მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19261.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„ცნობიერების ნაკადის” ლიტერატურული მეთოდის გამომსახველობითი ფორმა - ტექნიკა ოთარ ჭილაძეს თავისი პროზის პრობლემატიკის დასახვასა და სტილის გამრავალფეროვნებაში დაეხმარა.
The expressive forms of the literary method of the "stream of consciousness" helped Otar Chiladze to set problems for his prose and make his style more diverse.
19262.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ეს ტექნიკა მწერლის რამდენიმე რომანში შეიმჩნევა.
The method becomes visible in several novels by the author.
19263.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
თავდაპირველად ის მცირე, თითქმის უმნიშვნელო, ადგილს იკავებს ნაწარმოებში „რკინის თეატრი”, ნელ-ნელა ძლიერდება „მარტის მამალში” და კულმინაციას აღწევს მწერლის ბოლო რომანში „გოდორი”.
Initially, it occupied an almost insignificant place in the work entitled The Iron Theatre, became stronger in A Rooster of March, and reached its peak in the last novel by the author entitled Godori.
19264.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ტერმინი „ცნობიერების ნაკადი”, რომელიც პირველად ამერიკელმა ფსიქოლოგმა უილიამ ჯეიმსმა 1880 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ფსიქოლოგიის საფუძვლები” გამოიყენა, ლიტერატურას არ უკავშირდებოდა, მაგრამ საკითხი ადამიანის არაცნობიერის უწყვეტად დინების შესახებ სწორედ აქ დადგა.
The term "stream of consciousness" that was first used by the American psychologist William James in his Principles of Psychology published in 1880 was not linked to literature, but it was in that work that the problem of the uninterrupted flow of the human unconscious was raised.
19265.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი პირობითია, რადგან ამ ტიპის ლიტერატურას ადამიანის არა ცნობიერი, არამედ უფრო არაცნობიერი აინტერესებს.
It should be noted that the term is tentative, because this type of literature is interested in the human unconscious rather than the conscious.
19266.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„ცნობიერების ნაკადის” ტექნიკის ელემენტები ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის პროზაში გაჩნდა.
Elements of the method of the "stream of consciousness" emerged back in the prose of the 18<sup>th</sup> century.
19267.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
თუმცა, როგორც ტექნიკა, პირველად ედუარდ დიუჟარდენმა გამოიყენა.
However, Edouard Dujardin was the first to use it as a method.
19268.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მეთოდის სახით ის მე-20 საუკუნეში გაფორმდა, რასაც ხელი ანრი ბერგსონის ინტუიტურმა ფილოსოფიამ და ფროიდ-იუნგისეულმა ფსიქოლოგიურმა სკოლამ შეუწყო.
It took the shape of a method in the 20<sup>th</sup> century, being promoted by Henri Bergson's intuitive philosophy and the Freud-Jung school of psychology.
19269.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ბერგსონმა სიცოცხლის წარმმართველ ძალად ცნობიერება მიიჩნია და დაამკვიდრა ცნობიერებასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინები, როგორიცაა „გრძლივობა” და „კონტინუუმი”, რაც უწყვეტობასა და დენადობას გამოხატავს.
Bergson regarded consciousness as a leading force in life. He introduced such important terms linked to consciousness as "duration" and "continuum" that express uninterruptedness and fluidity.
19270.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
თავის ერთ-ერთ ნაშრომში კი ჩამოაყალიბა მოძღვრება სულიერი მეხსიერების, როგორც წარსულის ჭვრეტის შესახებ.
In one of his works, he formulated a teaching on spiritual memory as the contemplation of the past.
19271.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ფროიდმა, შეიძლება ითქვას, თავიდან „აღმოაჩინა” ადამიანის არაცნობიერი და ასევე დაასკვნა, რომ ის ადამიანის ცხოვრებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს.
It can be said that Freud "rediscovered" the human unconscious and concluded that it plays a decisive role in human life.
19272.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„ცნობიერების ნაკადის” ლიტერატურულმა მეთოდმა სწორედ უწყვეტი, მუდმივად დენადი არაცნობიერის გამოხატვა დაისახა მიზნად, რისი შედეგიც, კლასიკური ფსიქოანალიზის მეთოდის მსგავსად, ადამიანის პრობლემების აღმოჩენა და მისი გადაჭრის გზის დასახვა უნდა ყოფილიყო.
The literary method of the "stream of consciousness" set the goal of expressing precisely the uninterrupted and constant unconsciousness. Like the classical method of psychoanalysis, it was to find human problems and ways of resolving them.
19273.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
„ცნობიერების ნაკადისთვის” არსებითია აზრის გაჩენის პროცესის ჩვენება და ის პროცესები, რომელიც არაცნობიერში კონკრეტული აზრის წარმოშობამდე მიმდინარეობს, რომლის დროსაც აქცენტირებულია ცნობიერების მეტყველებამდელი დონე.
It is important for the "stream of consciousness" to show how a thought emerges and the processes underway in the unconscious before a concrete thought emerged.
19274.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
შესაბამისად, მისი ფუნქცია არაცნობიერის წვდომაა.
Accordingly, its function is to go deep into the unconscious.
19275.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
არაცნობიერის გამოხატვა შეუძლებელია, რადგან მას სამეტყველო საფუძველი არ გააჩნია და არ არსებობს ფორმა, რომელიც მას წერილობით მოგვაწოდებს.
It is impossible to express the unconscious, because it is not based on speech and there are no forms that could communicate it in written form.
19276.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ამიტომ ის, რასაც ავტორი გვთავაზობს, ფსიქოლოგიური ფენომენის მხოლოდ მიახლოებითი იმიტაციაა.
Therefore, what an author offers us is just an approximation of a psychological phenomenon.
19277.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
მხატვრული ხერხი, რომლითაც „ცნობიერების ნაკადის” ეფექტი მიიღწევა, შინაგანი მონოლოგია და ის მე-20 საუკუნის ლიტერატურაში მხატვრული ტექსტის მთავარი კომპოზიციური ელემენტია.
The artistic method that helps to achieve the effect of the "stream of consciousness" is an internal monologue, which is the main compositional element of artistic texts in the literature of the 20<sup>th</sup> century.
19278.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
შინაგანი მონოლოგი, თავის მხრივ, რთული ფსიქოლოგიური ფენომენის – შინაგანი მეტყველების - ლიტერატურულ ანალოგს წარმოადგენს, მას არ ჰყავს რეციპიენტი, მსმენელი და არ არის განსაზღვრული სხვისი უშუალო აღქმისთვის.
For its part, internal monologue is a literary analogue of a complicated psychological phenomenon - internal speech, which has no recipient and listener, so it is not meant for someone else's perception.
19279.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
ამიტომ თუ რეალისტურ რომანში შინაგანი მონოლოგის მიზანი ფსიქოლოგიური რეალიზმის შექმნაა, „ცნობიერების ნაკადის” ლიტერატურაში ის უფრო ფსიქოლოგიური ნატურალიზმისკენ ისწრაფვის.
Therefore, in realistic novels, internal monologue aims at shaping psychological realism and in the literature of the "stream of consciousness" it tends to be closer to psychological naturalism.
19280.
ქართველოლოგი | ტომი 19, "ცნობიერების ნაკადი" და ოთარ ჭილაძის რომანები
თავის მხრივ შინაგანი მონოლოგები ასოციაციურ აზროვნებას ემყარება, რაც ერთმანეთთან ალოგიკურად, მხოლოდ ასოციაციურად დაკავშირებულ ფიქრებსა და მოგონებებს გულისხმობს.
For their part, internal dialogues are based on associative thinking, which implies thoughts and memories illogically linked to each other only associatively.