669199 Records found
523921.
Biology | Chapter XIII
თუ ჩვენ ადამიანის გენომის იმ ნაწილებს შევხედავთ, რომლებიც სხვა ძუძუმწოვრების გენომის ნაწილების მსგავსია, აღმოვაჩენთ, რომ აქაც იგივე ტენდენცია არსებობს.
So if we look at the portions of the human genome that are very similar in other mammals, they tend to contain genes.
523922.
Biology | Chapter XIII
ყველა გენის პოვნა მომაჯადოებელი თავსატეხია, რომელიც გამოთვლითი ტექნიკის დარგში მომუშავე მეცნიერებს, ევოლუციურ ბიოლოგებს, მოლეკულურ ბიოლოგებსა და სხვებს ერთნაირად იტაცებს.
The task of finding all the genes is a fascinating puzzle that involves computer scientists, evolutionary biologists, molecular biologists, and others.
523923.
Biology | Chapter XIII
რამდენი გენი აქვს ადამიანს?
How many human genes are there?
523924.
Biology | Chapter XIII
ჩემი დღევანდელი ვარაუდით ადამიანს ცილის მაკოდირებელი 20 000 - 25 000 გენი აქვს.
My best guess today is that there are 20,000 - 25,000 protein-coding genes.
523925.
Biology | Chapter XIII
ადამიანის გენომის საერთო ზომიდან გამომდინარე ითვლებოდა, რომ გენების რაოდენობა ამაზე ბევრად მეტია, მაგრამ ეს ვარაუდი არ დადასტურდა, რაც ადამიანის გენომის პროექტის ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი აღმოჩენაა. არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც სახელმძღვანელოებში წერდნენ, რომ ადამიანს დაახლოებით 100 000 გენი აქვს.
One of the most surprising findings of the Human Genome Project was a gene count much lower than people had expected based on the total size of the human genome; not so many years ago, textbooks gave 100,000 as the likely number of human genes.
523926.
Biology | Chapter XIII
როცა თანმიმდევრობების უხეში სურათი მივიღეთ, ვივარაუდეთ, რომ ადამიანს შეიძლება დაახლოებით 40 000- მდე გენი ჰქონდეს, მაგრამ მალე გაირკვა, რომ აქედან მრავალი ფსევდოგენია - ნამდვილი გენების არასრულყოფილი და არაფუნქციური ასლი.
When we got the rough draft of the sequence, we thought there might be as many as 40,000 genes, but we soon learned that many of these were actually pseudogenes, which are defective, nonfunctional copies of true genes.
523927.
Biology | Chapter XIII
გენების რაოდენობა მცირდებოდა და მცირდებოდა.
The count has been falling gene and falling.
523928.
Biology | Chapter XIII
რამდენად ახლოს ვართ ადამიანის გენომის გაშიფვრასთან?
How close are we to understanding the human genome?
523929.
Biology | Chapter XIII
ჩვენი უცოდინარობა მას შემდეგ გამოვლინდა, როცა ადამიანის გენომი თაგვის გენომს შევადარეთ.
The extent of our ignorance became clear from comparing the human genome with the mouse.
523930.
Biology | Chapter XIII
როცა ეს გენომები ერთ ხაზად დავალაგეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანის გენომის დაახლოებით 5% თაგვის გენომის მსგავსია. ამ გენებმა ადამიანის და თაგვის საერთო წინაპრის დროიდან დაწყებული მკვეთრი ევოლუციური კონსერვაცია გამოავლინეს.
When we lined up the two, we found genome that about 5% of the human genome showed strong similarity to that of the mouse, indicating strong evolutionary conservation since the last common ancestor of mouse and human.
523931.
Biology | Chapter XIII
დნმ-ის თანმიმდევრობები ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
Thus, the sequences in this DNA must be functionally very important.
523932.
Biology | Chapter XIII
მაგრამ ამ 5%-ის მხოლოდ ერთ მესამედზე პასუხისმგებელია ცნობილი გენები და მარეგულირებელი თანმიმდევრობები. გაცილებით მეტი “ევოლუციის მოსავლელია”, ვიდრე დღეს შეგვიძლია ავხსნათ.
But only about a third of the 5% and genes could be accounted for by known regulatory sequences, leaving a lot more that evolution "cares about" than we can explain today.
523933.
Biology | Chapter XIII
გენომიკა ზუსტად ამ გამოცანების გამო მიყვარს.
That's what I love about genomics.
523934.
Biology | Chapter XIII
ბიოლოგიის დარგში დიდი ცარიელი სივრცეებია, რომლებიც ჩვენ უნდა შევავსოთ.
We're learning that there are vast tracts of biology we have missed.
523935.
Biology | Chapter XIII
თითქოს უეცრად შევძელით მთელი დედამიწის დანახვა და, ეშმაკმა დალახვროს, რამდენიმე ისეთი კონტინენტი დავინახეთ, რომელთა შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდით.
It's as if we suddenly could look at the whole Earth and see that, golly, there are several continents we hadn't known about.
523936.
Biology | Chapter XIII
გენომიკა აჩვენებს, რომ შემდეგი თაობის ახალგაზრდა მეცნიერებსაც კვლევისთვის უზარმაზარი შესაძლებლობა ექნება.
Genomics is revealing huge territories for the next generation of young scientists to explore.
523937.
Biology | Chapter XIII
როგორ მოქმედებს გენომიკა ევოლუციის შესწავლაზე?
How is genomics affecting the study of evolution?
523938.
Biology | Chapter XIII
გენომიკის მონაცემების საფუძველზე ევოლუციური ბიოლოგიაც იცვლება.
Evolutionary biology is being transformed by the availability of genomic data.
523939.
Biology | Chapter XIII
ახლა შეგვიძლია ორგანიზმების სრული თანმიმდევრობების დადგენა და ამის საფუძველზე მათი ევოლუციური კავშირებისა და ბიოლოგიური ისტორიის ნატიფი დეტალების აღდგენა.
Now we can sit down with the complete sequences of a number of organisms and begin to reconstruct their evolutionary relationships and histories in exquisite detail.
523940.
Biology | Chapter XIII
შეგვიძლია იმ ძალების დანახვა, რომლებიც სხვადასხვა თაობებში მოქმედებენ.
We can see the forces at work in different lineages.