მოიძებნა 669201 ჩანაწერი
159061.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ჯგუფის კონტროლის ქვეშ მყოფ იდენტიფიცირებად და უნიკალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები აღირიცხება, როგორც არამატერიალური აქტივები, თუ მოსალოდნელია, რომ შემოდინებული ზღვრული ეკონომიკური სარგებელი გადააჭარბებს ხარჯებს.
Development costs that are directly associated with identifiable and unique software controlled by the Group are recorded as intangible assets if the inflow of incremental economic benefits exceeding costs is probable.
159062.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ყველა სხვა ხარჯი, რომელიც კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდება, აღირიცხება მათი გაწევის დროს.
All other costs associated with computer software are expensed when incurred.
159063.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
კაპიტალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის ამორტიზაცია ხდება 1-დან 10 წლამდე სავარაუდო სასარგებლო გამოყენების ვადაზე ამორტიზაციის დარიცხვის წრფივი მეთოდით.
Capitalised computer software is amortised on a straight-line basis over expected useful lives of 1 to 10 years.
159064.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
არაწარმოებული ფინანსური აქტივები.
Non-derivative financial assets.
159065.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ფინანსური აქტივი ფასდება ყოველი საანგარიშგებო თარიღისთვის იმის დასადგენად, ხომ არ არსებობს მისი გაუფასურების ობიექტური მტკიცებულება.
A financial asset is assessed at each reporting date to determine whether there is any objective evidence that it is impaired.
159066.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ფინანსური აქტივი გაუფასურებულია, თუ ობიექტური მტკიცებულება მიანიშნებს აქტივის თავდაპირველი აღიარების შემდეგ დამდგარ ზარალის შემთხვევაზე და იმაზე, რომ ეს შემთხვევა უარყოფითად მოქმედებს აქტივთან დაკავშირებით მოსალოდნელ იმ ფულად ნაკადებზე, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც სარწმუნოდ შეიძლება.
A financial asset is impaired if objective evidence indicates that a loss event has occurred after the initial recognition of the asset, and that the loss event had a negative effect on the estimated future cash flows of that asset that can be estimated reliably.
159067.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ფინანსური აქტივების გაუფასურების ობიექტური მტკიცებულება შეიძლება იყოს:
Objective evidence that financial assets are impaired can include:
159068.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
• მსესხებლის მხრიდან გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა ან გადახდის ვადაგადაცილება;
• default or delinquency by a debtor;
159069.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
• ჯგუფის წინაშე ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია ისეთი პირობებით, რომლებსაც ჯგუფი სხვა შემთხვევაში არ დათანხმდებოდა;
• restructuring of an amount due to the Group on terms that the Group would not consider otherwise;
159070.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
• მსესხებლის გაკოტრების ნიშნები;
• indications that a debtor will enter bankruptcy;
159071.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
• ეკონომიკური პირობები, რომლებიც გავლენას ახდენს გადახდისუნარიანობაზე.
• economic conditions that correlate with solvency.
159072.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ამორტიზებული ღირებულებით შეფასებული ფინანსური აქტივები.
Financial assets measured at amortised cost.
159073.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ჯგუფი ამ აქტივების გაუფასურების მტკიცებულებას განიხილავს, როგორც ინდივიდუალური აქტივის, ისე კოლექტიურ დონეზე.
The Group considers evidence of impairment for these assets at both an individual asset and a collective level.
159074.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ინდივიდუალური მნიშვნელობის მქონე ყველა აქტივის გაუფასურება ინდივიდუალურად ფასდება.
All individually significant assets are individually assessed for impairment.
159075.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ის აქტივები, რომლებიც არ აღმოჩნდება გაუფასურებული, შემდეგ კოლექტიურად ფასდება გაუფასურებისთვის, რომელიც მოხდა, მაგრამ ჯერ არ გამოვლენილა.
Those found not to be impaired are then collectively assessed for any impairment that has been incurred but not yet identified.
159076.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ინდივიდუალური მნიშვნელობის არმქონე აქტივების გაუფასურება კოლექტიურად ფასდება მსგავსი რისკის მახასიათებლების მქონე აქტივების დაჯგუფებით.
Assets that are not individually significant are collectively assessed for impairment by grouping together assets with similar risk characteristics.
159077.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
კოლექტიური გაუფასურების შეფასებისას ჯგუფი ეყრდნობა დეფოლტის ალბათობის, დავალიანების ამოღების ვადებისა და განცდილი ზარალის ოდენობის ისტორიულ ტენდენციებს, რომლებსაც შემდეგ აკორექტირებს მას შემდეგ, რაც განსჯის, ხომ არ არის არსებული ეკონომიკური და საკრედიტო პირობები ისეთი, რომ მოსალოდნელი ფაქტობრივი ზარალი ისტორიულ ტენდენციებზე უფრო მეტი ან ნაკლები იყოს.
In assessing collective impairment, the Group uses historical trends of the probability of default, timing of recoveries and the amount of loss incurred, adjusted for management’s judgement as to whether current economic and credit conditions are such that the actual losses are likely to be greater or less than suggested by historical trends.
159078.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
გაუფასურების ზარალი გამოითვლება, როგორც სხვაობა აქტივის საბალანსო ღირებულებასა და სამომავლო ფულადი ნაკადების დღევანდელ ღირებულებას შორის, რომელიც მიიღება აქტივის თავდაპირველი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით დისკონტირებით.
An impairment loss is calculated as the difference between an asset’s carrying amount, and the present value of the estimated future cash flows discounted at the asset’s original effective interest rate.
159079.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
ზარალის აღიარება ხდება მოგებაში ან ზარალში და აისახება დებიტორული დავალიანების რეზერვის ანგარიშში.
Losses are recognised in profit or loss and reflected in an allowance account against receivables.
159080.
თიბისი დაზღვევა | აუდიტორული დასკვნა - 2019
როდესაც ჯგუფი გადაწყვეტს, რომ აქტივის ამოღების რეალური პერსპექტივა არ არსებობს, ჩამოწერს შესაბამის თანხებს.
When the Group considers that there are no realistic prospects of recovery of the asset, the relevant amounts are written off.