668045 Records found
51081.
Banking | Banks and Banking
საბანკო საქმეს სამუშაო მხარეც აქვს.
There is also an operational side to banking.
51082.
Banking | Banks and Banking
ბანკს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც კომერციული საქმიანობის წარმოება შეეძლება, სათავო ოფისისა და ფილიალების ჩათვლით.
Banks must have a place to do business, including headquarters locations and branch offices.
51083.
Banking | Banks and Banking
საჭიროა თანამშრომელთა შტატი, რომელიც ამ ოფისებში კლიენტებს მიიღებს და მათ თავიანთი ფულადი ოპერაციების გაფორმებაში დაეხმარება.
Employees must be available to meet customers in these locations and help them with their transactions.
51084.
Banking | Banks and Banking
რაც ყველაზე მთავარია, ყველა ოპერაცია ზუსტად უნდა იყოს აღნუსხული კომპიუტერულ ფაილებსა და ქაღალდის დოსიეებში.
Above all, accurate records must be kept of all transactions in both computer and paper files.
51085.
Banking | Banks and Banking
ამ ბოლო წლებში ჩვენ ყველანი საბანკო საქმიანობის უჩვეულო აღმავლობის მომსწრენი გავხდით, რამაც საბანკო საქმის სამუშაო მხარე კიდევ უფრო გაართულა.
Recent years have seen an expansion of banking activities, making the operational side of banking even more complicated.
51086.
Banking | Banks and Banking
ავტომატურმა სალაროებმა (ATM-ებმა) და საბანკო ოპერაციების კომპიუტერის მეშვეობით საშინაო პირობებში წარმოებამ ჩაანაცვლა ბანკის მუშაკები, ან მათი ფუნქციების ნაწილი იტვირთა, გაზარდა საბანკო ოფისებისა და ფილიალების რიცხვი და საათების რაოდენობა, რომელთა განმავლობაშიც ბანკები კომერციულ საქმიანობას ეწევიან.
Automatic Teller Machines (ATMs) and home banking by computer have replaced or supplemented employees and expanded the number of a bank's locations and the hours during which it transacts business.
51087.
Banking | Banks and Banking
ფულადი და საკრედიტო ბარათების სისტემებმა გაზარდეს საბანკო ოპერაციების რაოდენობა და მათი წარმოების სიჩქარე.
Cash and credit card networks have increased the amount and speed of transactions.
51088.
Banking | Banks and Banking
საერთაშორისო ვაჭრობის ზრდამ გააძლიერა კონკურენცია და ამავე დროს მრავალი ბანკის ბაზრები გააფართოვა.
Growth in international trade has boosted competition while it has broadened many banks' markets.
51089.
Banking | Banks and Banking
ამ ცვლილებებსა და ზრდას ხელს უწყობდა მონაცემების კომპიუტერული დამუშავების საშუალებათა და სატელეკომუნიკაციო ქსელების სწრაფი განვითარება.
This change and growth has been fueled by expansion of computer processing capabilities and telecommunications networks.
51090.
Banking | Banks and Banking
ბანკებს (და სხვა საწარმოებს) შეუძლიათ სულ უფრო და უფრო დაბალი ხარჯებით მეტი საქმიანი გარიგება დაამუშაონ და თავიანთი საქმიანობა გააფართოონ.
Banks (and other businesses) are able to process more transactions and expand their operations at an ever lower cost.
51091.
Banking | Banks and Banking
ბანკებმა, რომლებმაც ისარგებლეს უპირატესობით, რომელსაც მათ ეს ახალი ტექნოლოგია აძლევდა, მოახერხეს ხარჯების თავიანთ კონკურენტებზე უფრო სწრაფად შემცირება და ამით საკუთარი მოგების გაზრდა.
The banks that have taken advantage of this new technology have been able to lower their costs more quickly than their competitors and so increase their profits.
51092.
Banking | Banks and Banking
ხშირ შემთხვევაში, ტექნოლოგიური თვალსაზრისით უფრო საზრიანმა ბანკებმა საბოლოო ჯამში თავიანთი ნაკლებად პროგრესული კონკურენტები შეისყიდეს და მათი მოდერნიზაციაც მოახდინეს!
In many cases, the technologically savvy banks have ended up buying their less advanced competitors to bring them up to date!
51093.
Banking | Banks and Banking
პროგრამაში „ბანკები მოქმედებაში“ შესაძლებლობა გეძლევათ, ინვესტირება მოახდინოთ ახალ ტექნოლოგიაში, რისთვისაც სამეცნიერო-კვლევით და საცდელ სამუშაოებთან (R&D-სთან ) დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
In Banks in Action, you have the opportunity to invest in new technology via the Research and Development (R&D) decision.
51094.
Banking | Banks and Banking
R&D-ში დახარჯული ფული ახალი კომპიუტერული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის კვლევას ხმარდება და თქვენს ბანკს მისი საქმიანი ოპერაციების უფრო სწრაფად და უფრო დაბალი ხარჯებით დამუშავებაში დაეხმარება.
Money spent on R&D goes toward investigating new computer and communications technology that will help your bank process its transactions more quickly at lower cost.
51095.
Banking | Banks and Banking
R&D-სთვის განკუთვნილი თანხების ჯეროვნად გამოყენებას შეუძლია თქვენი ბანკის საექსპლუატაციო ხარჯები შეგიმციროთ და თქვენს კონკურენტებთან ბრძოლაში ლიდერის პოზიციაზე გაგიყვანოთ.
Well-spent R&D expenditures can lead to lowering your bank's cost of operations and give it a lead over your competitors.
51096.
Banking | Banks and Banking
საქმიანი ოპერაციების წარმოებისა და R&D-ს ხარჯები აკლდება თქვენს ნეტო-პროცენტს და ამით გამოითვლება თქვენი ბანკის მოგება, ანუ წმინდა შემოსავალი.
The cost of both Operations and R&D are deducted from your Net Interest to calculate your bank's profit or Net Income.
51097.
Banking | Banks and Banking
შეისწავლეთ თქვენი ბანკის ფინანსური ანგარიში და ნახეთ, რა თანხას ხარჯავთ ამჟამად ოპერაციების წარმოებასა და R&D-ში.
Examine your bank's Financial Report to see the amount you are currently spending on both Operations and R&D.
51098.
Banking | Banks and Banking
თუ გაზრდით თანხას, რომელსაც თქვენ R&D-ში ხარჯავთ, შესაძლოა ოპერაციების წარმოების ხარჯების შემცირება მოახერხოთ.
If you increase the amount you spend on R&D, you may be able to lower the cost of Operations.
51099.
Banking | Banks and Banking
თუ შეამცირებთ თქვენ მიერ R&D-ში ინვესტირებული თანხის ოდენობას, ოპერაციების წარმოების ხარჯები შეიძლება გაიზარდოს.
If you decrease your investment in R&D, the cost of Operations may increase.
51100.
Banking | Banks and Banking
ტექნოლოგიაში გაკეთებული ინვესტიციის ზემოქმედება რომ საგრძნობი გახდეს, ამისათვის გარკვეული დროა საჭირო, მაგრამ როგორც კი ამგვარი ზემოქმედება ძალაში შევა, იგი უკვე პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
Investments in technology require time to take effect but the effect is permanent once it occurs.