მოიძებნა 668072 ჩანაწერი
1661.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ავანტიურას აქვს განსაკუთრებული ღირსება – რაინდი თავად განსაზღვრავს საკუთარ ცხოვრებას, მან თავად უნდა გაიაროს გამორჩეულობის საფეხურები და საბოლოოდ ავანტიურა ხდება ძირითადი საშუალება სრულყოფილების მიღწევისათვის.
An adventure has a special quality - the knight himself determines his own life. He himself should go through the steps of distinction. Ultimately the adventure becomes the principal means of reaching perfection.
1662.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
შეიძლება ითქვას, რომ სარაინდო რომანებში წარმოდგენილი სასწაულებრივი არსებები ნაწარმოებებში წამოჭრილი კონფლიქტის შემაკავშირებელ რგოლებს წარმოადგენენ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ კონფლიქტის გადაჭრაში.
It may be said that the supernatural creatures described in a chivalrous romance represent connecting links of the conflict described in the romance, often playing an important role in its resolution.
1663.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ზოგიერთ შემთხვევაში, სასწაულებრივი არსებები რაინდებს ავნტიურის განხორცილებაში ხელს უშლიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით, ეხმარებიან.
In certain cases, miraculous creatures put obstacles on the path of adventure, while in others, they assist the knights.
1664.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
სასწაულებრივ საგნებს უფრო სხვა დატვირთვა აქვთ მინიჭებული, ისინი რაინდებს დაუძლეველის დაძლევაში, შეუსრულებელის შესრულებაში ეხმარებიან.
Miraculous objects, however, have a different function. They help the knights in attaining the unattainable, in doing the unfeasible.
1665.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ამიტომ ასეთ ნივთებს მაგიური ძალა აქვთ.
Hence, such objects have magic powers.
1666.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
შუა საუკუნეების სასწაულმა გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა, იმ გაგებით, რომ შეიცვალა ადამიანის დამოკიდებულება სამყაროსადმი და ღმერთისადმი.
In the Middle Ages miracles suffered some transformation, reflecting the change in people’s attitude to the world and to God.
1667.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოყვანილი ეპიზოდი მოგვითხრობს, რომ გრიგოლის მოწაფე მიქელი, მაღალი კლდიდან გადმოაგდო ბელიარმა, მაგრამ ღმერთი შეეწია წმინდანს და იგი სრულიად უვნებელი წამოდგა მიწიდან.
In one episode of ”The Life of Grigol Khantzdeli”, Mikel, a pupil of Grigol, is thrown from a high cliff by a demon. But he manages to rise from the ground unharmed, as God comes to his aid.
1668.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
საინტერესოა ამ მხრივ „ტრისტანსა და იზოლდაში“ მოყვანილი ეპიზოდი, როცა მეფე მარკის სასახლეში განმარტოებულ მიჯნურებს, კარებთან მცველების ხმა შემოესმებათ, ტრისტანი გადაწყვეტს გადახტეს კოშკიდან, რათა თავიდან აიცილოს სამარცხვინო სასჯელი, იგი შევარდება სამლოცველო ოთახში და გადახტება კოშკიდან.
In ”Tristan and Iseult”, the two lovers, while in the palace of King Mark, hear voices of the guard and Tristan decides to jump from the tower in order to avoid shameful punishment. He runs into the priory and jumps from the tower.
1669.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ნაწარმოების ავტორი გვეუბნება, რომ ღმერთმა იგი შეიწყალა, ქარმა მისი ტანისამოსი ააფრიალა, რაინდი ზევით ასწია და კლდის ძირში, ბრტყელ ქვასთან ჩამოსვა.
The author describes him being flown up by the wind and gently returned to the ground, as God showed him mercy.
1670.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
მიუხედავად იმისა, რომ ტრისტანი არღვევს გარკვეულ ზნეობრივ ნორმებს, უფალი მაინც შეყვარებული გმირის შემწედ გვევლინება.
Even though the enamored Tristan is breaking certain moral norms, he is still assisted by God.
1671.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
გმირის სასწაული ზოგჯერ ღვთიური სასწაულით არის განპირობებული.
Thus, the miracle of a character is sometimes due to divine miracle.
1672.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ქრისტიანულ მწერლობაში სასწაულის ძირითადი დანიშნულებაა მოუტანოს სარგებლობა ადამიანს.
In the Christian writings the main purpose of miracles is to benefit people.
1673.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ესაა ავადმყოფის განკურნვა, ბრმისთვის თვალის ახელა, ადამიანის მოქცევა ჭეშმარიტების გზაზე და ა.შ.
This includes healing the sick, restoring vision to the blind, bringing humans to the path of truth, and so on.
1674.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
შუასაუკუნეების რომანში სასწაულის ძირითადი ფუნქციაა დაეხმაროს გმირს, მოუტანოს მას გარკვეული სარგებლობა ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში (საკვირველი აბჯარი, გრძნეული მონები, საკვირველი ხმალი, ჯადოქრის ბალზამი და ა.შ.).
In a medieval romance the main purpose of miracles is to help the character, to give him certain advantage in the fight with evil (wondrous armor, slaves, magic sword, magician’s balm, etc.).
1675.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
სასწაული არ არის ბუნების კანონების დარღვევა;
Miracle does not constitute a breach of the laws of nature.
1676.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
ქრისტიანულ სამყაროში ყველაფერი სასწაულის ნიშნითაა აღბეჭდილი;
In the Christian world everything is marked by the sign of miracles;
1677.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
წმინდანთა მიერ ცხოველთა დამორჩილება წილნაყარია პირველყოფილ სამოთხის ჰარმონიულობასთან.
Subjugation of animals by saints is linked to the harmony of the paradise.
1678.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
შუა საუკუნეების რომანის გმირებიც ამ ჰარმონიისაკენ მიისწრაფვიან.
The characters of a medieval romance also strive for harmony.
1679.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
რუსთველის გმირთა საბრძანებელში „თხა და მგელი ერთად სძოვს“.
In the realm of Rustaveli’s characters ”the goat and the wolf are feeding together”.
1680.
ქართველოლოგი | ტომი 16, სასწაულის სეკულარიზაცია შუასაუკუნეების ქართულ და ევროპულ მწერლობაში
წმინდანი უფლის სახელით მოქმედებს, ღვთის შემწეობით ამარცხებს ბოროტ და უკეთურ ძალებს.
A saint acts on behalf of the Lord and with the help of God he defeats evil forces.