მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157201.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აფექტური, კატატონური და ნეგატიური სიმპტომები არ არის გამოხატული.
Affective, catatonic, and negative symptoms are not prominent.
157202.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დაავადება იწყება გვიანდელ ასაკში და უკეთესი პროგნოზი აქვს, ვიდრე სხვა ტიპის შიზოფრენიას.
It has a later age of onset and a better prognosis than the other subtypes of schizophrenia.
157203.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ჰებეფრენული შიზოფრენია ასევე ცნობილია დეზორგანიზებული შიზოფრენიის სახელწოდებით.
In hebephrenic schizophrenia, also called disorganized schizophrenia.
157204.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
გუნებ-განწყობა ცვალებადია, ხოლო ქცევები უმეტესად მოულოდნელი და აშკარად სულელური.
The mood is variable, with behaviour often appearing silly and unpredictable.
157205.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბოდვები და ჰალუცინაციები პერიოდული და არასისტემატიზებულია.
Delusions and hallucinations are fleeting and not systematized.
157206.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ხშირია მანერულობა.
Mannerisms are common.
157207.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეტყველება ქაოტური და დაუკავშირებელია.
Speech is rambling and incoherent.
157208.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ნეგატიური სიმპტომები ადრე იჩენს თავს და განაპირობებს ცუდ პროგნოზს.
Negative symptoms occur early, and contribute to a poor prognosis.
157209.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კატატონური შიზოფრენიის ყველაზე თვალსაჩინო თავისებურებაა მოტორული სიმპტომები.
In catatonic schizophrenia, the most striking features are motor symptoms.
157210.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მოტორული აქტივობა იცვლება აგზნებიდან სტუპორამდე.
Motor activity changes between excitement and stupor.
157211.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შესაძლებელია სიზმრისებრი (ონეროიდული) მდგომარეობის განვითარებაც.
It is possible to develop dream-like (oneiroid) state.
157212.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მარტივი შიზოფრენია იწყება შემპარავად და ახასიათებს უცნაური ქცევა, სოციალური იზოლაცია და შრომის უნარის დაქვეითება.
Simple schizophrenia is characterized by the insidious development of odd behaviour, social withdrawal, and declining performance at work.
157213.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ბოდვები და ჰალუცინაციები გამოხატული არ არის.
Delusions and hallucinations are not evident.
157214.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
არადიფერენცირებული შიზოფრენია აღნიშნავს ისეთ შემთხვევებს, რომელთაც არც ერთი დიაგნოზი არ მიესადაგება ან რომელთა დროსაც ყველა ფორმისთვის დამახასიათებელი ნიშნები თანაბრადაა გამოხატული.
Undifferentiated schizophrenia is the term used for cases which do not fit readily into any diagnosis, or where there are equally prominent features of more than one of them.
157215.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ქროუმ კლინიკურ და ნეირობიოლოგიურ მახასიათებლებზე დაყრდნობით შიზოფრენიის ორი სინდრომი აღწერა.
Crow described two syndromes of schizophrenia, based upon a combination of clinical and neurobiological factors.
157216.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველ ტიპს ახასიათებს მწვავე დასაწყისი, უპირატესად, პოზიტიური სიმპტომები და შენახული სოციალური ფუნქციონირება რემისიის პერიოდში.
Type I has an acute onset, mainly positive symptoms, and preserved social functioning during remissions.
157217.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამის საპირისპიროდ, მეორე ტიპის შიზოფრენია იწყება თანდათანობით, უპირატესად, ნეგატიური სიმპტომებით.
By contrast, type II has an insidious onset, mainly negative symptoms.
157218.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ანტიფსიქოზური მკურნალობა ხშირად არაეფექტურია.
Antipsychotic medication is often non-effective.
157219.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დოფამინის ჰიპერაქტივობა არ დასტურდება, თუმცა არის სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინში (განსაკუთრებით პარკუჭეპის დილატაცია).
There is no evidence of dopamine overactivity but there are structural brain changes (especially ventricular enlargement).
157220.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შემდგომი კვლევები ნაკლებად ამყარებს ამ მოდელით შემოთავაზებულ ნეირობიოლოგიური დაყოფის პრინციპსა და კორელაციებს.
Subsequent research has not strongly supported the biological subtypes and correlations which are predicted by the model.