მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157241.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ნევროლოგიური აშლილობები აღინიშნება არანამკურნალებ, პირველად პაციენტებში (ამით გამიჯნულია ანტიფსიქოზური პრეპარატების მოქმედების გავლენა), თუმცა უფრო ქრონიკული შიზოფრენიისთვისაა დამახასიათებელი.
Neurological signs are seen in unmedicated, first-episode patients (and are therefore separate from the effects of antipsychotic drugs in this regard), but are more common in chronic schizophrenia.
157242.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ნევროლოგიური ნიშნები კორელაციაშია კოგნიტურ დარღვევებთან, მიუთითებს განვითარების ანომალიასა და თავის ტვინის დიფუზურ პათოლოგიაზე.
The presence of neurological signs correlates with cognitive dysfunction, evidence for developmental anomaly, and diffuse brain pathology.
157243.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ყნოსვითი დისფუნქცია.
Olfactory dysfunction.
157244.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მქონე პაციენტებს აქვთ ყნოსვითი ფუნქციის დეფიციტი, რაც სუნის იდენტიფიცირების, სუნის მიმართ მგრძნობელობისა და სუნზე მეხსიერების დეფიციტით ვლინდება.
Patients with schizophrenia have deficits in olfactory function, which affect the identification of, sensitivity to, and memory for odours.
157245.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს დარღვევები არ არის დაკავშირებული ანტიფსიქოზურ მკურნალობასა და თამბაქოს წევასთან.
The deficits are not attributable to medication or smoking.
157246.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
წყლით ინტოქსიკაცია.
Water intoxication.
157247.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მქონე ზოგი პაციენტი სვამს დიდი რაოდენობით წყალს, რაც იწვევს წყლით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას.
A few patients with chronic schizophrenia drink excessive amounts of water, thus developing a state of water intoxication.
157248.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მწვავე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ტვინის შეშუპება, კომა და ზოგ შემთხვევაში სიკვდილიც.
When severe, it may give rise to severe cerebral oedema, coma, and sometimes death.
157249.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ ქცევის მიზეზი უცნობია.
The reasons for this behaviour are unknown.
157250.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ფაქტორები, რომლებსაც აქვთ გავლენა კლინიკურ თავისებურებებზე.
Factors that modify the clinical features.
157251.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პაციენტის სოციალურმა და კულტურულმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა იქონიოს სიმპტომების შინაარსზე.
The social and cultural background of the patient affects the content of symptoms.
157252.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მაგალითად, დღეს რელიგიური შინაარსის ბოდვითი იდეები წინა საუკუნესთან შედარებით იშვიათია.
For example, religious delusions are less common now than they were a century ago.
157253.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასაკიც, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს ზოგად სურათზე.
Age also seems to modify the geneal picture.
157254.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მოზარდებსა და ახალგაზრდებში კლინიკური ნიშნები უფრო ხშირად ვლინდება აზროვნების პათოლოგიით, გუნებ-განწყობის აშლილობებით, ავტომატიზმებით, აზრთა ჩანერგვითა და სოციალური იზოლაციით.
In adolescents and young adults, the clinical features often include thought disorder, mood disturbance, passivity phenomena, thought insertion, and withdrawal.
157255.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ასაკის მატებასთან ერთად, უფრო დამახასიათებელი ხდება პარანოიდული სიმპტომატიკა უკეთ ორგანიზებული ბოდვებით.
With increasing age, paranoid symptomatology is more common, with more organized delusions.
157256.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ინტელექტსაც აქვს გარკვეული გავლენა კლინიკურ სურათზე.
Intelligence also affects the clinical features.
157257.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დასწავლის დარღვევების დროს პაციენტს შედარებით მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნება, ასეთ მდგომარეობას ზოგჯერ მოიხსენიებენ პროფშიზოფრენიის სახელწოდებით.
Patients with learning disability usually present with a simple clinical picture, sometimes referred to as pfropfschizophrenie.
157258.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამის საწინააღმდეგოდ, მაღალი ინტელექტის პირები ძალიან რთულ ბოდვით სისტემებს ქმნიან და ბევრად უკეთესად შეუძლიათ თავიანთი აზრების გადმოცემა.
In contrast, highly intelligent people develop complex delusional systems, and are also better able to articulate their ideas.
157259.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კლინიკურ სურათზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია სოციალური სტიმულაციის ინტენსივობას.
The amount of social stimulation has a considerable effect on the clinical picture.
157260.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
არასაკმარისი სტიმულირება ნეგატიურ სიმპტომატიკას აღრმავებს, ხოლო ზედმეტი სტიმულირება ხელს უწყობს პოზიტიური სიმპტომების განვითარებას.
Understimulation is thought to increase negative symptoms, whereas overstimulation precipitates positive symptoms.