მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17561.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, დრეკადობის თეორია
ცვლადი სიხისტის წიბოებით გამაგრებული ფირფიტების გაანგარიშება ჩადგმის მეთოდის გამოყენებით.
Application of the submersion method to the analysis of plates with ribs of variable stiffness.
17562.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, დრეკადობის თეორია
თხელ ფირფიტებში დაძაბულობის ველისა და ჩაღუნვების ოპტიმიზაციის ერთ–ერთი ცნობილი მეთოდია მისი საზღვრების გამაგრება მრავალპარამეტრიანი ცვლადი განივიკვეთის სიხისტის წიბოებით.
One of the optimization methods of stress fields or deflections of thin plates is strengthening of their edges by multiparametric ribs of variable section.
17563.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, დრეკადობის თეორია
ეგმ–ის ეფექტური გამოყენების მიზნით განხილული ამოცანა ინვარიანტული ჩადგმის მეთოდით დაიყვანება კოშის ამოცანამდე.
For a more effective use of an electronic computer it is expedient to reduce the corresponding boundary problems to Cauchy problems. With this purpose the method of invariant submersion is used.
17564.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, დრეკადობის თეორია
ანიზოტროპული გარემოს ორგანზომილებიანი დაძაბული მდგომარეობის სტატიკის განტოლებათა ფუნდამენტური ამოხსნები.
Fundamental solutions of equations for the two-dimensional stressed state of an anisotropic medium.
17565.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ეკონომიკა
გარემოს სისუფთავის პროგნოზული მაჩვენებლების განსაზღვრის ერთი მოდელის შესახებ.
Concerning a model for determining the prognostic state of purity of the natural environment.
17566.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ეკონომიკა
დასმულია გარემოს სისუფთავის პროგნოზული მაჩვენებლების განსაზღვრის ამოცანა და აგებულია მისი გადაწყვეტისათვის საჭირო ეკონომიკურ–მათემატიკური მოდელი.
The paper deals with problems of modeled planning of the expected state of purity of the natural environment. A special model is suggested for determining the prognostic state of purity of the environment.
17567.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ელექტროტექნიკა
ნაწილაკების მოცულობითი მუხტის გავლენის შესახებ ელექტრული ველის განაწილებაზე ,,რიგი სადენებისა – სიბრტყე“.
On the effect of the volume charge of particles on the electric field distribution of the type “a number of wires - a plane’.
17568.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ელექტროტექნიკა
მოცემულია გამოთვლის მეთოდი მოცულობითი მუხტის იონის ძვრადობის ნამრავლისა მის სიმკვრივეზე და ელექტროდების სისტემის ველის დაძაბულობის ანგარიში.
A method is proposed for calculating the product of multiplying the volume charge ion mobility by its density; the field intensity of the electrode system has been estimated.
17569.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ენათმეცნიერება
პრედიკაციის კატეგორიის შინაარსობრივი სტრუქტურა.
Semantic structure of the category of predication.
17570.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ენათმეცნიერება
შრომაში განხილულია პრედიკაციის კატეგორია სემანტიკური თვალსაზრისით.
The article deals with the category of predication as having two-fold semantic structure.
17571.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ენათმეცნიერება
კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრედიკაცია როგორც გამონათქვამის შინაარსის სინამდვილესთან შეფარდების კატეგორია, ვლინდება გამონათქვამის კომპონენტების საკომუნიკაციო მნიშვნელობის მეშვეობით.
It has been established that predication as the category of correlation of the content of an utterance with reality manifests itself through the communicative meanings of the components of the utterance.
17572.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ენათმეცნიერება
კონტექსტის საფუძველზე კომპონენტების ურთიერთგავლენის შედეგად ზოგიერთი მათგანი იძენს განსაკუთრებულ ინფორმატიულ ხასიათს, მათში წარმოიშობა ისეთი საკომუნიკაციო მნიშვნელობები, რომლებიც რელევანტურია მხოლოდ მოცემულ გამონათქვამსა და სიტუაციაში.
Due to the context and relations between the components of the utterance, some of the components become particularly informative, acquiring implications relevant in that utterance and situation.
17573.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ენათმეცნიერება
ამის საფუძველზე ვლინდება პრედიკაციის ენობრივი არსი რეალური სიტუაციის აღწერის დროს, მჟღავნდება კავშირი ლინგვისტურსა და ექსტრალინგვისტურ შინაარსებს შორის.
All this reveals the language essence of predication while describing a situation and shows linguistic and extralinguistic correlative ties.
17574.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
კალციუმ–გლუკონატით სტიმულირებული გასტრინის დონე სისხლში პოსტრეზექციული პეპტიკური წყლულების დროს.
Gastrin level in the blood serum of patients with postresection peptic ulcer under stimulation with calcium gluconate.
17575.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
პოსტრეზექციული პეპტიკური წყლულით დაავადებულ 41ავადმყოფზე აღნიშნული დიაგნოზის დადგენისა და ცოლინგერ–ელისონის სინდრომის გამოსარიცხად ვატარებდით კუჭის წვენის სიმჟავისა და გასტრინის სტიმულაციას კალციუმ–გლუკონატით.
Forty-one patients with postresection peptic ulcer were subjected to the calcium gluconate test with the purpose of specifying the indicated disease and for the exclusion of the Zollinger-Ellison syndrome.
17576.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
ლიტერატურიდან ცნობილია, რომ ცოლინგერ–ელისონის სინდრომის დროს ალციუმ–გლუკონატით სტიმულაციისას გასტრინის დონე სისხლში იზრდება ორჯერ და მეტად, რაც არ აღინიშნება წყლულოვანი დაავადების არსებობისას.
It is known from the literature that in the case of the Zollinger-Ellison syndrome at stimulation with calcium gluconate the gastrin level in the blood serum increases twice or more, which is not observed in the ulcerous disease.
17577.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
ჩვენს შემთხვევაში – პოსტრეზექციული პეპტიკური წყლულების დროს აცოლინგერ–ელისონის სინდრომი კალციუმის ცდით გამოირიცხა, რადგანაც სტიმულირებული გასტრინის დონემ სისხლში უმნიშვნელოდ მოიმატა ბაზალური გასტრინის მაჩვენებლებთან შედარებით.
In the authors’ experiments the Zollinger-Ellison syndrome is excluded in postresection peptic ulces, for (due to calcium gluconate) the stimulated level of gastrin in the blood serum fails to significantly exceed the basal levels of gastrin.
17578.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
პოსტრეზექციული პეპტიკური წყლულების დროს კალციუმ–გლუკონატით სტიმულაციისას დადგენილ იქნა მჭიდრო კორელაციური ურთიერთობა სისხლში გასტრინის დონესა და კუჭის წვენის თავისუფალ სიმჟავეს შორის.
A close correlation has been found between the gastrin level in blood serum and free acid of gastric juice in patients with postresection peptic ulcers under stimulation with calcium gluconate.
17579.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
ანატომიურ–კლინიკური ერთიანობის როლი ღვიძლის მწვავე უკმარისობის შესწავლაში.
The role of anatomico-clinical unity in studying the pathogenesis of acute hepatic insufficiency.
17580.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ექსპერიმენტული მედიცინა
ავტორების მიერ კომპლექსური (რენტგენო–ანატომიური, კლინიკურ–სექციური და ექსპერიმენტული) გამოკვლევების შედეგად მიღებულ დიდ მასალაზე გახსნილია ღვიძლის მწვავე უკმარისობის პათოგენეზის არსი და მითითებულია ანატომებისა და კლინიცისტების მეცნიერული მუშაობის ერთიანობის აუცილებლობაზე, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მედიცინის პროგრესის საქმეში.
A complex study has demonstrated that acute hepatic insufficiency (AHI) is caused by disturbed portal circulation. The initial stage of the pathology is expressed by a characteristic syndrome referred to by the authors as “silence of the liver”, portal hypertension being its leading sign. Porto- or slenomanometry – especially highly sensitive radiodiagnostic techniques – can be of great service in the diagnosis of the indicated syndrome.