მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19541.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
იგივე უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ გალობის თავისუფლება იზღუდება ფშავ-ხევსურულ სიმღერებში.
The same accounts for the limited freedom of chanting in Pshav-Khevsurian songs.
19542.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ქართულ კრიტიკაში გამახვილებულია ყურადღება ასევე ვაჟას მონორითმიან „სიმღერებზე“.
In Georgian literary criticism monorhymed "songs" of Vazha-Pshavela are also noted.
19543.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
შენიშნულია, რომ მონორითმიანობა უფრო მეტად მთის პოეზიაშია საგრძნობი და ხევსურულ „სიმღერათა“ დიდი ნაწილი ერთ რითმაზეა აგებული.
Generally highland poetry is characterized by monorhyme. A big amount of Khevsurian "songs" is written in one rhyme.
19544.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
გასათვალისწინებელია ერთი თავისებურება, რომელიც დამახასიათებელია ვაჟა-ფშაველას „სიმღერებისთვის“.
We should also take into account one characteristic of Vazha-Pshavela’s poetry.
19545.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ეს არის „გაბჭობის“, „გაბაასების“ „დიალოგის“ ფორმა.
It is the so-called dialogue, conversation, and exchange form.
19546.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ამგვარი ლექსები ხშირია გურამიშვილის შემოქმედებაშიც, რომელიც მკაფიოდ აირეკლავს ე.წ. „ცნობიერების თამაშს“.
Such poems are quite frequent in Guramishvili’s works and they vividly reflect the so called "playful mind".
19547.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრს მსჯელობენ.
This topic is widely discussed.
19548.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
მას ხშირად, ზოგადად, „თამაშის თეორიას“ უწოდებენ.
It is frequently called – "Game Theory".
19549.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
პოეტური თამაშის განცდას ტოვებს ვაჟა-ფშაველას ისეთი ლექსები, როგორებიცაა: „ბაყაყის სიმღერა“, „თაგვის სიმღერა“, „სინდისის სიმღერა“, „კურდღლის სიმღერა“ და სხვა მრავალი.
The feeling of poetic play is felt in the poems of Vazha-Pshavela: "Frog’s Song", "Song of the Conscience", "Rabbit’s Song" and so on.
19550.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ბესიკ ხარანაული საგულისხმოდ მიიჩნევს თამაშის მარადიულობის პრობლემას: „ბავშვი ჯოხის ცხენს შეკაზმავს, მუთაქას თუ სავარძელს, თავის განუწყვეტელ თამაშში კონკრეტული სახე შეაქვს, კერძოდ, მხედრისა“.
Besik Kharanauli considers eternal problem of playful minds to be quite significant: "if a child equips his stick horse, armchair or a pillow, in this never-ending game he enriches the concrete image of a knight".
19551.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
„მაგრამ ნუთუ უფროსი საბოლოოდ გამომშვიდობებია თამაშს?“
"But adults - have they said farewell to games?"
19552.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
„დიდად ეჭვი მეპარება!“.
"I doubt it!".
19553.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
თამაშის თეორია ვრცლადაა განხილული იოჰან ჰაიზინგას ნაშრომში ,,Homo Ludens” („კაცი მოთამაშე“).
"Game Theory" is reviewed in detail in the work of Huizinga "Homo Ludens" ("playing man").
19554.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
მიუთითებენ, რომ თამაში განასახიერებს თავისუფლების იმ ფერმენტს, რაც კულტურას ქმნის - ანუ ადამიანთა ცხოვრებას რაღაც უფრო მეტად აქცევს, ვიდრე თვითშენახვის, სასიცოცხლო სივრცის მოპოვებისა და გვარის გადარჩენისთვის ბრძოლაა.
We must note that "playing" by Huizinga represents the ferment of freedom, which creates culture – i.e. it turns human lives into something more rather than the instinct of self-preservation and struggling for the next generation.
19555.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
რაიმე აბსტრაქტულის ყოველი გამოხატულების უკან მეტაფორა დგას, ყოველ მეტაფორაში კი სიტყვათა თამაშია შეზავებული.
Behind any abstract thing there is a metaphor and each metaphor is playing with words.
19556.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ასე იგება მეორე, შეთხზული სამყარო, თავისი მეტად განვითარებული ფორმებით.
Thus we create a second, imaginary world, with its advanced forms.
19557.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
თამაში განმსჭვალულია რიტმითა და ჰარმონიით.
The game is overflowing with rhythm and harmony.
19558.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
პოეზიასა და თამაშს შორის კავშირი მხოლოდ მეტყველების გარეგნულ ფორმას არ გულისხმობს.
The connection between poetry and playing is not based only on the interior.
19559.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია მისი გავლენა მხატვრული წარმოსახვის სტრუქტურასა და მოტივებზე, მათი გამოხატვის ხერხებზე.
More important is its influence on artistic imagination and motifs, on their ways of expression.
19560.
ქართველოლოგი | ტომი 19, ვაჟა-ფშაველას ლირიკის რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო მოტივი
მათ უკან ყოველთვის იმალება ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი მიზანი: სიტყვების მეშვეობით შეიქმნას დაძაბულობა, მკითხველსა თუ მსმენელს რომ დააბამს.
The conscious or unconscious goal is always hidden behind them: to create tension with the words to capture the reader’s or listener’s attention.