მოიძებნა 668065 ჩანაწერი
19841.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამ მიზნით იგი ლაპარაკობს პოემის სიუჟეტის აგებულებისა და პოეტური აზროვნების ექსცენტრულობაზე, მთლიანად თხზულების ეკლექტურობაზე. და ბოლოს კი ასკვნის:
The author speaks of "the eccentricities of plotting and thinking and the specifically personal and national traits of this eclectic work", concluding that:
19842.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
“ვეფხისტყაოსანი~ უპირველეს ყოვლისა არის ეროვნული და არა საერთაშორისო შედევრი, რადგან მისი მამოძრავებელი [იდეა, ღერძი] არ არის დარწმუნება ადამიანის უსუსურობაში, რითაც გამსჭვალულია დანტე ან შექსპირი.
"The Knight in the Panther's Skin is first and foremost a national, rather than an international masterpiece, for it lacks the driving conviction on the human predicament that informs Dante or Shakespeare.
19843.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
და მაინც, რუსთაველის პოემა ქართველებისათვის არის ის, რაც დანტეს “ღვთაებრივი კომედია~ იტალიელებისათვის~.
Yet Rustaveli's poem is for Georgians what Dante's Divina Commedia is for Italians".
19844.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ძნელია ეკამათო ინგლისელი ქართველოლოგის განცხადებას “ვეფხისტყაოსნის~ ეკლექტიზმზე და მისი სიუჟეტის ექსცენტრულობაზე, ან მიიღო იგი, რადგანაც მკვლევარი არც განმარტავს თავის დებულებებს და არც ასაბუთებს მათ.
It is hard to contradict the English Kartvelologist's statement on the eclecticism of Rustaveli's poem and the eccentricities of its plotting, or to accept it, for the researcher does not discuss and argue his views.
19845.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
სხვა სიბრტყეზე შეიძლება იქნეს განხილული დ. რეიფილდის აზრი: “ვეფხისტყაოსანი~ იმიტომ არ არის მსოფლიო ლიტერატურის შედევრი, რომ მისი მამოძრავებელი ღერძი არ არის რწმენა და აღიარება ადამიანური არსებობის უსუსურობისა. ეს ორიგინალური თვალსაზრისია, რომელიც, ჩემი აზრით, კომენტარს საჭიროებს.
On another plane, Rayfield's view on The Knight in the Panther's Skin not being an international masterpiece because "it lacks the driving conviction on the human predicament that informs Dante and Shakespeare" is an original idea which, I believe, calls for a comment.
19846.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
შეიძლება კი თავისდა თავად მართებული ფილოსოფიური თეზა ადამიანური ყოფის უსუსურობისა ვაქციოთ კაცობრიობის ლიტერატურული აზროვნების ერთადერთ ქვაკუთხედად და ყველა ეპოქის, რელიგიური პოზიციისა და ფილოსოფიური ორიენტაციის ლიტერატურული ქმნილების შეფასების უმაღლესი კრიტერიუმი ამ თეზის გამოვლენა-არგამოვლენის კომენტირებამდე დავიყვანოთ?
The question may be asked whether it is right to turn the philosophical thesis of human predicament, valid per se, into a cornerstone of universal literary thought and to reduce the highest criterion of assessing the literary creations of all epochs, religious positions and philosophical orientations to the presence or absence of this thesis?
19847.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ხომ არ არის ამგვარი პოზიციის ძიება ყველა დროის ლიტერატურულ ქმნილებაში ჩვენი სუბიექტური განწყობილებიდან შეხედვა მსოფლიო ლიტერატურული შედევრებისადმი?
Does not a search for such a position in a literary work of all times stem from our subjective attitudes to the world's literary masterpieces?
19848.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ანდა, უკეთეს შემთხვევაში ხომ არ არის იგი ჩვენი ეპოქის პოზიციიდან შეფასება გარდასულ ეპოქათა აზროვნებისა?
Or is it not, at best, an assessment of the thinking of past epochs from the standpoint of our contemporary epoch?
19849.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
შეიძლება კი კაცობრიობის მთელი სწრაფვა ყოფნა-არყოფნის საიდუმლოს ამოცნობისა ამ ერთ თეზამდე დავიყვანოთ?
Can mankind's striving to unravel the mystery of being/non-being be reduced to this single thesis?
19850.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
შეიძლება კი გამოვრიცხოთ ადამიანური არსებობის უმაღლესი იდეალებიდან ოპტიმიზმი, ბრძოლა უკუღმართი ბედის წინააღმდეგ, შემართება სიცოცხლის, სილამაზის, სიყვარულის გადასარჩენად?
Can optimism, struggle against adversity, striving to salvage life, beauty and love be excluded from the highest ideals of human existence?
19851.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ჩემი აზრით, ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხი მხოლოდ სუბიექტური ფაქტორით შეიძლება იქნეს განპირობებული და იგი ადამიანური არსებობის მრავალფეროვნების ფართო სპექტრიდან მიუღებელია.
A negative answer to these questions would seem to come from a subjective factor, being unacceptable from the viewpoint of the wide spectrum of the multi-faceted human existence.
19852.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
არც ის იქნება მართებული, რომ “ვეფხისტყაოსანში~ ვერ შევნიშნოთ ადამიანის გასაჭირის, ადამიანური ყოფის უსუსურობის ხედვა და პოემის მთელი ფილოსოფიურ-თეოლოგიური კრედო ბრმა ოპტიმიზმამდე დავიყვანოთ.
Neither would it be right to fail to notice human predicament in The Man in the Panther's Skin and to reduce the entire philosophical credo of the poem to blind optimism.
19853.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
“ვეფხისტყაოსანში~ ტრადიციული ქრისტიანული იდეალი - კეთილი და მოწყალე შემოქმედის მარადიულობის, სულის უკვდავების და იმქვეყნიურ სამყოფელში ამ უსასრულო ღვთაებასთან შეერთების რწმენა - ჰარმონიულად, წინააღმდეგობების გარეშე, ერწყმის ამქვეყნიური რეალობის ფასეულობის შემეცნებას, ადამიანური სამყაროს სილამაზეში დარწმუნებას, ადამიანური გონებისადმი ნდობის გამოცხადებას.
In Rustaveli's poem the traditional ideal - the eternity of the good and graceful Creator, the belief in the immortality of the soul and its merger with the infinite deity in the other world - blends harmoniously, without contradictions, with the perception of the reality value of this world, conviction of the beauty of the human world, and trust in human reason.
19854.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ეს ჰარმონია არ არის ეკლექტიკა. იგი გამოვლენაა ევროპული ცივილიზაციის გარკვეული ეპოქის მსოფლაღქმისა. იმ მსოფლაღქმისა, რომელიც შესაძლებელია ადამიანური ყოფის უსუსურობის პოზიციიდან ყველაზე მეტად ოპტიმალური იყოს.
This harmony is not eclecticism but a manifestation of the world view of a definite period in European civilisation - of a world view that may be most optimal from the position of human predicament.
19855.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
და მაინც, ვფიქრობ, რომ ევროპელი ქართველოლოგის თეზა იმის თაობაზე, რომ “ვეფხისტყაოსანი~ უპირველეს ყოვლისა, არის ეროვნულ-ქართული და არა მსოფლიო ლიტერატურული შედევრი, გარკვეული თვალსაზრისით სწორია.
Yet, I think the European Kartvelologist's thesis on The Man in the Panther's Skin being "first and foremost a national, rather than an international masterpiece" is correct from a definite point of view.
19856.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
საქმე ის არის, რომ XIII საუკუნის II ნახევრიდან დაწყებული ქართული კულტურისა და აზროვნების ჩამოშორებამ ევროპული ცივილიზაციის პროცესის მაგისტრალური ხაზიდან, რუსთაველის მაღალი პოეტური და იდეური სამყარო ჩაკეტა შემოზღუდულ ქართულ არეალში.
The point is that beginning with the second half of the 13th century the cutting-off of Georgia from the mainline of the process of European civilisation closed Rustaveli's lofty poetic and ideological Weltanschauung in the circumscribed Georgian world.
19857.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
რუსთაველს, დანტესა და შექსპირისაგან განსხვავებით, არ მოუხდენია გავლენა ევროპული აზროვნების განვითარებაზე.
Unlike Dante and Shakespeare, Rustaveli did not influence the development of European thought over the centuries.
19858.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ხოლო საკუთრივ ქართული საზოგადოებრივ-ფილოსოფიური და ლიტერატურული აზრი საუკუნეების მანძილზე “ვეფხისტყაოსანით~ იკვებებოდა.
Georgian social, philosophical and literary thought proper drew on The Man in the Panther's Skin.
19859.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ამ თვალსაზრისით არის რუსთაველის პოემა უპირატესად სწორედ ქართული ეროვნული ლიტერატურული შედევრი.
In this respect Rustaveli's poem is indeed a national literary masterpiece.
19860.
ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში | ევროპაში ქართული ლიტერატურის კვლევის მეცნიერული ღირებულებისათვის
ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში სწორად იქნა გააზრებული მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის მთელი პროცესი.
The centuries-old Georgian literary process was seen in the true perspective in European literary criticism.