყრუით არის გამოწვეული.
There is better evidence that the social isolation produced by deafness increases the risk of paranoid symptoms, as originally noted by Kraepelin.
154772.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ჰოუსტონმა და როისმა დაადგინეს კავშირი სიყრუესა და პარანოიდულ შიზოფრენიას შორის, ხოლო ქეიმ და როთმა დააფიქსირეს სმენის დაქვეითება იმ პაციენტების 40%-თან, რომლებსაც პარაფრენია ცხოვრების გვიანდელ პერიოდში გამოუვლინდათ.
Houston and Royse found an association between deafness and paranoid schizophrenia, while Kay and Roth found hearing impairment in 40% of patients with late-onset paraphrenia.
154773.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
უფრო გვიანდელი გამოკვლევები ადასტურებს, რომ სმენის დაქვეითება წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ისეთი აშლილობებისთვის, რომელთა დროსაც პარანოიდული სიმპტომები აღინიშნება და ეს კავშირი ხანდაზმულ ადამიანებთან უფრო თვალსაჩინოა.
Subsequent studies have confirmed that hearing impairment is a risk factor for disorders in which paranoid symptoms occur, and that this relationship is stronger in the elderly.
154774.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ სმენადაქვეითებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არ არის პარანოიით დაავადებული და ბევრი მათგანი შეიძლება სოციალურ იზოლაციაში არ იმყოფებოდეს.
However, it should be remembered that the great majority of deaf people do not become paranoid, and many deaf people may not be socially isolated.
154775.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული პიროვნული აშლილობა.
Paranoid personality disorder.
154776.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული პიროვნული აშლილობის მქონე პირებისთვის დამახასიათებლია:
Paranoid personality disorder is characterized by the following:
154777.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
უკიდურესი მგრძნობელობა მარცხისა და უხეში დამოკიდებულების მიმართ;
Extreme sensitivity to setbacks and rebuffs;
154778.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ეჭვიანობა;
Suspiciousness;
154779.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მიდრეკილება არასწორად განმარტოს სხვათა ქმედებები, როგორც მის მიმართ მტრული და დამამცირებელი;
A tendency to misconstrue the actions of others as hostile or contemptuous;
154780.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
აგრესიულობა და პირადი უფლებების არასწორი გაგება.
A combative and inappropriate sense of personal rights.