მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154821.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
შიზოფრენიის დროს ბოდვა უფრო ფრაგმენტული და მრავლობითი შინაარსისაა, მაშინ, როდესაც ბოდვითი აშლილობისას ის სისტემატიზებული და მონოთემატურია.
In schizophrenia, delusions tend to be fragmented and multiple, whereas in delusional disorder they are systematized and based around a single theme.
154822.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბოდვითი აშლილობის დროს ბოდვითი სისტემა ასევე არის ინკაფსულირებული, ისე, რომ დანარჩენი ფსიქიკური მდგომარეობა სავსებით ნორმალურად გამოიყურება, განსხვავებით შიზოფრენიისგან.
In delusional disorder, the delusional system is also characteristically encapsulated, such that the rest of the mental state can appear remarkably normal, in contrast to schizophrenia.
154823.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პარანოიდული შიზოფრენიის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ სმენითი ჰალუცინაციები და მათი შინაარსი, როგორც ჩანს, არ არის მათ ბოდვასთან დაკავშირებული.
Patients with paranoid schizophrenia often have auditory hallucinations, and the content of these appears to be unrelated to their delusions.
154824.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბოდვითი აშლილობის დროს ჰალუცინაციები იშვიათია და, როდესაც ჰალუცინაციები იჩენს თავს, ისინი დროებითია და აშკარად ბოდვასთანაა დაკავშირებული.
In delusional disorder, hallucinations are very rare, and when hallucinations do occur they are fleeting and clearly related to the delusions.
154825.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ისტორიული კონტექსტი: პარანოია და პარაფრენია.
Historical background: paranoia and paraphrenia.
154826.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ტერმინებს - პარანოია და პარაფრენია, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფსიქიატრიულ აზროვნებაში.
The terms- paranoia and paraphrenia have a prominent part in psychiatric thought.
154827.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ტერმინს - პარანოია, რომლისგანაც თანამედროვე ზედსართავი სახელი - „პარანოიდული“, წარმოიქმნა, ხანგრძლივი და მრავალმხრივი ისტორია აქვს.
The term paranoia, from which the modern adjective paranoid is derived, has a long and chequered history.
154828.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
შეიძლება ითქვას, რომ მან გაცილებით მეტი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ვიდრე სხვა ტერმინებმა, რომლებიც ფსიქიატრიაში გამოიყენება.
It can be said, that it has probably given rise to more controversy and confusion of thought than any other term used in psychiatry.
154829.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ლუისი გვთავაზობს სათანადო ლიტერატურის ამომწურავ მიმოხილვას; ეს უმეტესწილად გერმანული ლიტერატურაა, რომელიც ძირითადად 1970 წლამდეა შექმნილი.
A comprehensive review of the large body of literature, which is mostly German, and from the period before the 1970s has been provided by Lewis.
154830.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
სიტყვა „პარანოია“ ბერძნული წარმოშობისაა: para - „გარეშე“ და nous - „გონება“.
The word is derived from the Greek: para - "beside" and nous - "mind".
154831.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ძველ ბერძნულ ლიტერატურაში იგი „გონების გადაცდენის“, ანუ არაჯანსაღი გონების ან სულიერი ავადმყოფობის მნიშვნელობით იხმარებოდა.
It was used in ancient Greek literature to mean "out of mind" i.e. of unsound mind or insane.
154832.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით გამოყენება აღადგინეს მეთვრამეტე საუკუნეში.
This broad usage was revived in the eighteenth century.
154833.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
როდესაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გერმანულ ფსიქიატრიაში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ეს ტერმინი უშუალოდ დაუკავშირდა მდგომარეობას, რომელიც დევნის და განდიდების ბოდვისათვის არის დამახასიათებელი.
When it came into prominence in the second half of the nineteenth century, in German psychiatry, it became particularly associated with conditions characterized by delusions of persecution and grandeur.
154834.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ აშლილობის შესახებ მრავალი შეხედულება არსებობდა.
There were many different conceptions of these disorders.
154835.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
წარმოადგენს თუ არა ამგვარი მდგომარეობა პირველად აშლილობას, თუ ის მეორადია სხვა აშლილობის მიმართ?
Did these conditions constitute a primary disorder, or were they secondary to another disorder?
154836.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
უცვლელია თუ არა ის წლების მანძილზე, თუ მხოლოდ ავადმყოფობის განვითარების ეტაპია, რომლის შემდგომ სტადიაზე ინტელექტისა და პიროვნების დაქვეითებით გამოვლინდა?
Did they persist unchanged for many years, or were they a stage in an illness which later manifested deterioration of intellect and personality?
154837.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
აღმოცენდება თუ არა ჰალუცინაციის გარეშე?
Did they sometimes occur in the absence of hallucinations?
154838.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
არსებობს თუ არა ამ აშლილობის ისეთი ფორმა, რომელსაც კარგი პროგნოზი აქვს?
Were there forms with a good prognosis?
154839.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
კალბაუმმა ეს საკითხები ჯერ კიდევ 1863 წელს წამოჭრა, როდესაც მან პარანოია გამოყო, როგორც დამოუკიდებელი პირველადი მდგომარეობა, რომელიც უცვლელად ნარჩუნდება წლების მანძილზე.
Kahlbaum raised these issues as early as 1863, when he classified paranoia as an independent primary condition which would remain unchanged over the years.
154840.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
კრეპელინმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა პარანოიის ცნების ჩამოყალიბებაზე, თუმცა მას არ აკმაყოფილებდა ეს ტერმინი და მისი შეხედულება ამის თაობაზე დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა.
Kraepelin had a strong influence on the conceptual history of paranoia, although he was never satisfied with the term, and his views changed strikingly over the years.