მოიძებნა 669201 ჩანაწერი
157301.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
კლასიფიკაცია განასხვავებდა შიზოფრენიას „ციკლოიდური“ – კარგი გამოსავლის მქონე არააფექტური ფსიქოზების ჯგუფისაგან.
The classification distinguished schizophrenia from the "cycloid" psychoses—a group of non-affective psychoses of good outcome.
157302.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მან, ასევე, გაყო შიზოფრენია ორ ჯგუფად.
He also divided schizophrenia into two groups.
157303.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პირველი ჯგუფი, ხასიათდებოდა პროგრესული მიმდინარეობით და აერთიანებდა კატატონიას, პარაფრენიას და ჰებეფრენიას.
The first group is characterized by a progressive course, and included catatonias, hebephrenias, and paraphrenias.
157304.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მეორე ჯგუფში შედიოდა პარაფრენია აფექტური აშლილობებით, შიზოფაზია და პერიოდული კატატონია.
The second group included affect-laden paraphrenia, schizophasia, and periodic catatonia.
157305.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
აფექტური პარაფრენიის დროს პაციენტს აღენიშნებოდა პარანოიდული ბოდვები.
Affect-laden paraphrenia is characterized by paranoid delusions.
157306.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფაზიის დროს მეტყველების პროცესი დარღვეული და გაუგებარია.
In schizophasia, speech is grossly disordered and difficult to understand.
157307.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
პერიოდული კატატონიისთვის დამახასიათებელი იყო რეგულარული რემისიები.
Periodic catatonia is characterized by regular remissions.
157308.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
სკანდინავიელი ფსიქიატრები იმყოფებოდნენ იასპერსის გავლენის ქვეშ, რომელმაც გამოყო შიზოფრენია და რეაქტიული ფსიქოზები.
Scandinavian psychiatrists were influenced by Jaspers’, who made a distinction between process schizophrenia and reactive psychoses.
157309.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
1930 წელს ლანგფელდმა გამიჯნა ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი შიზოფრენია, რომელსაც ჰქონდა ცუდი გამოსავალი, და შიზოფრენიფორმული მდგომარეობები, რომელსაც ჰქონდა კარგი გამოსავალი.
In the late 1930s, Langfeldt made a distinction between true schizophrenia, which had a poor prognosis, and schizophreniform states, which had a good prognosis.
157310.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიისმაგვარ მდგომარეობას აღწერდა, როგორც სტრესით გამოწვეულ მდგომარეობას, გამოხატულს დაბნეულობითა და აფექტური სიმპტომატიკით.
Schizophreniform states were described as often precipitated by stress and accompanied by confusional and affective symptoms.
157311.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ლანგფელდის მოსაზრებამ კარგ და ცუდ პროგნოზზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.
Langfeldt’s distinction between cases with good and bad prognoses has been influential.
157312.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თანამედროვე კრიტერიუმების თანახმად, ლანგფელდისეული შიზოფრენიფორმული მდგომარეობების უმეტესობა მოხვდებოდა აფექტური აშლილობების ჯგუფში.
According to modern diagnostic criteria, most of Langfeldt’s schizophreniform states would be classified as mood disorders.
157313.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
უნდა აღინიშნოს, რომ დსმ-IV–ში ტერმინი შიზოფრენიფორმული აშლილობები სრულიად სხვა მნიშვნელობით იხმარება.
Note also that in DSM-IV the term schizophreniform disorder is used in a different way.
157314.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
დანიასა და ნორვეგიაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა სტრესის შემდგომ განვითარებული მდგომარეობები.
In Denmark and Norway, cases of psychosis arising after stressful events have received much attention.
157315.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ტერმინებს - რეაქტიული ფსიქოზი და ფსიქოგენური ფსიქოზები, ხშირად იყენებენ სტრესით გამოწვეული მდგომარეობების აღსანიშნად, რომელთა სიმპტომები, გარკვეულწილად, გასაგებია და კარგი გამოსავალი აქვთ.
The terms reactive psychosis or psychogenic psychosis are commonly applied to conditions which appear to be precipitated by stress, are to some extent understandable in their symptoms, and have a good prognosis.
157316.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით, ეს დარღვევები შეიძლება გაერთიანდეს ხანმოკლე ფსიქიკურ აშლილობებში ან შიზოფრენიფორმულ აშლილობებში.
In current diagnostic schemes such disorders would be classified as brief psychotic disorder or schizophreniform disorder.
157317.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
მწვავე სიმპტომები (A კრიტერიუმები) მოიცავს: ბოდვებს, ჰალუცინაციებს, დეზორგანიზებულ მეტყველებას ან ქცევას, და ნეგატიურ სიმპტომებს.
The acute symptoms (criterion A) include delusions, hallucinations, disorganized speech or behaviour, and negative symptoms.
157318.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ამ სიმპტომებიდან არანაკლებ ორი, ერთი თვის მანძილზე უნდა აღინიშნებოდეს.
At least two of these symptoms must have been present for a period of 1 month.
157319.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
შიზოფრენიის მომდევნო დიაგნოსტიკური კრიტერიუმია - დაავადების დაწყების შემდეგ პაციენტმა უნდა გამოხატოს შესაბამისი ოკუპაციური ან სოციალური ფუნქციონირების მოსალოდნელი დონის გაუარესება.
A further criterion for the diagnosis of schizophrenia is that the patient must have exhibited deficiencies in their expected level of occupational or social functioning since the onset of the disorder.
157320.
ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში | თავი 12, შიზოფრენია
ეს შეიძლება მოიცავდეს პროდრომულ და რეზიდუალურ პერიოდებსაც, როდესაც მწვავე სიმპტომები არ არის გამოხატული.
This can include prodromal and residual periods when acute phase symptoms are not evident.