მოიძებნა 668068 ჩანაწერი
17621.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ზოოლოგია
ანჰელმინთური პრეპარატების მოქმედება ნემატოდა Syngamus trachea–ს ქსოვილებისა და უჯრედების ულტრასტრუქტურის თავისებურებებზე.
The action of anthelminthic preparations on the ultrastructure of tissues and cells of the nematode Syngamus trachea.
17622.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ზოოლოგია
შესწავლილია ფრინველების ტრაქეაში ბინადარი ჰელმინთის Syngamus trachea -ს საფარველის მომნელებელი სისტემის, სასქესო სისტემის ორგანოთა ჰისტოლოგიური და ულტრასტრუქტურული ცვლილებები ნორმაში და ანტჰელმინთური პრეპარატი - K გამოყენების დროს.
The authors have studied the histological and ultrastructural changes occurring under the anthelminthic “Preparation K” in the cover, digestive system, and genitalia of the nematode Syngamus trachea - a parasite of bird’s trachea.
17623.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, ზოოლოგია
დადგენილია, რომ გამოყენებული ანტჰელმინტური პრეპარატის ზემოქმედებით პირველ რიგში ზიანდება საჭმლის მომნელებელი უჯრედების აგებულება და გამრავლების სისტემის ორგანოები, აგრეთვე საფარველის სტრუქტურა. ეს გამოიხატება ქსოვილის დაშლაში, უჯრედების ცხიმოვან გადაგვარებაში და უჯრედების ნორმალური ულტრასტრუქტურის დარღვევაში.
The preparation primarily affected the digestive cells structure and reproductive organs, and partially the cover structure, as manifested in tissue destruction, fatty degeneration of cells, and disturbance of the normal ultrastructure of cells.
17624.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
თბომომარაგების სისტემებში თბური ტუმბოების ოპტიმალური მწარმოებლურობის დადგენა.
Optimization of heat pump capacity in heat supply system.
17625.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
ეგმ მეშვეობით დადგენილია თბომომარაგების სისტემებში თბური ტუმბოების ოპტიმალური მწარმოებლურობა სხვადასხვა კლიმატური პირობებისათვის სათბობისა და ელექტროენერგიის დაყვანილი დანახარჯების ცვლილების მიხედვით.
Using the digital computer and taking into account various expenditure data on electric power and fuel, the optimal capacity of heat pumps in heat supply systems has been determined for different climatic zones.
17626.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
თხევად ლითონზე მომუშავე მაგნიტოჰიდროდინამიკური გარდამქმნელი გენერატორით გამაციებლის შემდეგ.
MHD-converter on liquid metals (MHDCLM) with generator beyond the cooler.
17627.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
მოცემულია მაგნიტოჰიდროდინამიკური გარდამქმნელის ისეთი სქემა, როდესაც თვით გენერატორში მუშა სხეულის – თხევად ლითონს – ციკლის ქვედა ტემპერატურაზე დაბალი ტემპერატურა აქვს, ეს ზრდის გენერატორის საიმედობას და გარდამქმნელის ეფექტიანობას მუშა სხეულის ელექტროგამტარობის გადიდების შედეგად.
An MHDCLM scheme is proposed, such that without the appearance of additional irreversible energy losses the MHD-generator proper is mounted beyond the cooler; therefore the working body in the canal generator has a temperature less than the lower temperature of the cycle. As a result, the reliability of the generator increases, as does MHDCLM effectiveness owing to enhanced liquid metal conductivity.
17628.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
თხევად ლითონზე მომუშავე ორგენერატორიანი მაგნიტოჰიდროდინამიკური გარდამქმნელი სითხის ამაჩქარებელი კომბინირებული მოწყობილობით.
Two-generator MHD-converter on liquid metals (MHDCLM) with a combined speeding up mechanism (CSM) of the liquid.
17629.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
განხილულია ორგენერატორიანი მაგნიტოჰიდროდინამიკური გარდამქმნელის თერმოდინამიკა. შედარებულია ერთმანეთთან ციკლი სითხის ამაჩქარებელი კომბინირებული მოწყობილობით და ციკლი, როდესაც სითხის ამაჩქარებელ მოწყობილობად გამოიყენება კონდენსაციური ინჟექტორი.
A comparison has been made between the cycle of a two-generator MHDCLM with CSM and the cycle of a two-generator MHDCLM with injector, involving the sphere of reversible thermodynamics and taking into account the irreversible energy losses in the MHDCLM basic elements.
17630.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
ნაჩვენებია, რომ მაგნიტოჰიდროდინამიკური გარდამქმნელი სითხის ამაჩქარებელი კომბინირებული მოწყობილობით რეალურ ციკლში ხასიათდება მ. ქ. კ. შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებლებით.
It is shown that an MHDCLM with CSM in the real cycle is characterized by higher values of cycle efficiency.
17631.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
რეაქციის ძალის კოეფიციენტის მაქსიმალური მნიშვნელობის შეფასება წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლის უეცარი დაცლის დროს.
Estimation of the maximum value of the reaction force coefficient in the process of sudden emptying of a vessel under pressure.
17632.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, თბოტექნიკა
ექპერიმენტულად დადგენილია საწყის თერმოდინამიკურ პარამეტრებზე და გეომეტრიულ მახასიათებლებზე რეაქციის ძალის კოეფიციენტის მაქციმალური მნიშვნელობის დამოკიდებულება წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლის უეცარი დაცლის დროს.
The dependence of the maximum value of the reaction force upon the initial thermodynamic parameters and the geometrical characteristics has been experimentally determined in the process of emptying of a vessel under pressure.
17633.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
არამკაფიო რიცხვების განსაზღვრის საკითხისათვის.
Towards the definition of fuzzy numbers.
17634.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
დასაბუთებულია ზადეს შემოღებული ზოგიერთი ოპერაცია არამკაფიო სიმრავლეთათვის.
Some operation on fuzzy sets introduced by L.Zaden are substantiated.
17635.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
განსაზღვრულია არამკაფიო ნამდვილ რიცხვთა ცნება, მოცემულია მოწესრიგება და მეტრიკა არამკაფიო ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეზე.
The notion of fuzzy real number is defined, the order relation and metrics on a set of fuzzy real numbers are given.
17636.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
ნაჩვენებია, რომ ლიტერატურაში განხილული არამკაფიო ნამდვილი რიცხვები წარმოადგენენ ინტერვალური რიცხვების განზოგადებას.
It is shown that fuzzy real numbers considered in the literature are generalized interval numbers.
17637.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
სტოქასტური მატრიცების იმპლიცირებული ვექტორის განსაზღვრის საკითხისათვის.
On the implicative vector determination for stochastic matrices.
17638.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
ნაშრომში გამოკვლეულია მოცემული სასრული სტოქასტური ვექტორების სიმრავლის დამფარავი ვექტორების თავისებურებანი.
The note deals with algorithmic features of covering vectors for a given finite set of stochastic vectors.
17639.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
სიხშირული სპექტრის განაწილების შესახებ მცირე სტატისტიკურ შერჩევებში.
On the distribution of frequency spectrum in small samples from populations with a large number of events.
17640.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 108, კიბერნეტიკა
შრომაში განხილულია ფარდობითად მცირე შერჩევების ძირითადი მახასიათებლები, როდესაც შერჩევის მოცულობა საკმარისი არ არის ყველა შესაძლო ხდომილების ალბათობის შესაფასებლად.
In this paper the main characteristics of relatively small samples are considered when the sample size is not sufficient for estimation of probabilities of all events which can appear.