მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154841.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
1896 წელს ის ამ ტერმინს იყენებდა მხოლოდ განუკურნებელი, ქრონიკული და სისტემატური ბოდვის მნიშვნელობით, რომელსაც არ ახლავს მძიმე პიროვნული აშლილობა.
In 1896 he used the term only for incurable, chronic, and systematized delusions without severe personality disorder.
154842.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბოდვა, რომელიც ნაადრევი ჭკუასუსტობის (შიზოფრენია) დროს გვხვდება, უკიდურესად ფანტასტიკურია, ის იცვლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უსისტემოდ და პაციენტი მას ვერ უკავშირებს თავისი წარსული ცხოვრების მოვლენებს.
The delusions in dementia praecox (schizophrenia) are extremely fantastic, it changes beyond all reason, with an absence of system and a patient fails to connect them with events of their past life.
154843.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მაშინ, როცა პარანოიის დროს ბოდვა ძირითადად შემოიფარგლება რეალური მოვლენების ავადმყოფური ინტერპრეტაციით, რაც ერთმანეთშია გადახლართული და არაწინააღმდეგობრივ მთლიანობას ქმნის.
While in paranoia the delusions are largely confined to morbid interpretations of real events, which are woven together into a coherent whole.
154844.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბოდვა თანდათანობით ფართოვდება და ახლად მომხდარ მოვლენებსაც მოიცავს.
Delusions gradually becoming extended to include even events of recent date.
154845.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
უფრო გვიან კრეპელინი იყენებს იასპერსის მიერ დადგენილ განსხვავებას პიროვნების განვითარებასა და დაავადების პროცესს შორის.
Later, Kraepelin used the distinction made by Jaspers between personality development and disease process.
154846.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მან შემოგვთავაზა, რომ პარანოია, როგორც დაავადების პროცესის მაგალითი, განსხვავდება ნაადრევი ჭკუასუსტობის განვითარების პროცესისაგან.
He proposed paranoia as an example of the former, in contrast to the disease process of dementia praecox.
154847.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
თავის ბოლო ნაშრომში კრეპელინი ერთმანეთისაგან განასხვავებს ნაადრევ ჭკუასუსტობას, პარანოიას და მესამე პარანოიდულ ფსიქოზს ანუ პარაფრენიას.
In his final account, Kraepelin distinguished between dementia praecox, paranoia, and a third paranoid psychosis, namely paraphrenia.
154848.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ნაადრევი ჭკუასუსტობა ადრეულ ასაკში იწყება და სავალალო შედეგი აქვს, რადგან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებით მთავრდება.
Dementia praecox had an early onset and a poor outcome, because it ended in mental deterioration.
154849.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ის არსებითად აფექტური და ნებელობითი სფეროს პათოლოგიით ხასიათდება
It was characterised by a disturbance of affect and volition.
154850.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოია გვხვდება იმ პაციენტებთან, რომლებთანაც სრულად სისტემატიზირებული ბოდვა მოგვიანებით იჩენს თავს.
Paranoia was restricted to patients with late onset of completely systematized delusions.
154851.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოია ხანგრძლივად, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, გაუარესება არ არის აუცილებელი.
Paranoia had a prolonged course, usually without recovery, but not inevitably deteriorating.
154852.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მნიშვნელოვანია, რომ პარანოიის დროს პაციენტს არ აღენიშნება ჰალუცინაციები.
It is important that the patient did not have hallucinations.
154853.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარაფრენია შუალედური დაავადებაა იმ გაგებით, რომ ამ დროს პაციენტს აღენიშნება განუწყვეტელი სისტემური ბოდვა, მაგრამ ის დემენციაში არ გადაიზრდება.
Paraphrenia was somewhat intermediary, in that the patient had unremitting systematized delusions but did not progress to dementia.
154854.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიისაგან განმასხვავებელი მთავარი ნიშანია ის, რომ პარაფრენიის დროს ჰალუცინაციებიც აღინიშნება.
The main difference from paranoia was that the patient with paraphrenia had hallucinations.
154855.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ნაადრევი ჭკუასუსტობის პარანოიდული ფორმის ბლოილერისეული გაგება უფრო ფართოა კრეპელინთან შედარებით.
Bleuler’s concept of the paranoid form of dementia praecox was broader than that of Kraepelin.
154856.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბლოილერი პარაფრენიას განიხილავს არა როგორც ცალკე არსებულ მდგომარეობას, არამედ როგორც ნაადრევი ჭკუასუსტობის შემადგენელ ნაწილს.
Bleuler did not regard paraphrenia as a separate condition, but as part of dementia praecox.
154857.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
თუმცა, ის ეთანხმება კრეპელინის შეხედულებას, რომ პარანოია ცალკე დაავადებაა, მაგრამ მისგან განსხვავებით თვლის, რომ ამ დროს ჰალუცინაციები ხშირად აღინიშნება.
However, he accepted Kraepelin’s view of paranoia as a separate entity, although he differed from him in maintaining that hallucinations could occur in many cases.
154858.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბლოილერი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო პარანოიის ფსიქოლოგიური განვითარებით.
Bleuler was particularly interested in the psychological development of paranoia.
154859.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბლოილერმა ღიად დატოვა კითხვა - უდევს თუ არა პარანოიას საფუძვლად სომატური პათოლოგია.
Bleuler left open the question of whether paranoia had a somatic pathology.
154860.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
დღევანდელ დღეს პარანოიის ორი ხედვაა გაბატონებული.
From this time, two views of paranoia predominated.