მოიძებნა 668065 ჩანაწერი
18341.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
სამხრეთ კახეთის დასავლეთი ნაწილის გეოლოგიისა და ნავთობგაზიანობის შესახებ.
On the geology of the western part of South Kakheti and prospects of oil and gas content.
18342.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
თუშეთის მადნიანი კვანძის მეტალოგენიის საკითხისათვის.
On the metallogeny of the ore–region of Tusheti.
18343.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
თუშეთის მადნიანი კვანძის მეტალოგენიის საკითხი დაუმუშავებელი იყო.
The questions of the metallogeny of the ore–region of Tusheti have not been hitherto considered.
18344.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
გამადნებათა გეოლოგიურ-მინერალოგიური და გეოქიმიური თავისებურების საფუძველზე მადნიან კვანძში ჩვენ გამოვყავით სპილენძ-პიროტინული და პოლიმეტალური ფორმაციები და პირიტ-ქალკოპირიტული სუბფორმაცია.
On the basis of geologic–mineralogical and geochemical properties of the ore–region the authors have identified copper–pyrrhotitic and polymetallic formations and pyrite–chalcopyritic subformation.
18345.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
თუშეთის სულფიდური მადნის სუსტი და მადანშემცველი ქანების მნიშვნელოვანი მეტამორფიზმი და იურული ასაკის დიაბაზების ბუდინაჟი გვაფიქრებინებს, რომ დადგენილი მადნეული ფორმაციების ასაკი იურისშემდგომი უნდა იყოს.
Weak metamorphism of the sulphide ore of Tusheti and considerable metamorphism of ore–bearing rocks and boudinage of Jurassic diabases points to post–Jurassic as the more probable age of the ore formations under study.
18346.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ქ. ევპატორიის მიდამოებში გავრცელებული ქვედაპლიოცენური ნალექების ზოგიერთი თავისებურების შესახებ.
On some peculiarities of the lower Pliocene sediments near the town of Eupatoria.
18347.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ახალი მონაცემები ოკრიბის ამოწევის ჩრდილო-დასავლეთი დაძირვის ზოლის ბაიოსური პორფირიტული წყების გეოლოგიის შესახებ.
New data on the geology of the Bajocian porphyritic suite of the north–western submersion zone of the Okriba uplift.
18348.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
მდ. ცხენისწყლის შუაწელის ბაიოსური პორფირიტული წყება ახალი მონაცემებით თარიღდება ზედაბაიოსურის ზედა ნაწილად.
According to new data the Bajocian porphyritic suite of the middle curse of the Tskhenistskali river is dated to the upper part of the Upper Bajocian.
18349.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ხვამლის ანტიკლინი სიმეტრიული ნაოჭია და ბაიოსურის სიმძლავრე მის ფრთებში 1000 – 1200 მეტრს არ აღემატება.
The Khvamli anticline is a symmetrical fold, the thickness of the Bajocian in both flanks being 1000–1200 m.
18350.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ცარცული და იურული სტრუქტურული ელემენტების მიმართებათა შორის უთანხმოებაა 15 – 20°.
The inconsistency between the Cretaceous and Jurassic structural trends is 15° to 20°.
18351.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
გოდერძის წყების პალინოლოგიური ნაშთების შესახებ.
On palynological remnants in the Goderdzi suite.
18352.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
გოდერძის წყება ძლიერ ღარიბია პალინოლოგიური ნაშთებით.
The Goderdzi suite appears to be extremely poor in palyno–remnants.
18353.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ერთადერთი ცნობა პალინოლოგიური მონაცემების შესახებ აქვს დ. ჯიღაურს.
The only palynological evidence has been supplied by D. G. Jigauri.
18354.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ამ მონაცემების დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი ასახავენ ამ რაიონის თანამედროვე და არა ნამარხ ფლორას, რაც შეიძლება აიხსნას თანამედროვე მტვრის მარცვლების ჩალექვით გოდერძის წყების ქანების მიკრონაპრალებში.
A detailed analysis of his material shows that it presumably reflects the present–day flora of the region rather than the fossil flora of the suit. This contradiction may be explained by the washing of recent pollen into micro–fissures of the Goderdzi rocks.
18355.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ქვენამთის მორენისა და მისი კავშირის შესახებ თერგისა და შავი არაგვის სათავეების გამყინვარებებთან.
On the moraine of Kvenamta and its relation with the glaciation of the sources of the Terek and Black Aragvi rivers.
18356.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ქვენამთის გადასასვლელზე ნაპოვნი ჭაუხის მასივის ქანთა ლოდების შემცველი ნალექები მინდელური მყინვარის ნაშთს უნდა წარმოადგენდეს.
Deposits with boulders of the rock of the Chaukhi massif, found on the Kvenamta Pass, must represent remnants of the Mindelian moraine.
18357.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
მყინვარი აღნიშნული მასივიდან მდ. ქვენამთისწყლის ძველი ხეობით ეშვებოდა.
The glacier from the mentioned massif descended along the ancient valley of Kvenamta.
18358.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ზედაბაქოური დროის შემდეგ მდ. ბურსაჭირმა უკანასკნელის სათავე მოიტაცა და გვიანდელ მყინვარებს გზა უცვალა.
After the Upper Bakuan time the latter was decapitated by the Bursachiri river. Thus the younger glaciers changed their direction.
18359.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
ვფიქრობთ, რომ მდ. ბურსაჭირის მყინვარები ბოლო გამყინვარების დროს 2200 – 2100მ ქვევით არ ეშვებოდნენ.
However, the author believes that during the last glaciation the Byrsachiri glaciers did not descend below 2200–2100 m abs. alt.
18360.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე | ტომი 82, გეოლოგია
მდ. თერგისა და შავი არაგვის სათავეებისათვის მისაღებია სამჯერადი გამყინვარების სქემა, როგორც ეს დადგენილია რიონისა და ენგურის აუზებისთვის.
The scheme of three–fold glaciations established for the Rioni and Enguri basins may be applied to the source regions of the Terek and Black Aragvi as well.