მოიძებნა 668042 ჩანაწერი
154921.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პრობანდებს, ჩვეულებრივ, უფრო ინტენსიური გამოკვლევა უტარდებათ.
Probands are usually subject to more intensive assessment.
154922.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ზოგადად, როგორც ჩანს, სუსტია ბოდვითი აშლილობის გენეტიკური კავშირი ერთი მხრივ შიზოფრენიასთან და, მეორე მხრივ, პარანოიდულ პიროვნულ აშლილობასთან.
Overall, there appears to be a weak genetic link between delusional disorder and, on the one hand, schizophrenia, and on the other, paranoid personality disorder.
154923.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ავტორიტეტული მკვლევარების უმრავლესობა ბოდვით აშლილობას შიზოფრენიის სპექტრის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს.
Most authorities would include delusional disorder as part of the schizophrenia spectrum.
154924.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
გამოვლინდა კავშირი ალკოჰოლიზმსა და ბოდვით აშლილობას შორის, რამაც შეიძლება ახსნას კავშირი ავადმყოფურ ეჭვიანობასა და ალკოჰოლის ავადმოხმარებას შორის.
There is an association between alcoholism and delusional disorder, which could explain the association between morbid jealousy and alcohol misuse.
154925.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ნეირობიოლოგიური კვლევები.
Neurobiological studies.
154926.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მრტ-ს გამოყენებით ჩატარებული თავის ტვინის სტრუქტურული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ბოდვითი აშლილობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს, შიზოფრენიის მქონე პაციენტების მსგავსად, გაფართოებული აქვთ თავის ტვინის პარკუჭები.
Structural MRI studies suggest that elderly patients with delusional disorder have enlarged cerebral ventricles, similar to patients with schizophrenia.
154927.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
სპეციფიკური ბოდვითი აშლილობები.
Specific delusional disorders.
154928.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ბოდვითი აშლილობის სპეციფიკური ქვეტიპების დადგენა ხდება უპირატესი ბოდვის შინაარსის საფუძველზე.
Specific subtypes of delusional disorder are recognized, on the basis of the content of the predominant delusion.
154929.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ისტორიულად, ამგვარი სიმპტომებით ფრანგი ფსიქიატრები იყვნენ დაინტერესებულნი.
Historically, these symptoms have been of particular interest to French psychiatrists.
154930.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პათოლოგიური ეჭვიანობა.
Pathological jealousy.
154931.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
არსებითი მახასიათებელი პათოლოგიური რწმენაა, რომ პაციენტის პარტნიორი მოღალატეა.
The essential feature is an abnormal belief that the patient’s partner is being unfaithful.
154932.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ამ მდგომარეობას პათოლოგიურს უწოდებენ, რადგან ასეთი რწმენა, რომელიც ბოდვას ან ზეღირებულ იდეას შეიძლება წარმოადგენდეს, არაადეკვატურ საფუძველს ემყარება და მასზე რაციონალური არგუმენტები არ მოქმედებს.
The condition is termed pathological because the belief, which may be a delusion or an overvalued idea, is held on inadequate grounds and is unaffected by rational argument.
154933.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ასეთ რწმენას ხშირად თან სდევს ძლიერი ემოციები და დამახასიათებელი ქცევა, მაგრამ ეს თავისთავად არ წარმოადგენს პათოლოგიურ ეჭვიანობას.
The belief is often accompanied by strong emotions and characteristic behaviour, but these do not in themselves constitute pathological jealousy.
154934.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
მამაკაცს, რომელმაც თავის ცოლს საყვარელთან შეუსწრო, შეიძლება უკიდურესად ძლიერი ეჭვიანობის გრძნობა დაეუფლოს და მისი ქცევაც შესაძლოა, უმართავი გახდეს, მაგრამ ამას პათოლოგიური ეჭვიანობა არ უნდა დავარქვათ.
A man who finds his wife in bed with a lover may experience extreme jealousy and may behave in an uncontrolled way, but this should not be called pathological jealousy.
154935.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ტერმინი პათოლოგიური ეჭვიანობა მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ეჭვიანობა ემყარება დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს და განსჯას.
The term pathological jealousy should be used only when the jealousy is based on unsound evidence and reasoning.
154936.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პათოლოგიური ეჭვიანობის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროა შეპერდის კლასიკური ნაშრომი და ლანგფელდტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
The main sources of information about pathological jealousy come from the classic paper by Shepherd, and from surveys by Langfeldt.
154937.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
შეპერდმა ლონდონში შეისწავლა 81 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, იგივე გააკეთა ლანგფელდტმა ნორვეგიაში 66 პაციენტთან.
Shepherd examined the hospital case notes of 81 patients in London, and Langfeldt did the same for 66 patients in Norway.
154938.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
ვაუკჰონენმა ფინეთში 55 პაციენტი გამოკითხა, ხოლო მულენმა და მააკმა შეისწავლეს 138 პაციენტის ისტორიის ჩანაწერები.
Vaukhonen surveyed 55 patients in Finland, and Mullen and Maack examined the hospital case notes of 138 patients.
154939.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პათოლოგიური ეჭვიანობა უფრო გავრცელებულია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
Pathological jealousy appears to be more common in men than in women.
154940.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 13, პარანოიდული სიმპტომები და სინდრომები
პათოლოგიური ეჭვიანობის კლინიკური მახასიათებლები.
Clinical features of pathological jealousy.