მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19461.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
საგულისხმოა ისიც, რომ პეტერბურგში ვაჟა ეზიარა მსოფლიოს მრავალი ლიტერატორის თუ ფილოსოფოსის ნააზრევს.
One should also take into account that while studying in Saint Petersburg the poet gained knowledge of works and ideas of the world’s philosophers and writers.
19462.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
XIX საუკუნის ფილოსოფიური გაგებით, სიკვდილი არ არის ამორფული არსი, არამედ იგი არის ქმედების კატალიზატორი, რომელიც აიძულებს ადამიანს, დაძაბოს, მომართოს თავისი სასიცოცხლო ძალები.
According to the 19th century philosophical understanding, death is not an amorphous essence, but acts as a catalyst which makes people strain, adjust their vital forces.
19463.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
სიკვდილის შიში, - აღნიშნავს შპენგლერი, - ყველაზე შემოქმედებითია გრძნობათა შორის.
Fear of death – notes Spengler – is the most creative feeling of all.
19464.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
მას უნდა უმადლოდეს ადამიანი ყველაზე სავსე, ღრმა ფორმებსა და სახეებს.
Men should be grateful for this feeling of the deepest and most sufficient images and icons.
19465.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ზემოთქმულის გათვალისწინებით, სიკვდილი ვაჟასთან არის გამოცანა; ყოფიერების სხვა გამოცანებთან ერთად.
Bearing in mind the foregoing, death in the lyrics of Vazha-Pshavela is a puzzle: in line with all the other mysteries of life.
19466.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
სიკვდილი და სიცოცხლე მისთვის ყოფიერების წესრიგის ნაწილებია.
Life and death are parts of existential structures.
19467.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
პოეტი არ მიმართავს ცხოვრების, ან სიკვდილის ესთეტიზაციას.
The lyricist isn’t trying to aesthetisize life or death.
19468.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
მის ლექსებში სიკვდილის სინონიმად მრავალი მხატვრული ფიგურა გვხვდება: „ბნელეთი“, „მძინარე არემარე“, „სამეფო ძლიერი“, „შავეთი“, „სულდგმულთ სიცოცხლის მტაცი“ და სხვა.
In his lyrics we see many artistic symbols of death: "the darkness", "sleeping side", "mighty kingdom", "black dominion", "human life taker" etc.
19469.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ამ სტატიაში ჩვენ შევეხებით ვაჟას მიერ სიკვდილის გააზრების მხოლოდ ერთ ასპექტს, კონკრეტული ლექსის სივრცეში.
In this article we will only deal with one aspect of analyzing death in the lyrics of Vazha-Pshavela, in one specific poem.
19470.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ევროპული იკონოგრაფიის ერთ-ერთი ვარიანტი ადამიანის არსებობის წარმავალობის შესახებ, ფერწერისა და სიტყვიერების ალეგორიული სიუჟეტი, ცნობილია სიკვდილის როკვის (dance macabre) სახელით.
The feature of ephemeral human life in European iconography, allegoric subject of art and literature, is known by the name of death dance (dance macabre).
19471.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ეს მოტივი გამოკვეთილია ვაჟასთანაც და ამ თემას ეხმაურება მისი ლექსი „ბნელეთი“, სადაც სიკვდილი მითოლოგიური ელემენტებით არის გაზავებული.
This motif is shown in the lyrics of Vazha-Pshavela’s poem "The Darkness" which echoes this concept. Death is diluted with mythological elements.
19472.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
პოეტი შემზარავად აღწერს საიქიოს, რომელზე ჩაფიქრებაც კი შიშს გვგვრის.
The poet describes the dreadful scene of kingdom come; the only thought of which is frightful.
19473.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ვაჟას სიტყვები: „გაქვავებული დაჰრჩები“ - კვლავ ეხმიანება სიკვდილის იკონოგრაფიის ზემოთ ნახსენებ თემას.
The poet’s words: "you will be stoned" again echoes the death iconography mentioned above.
19474.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
შიშველ მიცვალებულებს ფერხული გაუმართავთ, ხოლო რანგის მიხედვით ჩაცმული ცოცხლები გაქვავებულნი დგანან.
Bare skeletons are dancing while people dressed according to their rank are standing stiff.
19475.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
მიცვალებულთა მკვირცხლი რიტმი და ცოცხალთა გაქვავება ამ ლექსში მკვეთრ კონტრასტს ქმნის.
The skeletons’ gay rhythm and the stiffness of people are in great contrast.
19476.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
„სიკვდილის როკვის“ მთავარ კორიფედ სიკვდილი გვევლინება, რომელიც ოდესღაც წარმოდგენილი იყო ადამიანური სახით.
The main coryphaeus in "dance macabre" is death itself that was human once.
19477.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ამ თემაში ძირეულია სიკვდილის გამათანაბრებელი ძალა; შემდეგ ამან საფუძველი დაუდო უფრო რთული და ღრმა ალეგორიების შექმნას.
The main idea of this motive is the equalizing force of death which formed the basis of more complex and deep allegories.
19478.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
სიკვდილის იკონოგრაფიის სახის ისტორიისთვის უნდა ითქვას, რომ დრამა და ცეკვა შუა საუკუნეების ევროპაში განუყოფლად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. სწორედ ამით აიხსნება ,,სიკვდილის როკვის“ სახელის წარმოშობაც.
For the history of death iconography we should mention that drama and dance in Europe during the Middle Ages were not separated from each other, which gives account for the name of "dance of death".
19479.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ვაჟა-ფშაველას ლექსის „ბნელეთის“ სიუჟეტი გადატანილია ქვესკნელში, უკუნეთში. სიკვდილის როკვის მოქმედება კი ხდება სააქაოში. ამგვარი ფიქრის საფუძველს გვაძლევს ის რეალიები, რომლებიც თან ახლავს ამ სცენებს.
Vazha-Pshavela’s poem "The Darkness" transfers the plot to the nether, underworld while "dance of death" progresses in the real world - the realities which attribute those scenes make us believe in that.
19480.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ხოლო ვაჟასთან ადგილი მკაცრად განსაზღვრულია: ეს არის საიქიო.
On the other hand, in the analysed poem the place is specifically identified and it is the netherworld.