მოიძებნა 669200 ჩანაწერი
523941.
ბიოლოგია | თავი XIII
მაგალითად, გავიგეთ, რომ ადამიანის შემთხვევაში ევოლუციურად ყველაზე განვითარებულია გამრავლებასა და იმუნურ რეაქციებში ჩართული გენები.
For instance, we can see that in humans the most actively evolving genes are those involved in reproduction and the immune system.
523942.
ბიოლოგია | თავი XIII
მეცნიერები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ გენომი ევოლუციაზე ზუსტად ამგვარ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს, მაგრამ მხოლოდ ახლა დადგინდა, რომ ეს მართლაც ასეა.
Scientists have long thought that genomes carried such information about evolution, but we're finally getting to see it laid out clearly.
523943.
ბიოლოგია | თავი XIII
ევოლუცია ექსპერიმენტატორია, რომელიც თავის ექსპერიმენტს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის დროიდან, ბოლო სამნახევარი მილიარდი წელია, აყენებს.
Evolution is, so to speak, an experimentalist that has been running experiments for three and a half billion years, since the origin of life on Earth.
523944.
ბიოლოგია | თავი XIII
საოცარია, რომ დღევანდელი ორგანიზმების გენომები ამ ექსპერიმენტის ლაბორატორიულ ჩანაწერებს ინარჩუნებს. ამიტომ შეგვიძლია უკან დაბრუნება და იმ მოვლენების აღდგენა, რომლებიც უძველეს წარსულში მოხდა.
And, wonderfully, the genomes of today's organisms retain the lab notes of these experiments, so that we can go back and reconstruct the events that took place.
523945.
ბიოლოგია | თავი XIII
მოდით, ვისაუბროთ გენომიკის მედიცინაში გამოყენების შესახებ.
Let's talk about the application of genomics to medicine.
523946.
ბიოლოგია | თავი XIII
რა სიახლეებია ამ კუთხით ბროუდის ინსტიტუტში?
What goes on at the Broad Institute?
523947.
ბიოლოგია | თავი XIII
მთავარი ამოცანაა ადამიანის ძირითადი დაავადებების მოლეკულური საფუძვლების ახსნა. მაგალითად, დიაბეტის, ფილტვის კიბოს, ფსიქიკური დაავადებებისა და მრავალი სხვა დაავადებების.
The key challenge ahead is to understand the molecular basis of common human diseases such as diabetes, lung cancer, psychiatric diseases, and many others.
523948.
ბიოლოგია | თავი XIII
მოლეკულური მექანიზმების გარკვევა მკურნალობის გზების მიგნების გასაღებია.
Understanding molecular mechanisms is key to creating therapies.
523949.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის გენომის თანმიმდევრობის გაშიფვრამ შექმნა მყარი საფუძველი დაავადებების სისტემური გააზრებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
The sequence of the human genome has given us a great foundation for systematic understanding of disease-but it's just a start.
523950.
ბიოლოგია | თავი XIII
პარალელურად, უნდა მივაგნოთ ამ ინფორმაციის გამოყენების გზებს, რომ სამკურნალო პრეპარატებისთვის სწორი სამიზნეები შევარჩიოთ და თერაპიის სხვა მიმართულებებიც განვავითაროთ.
In parallel, we need to develop ways to use this comprehensive picture to identify the right targets for drug development and other therapies.
523951.
ბიოლოგია | თავი XIII
ბროუდის ინსტიტუტის მისიაა, ბიომედიცინის განვითარების შემდგომი სტადიის მართვაში დახმარება.
The Broad Institute's mission is to help drive this next stage of biomedicine.
523952.
ბიოლოგია | თავი XIII
ჩვენს ინსტიტუტში მუშაობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ჰარვარდის კლინიკებიდან ჩამოსული სხვადასხვა დარგის სპეციალისტი: ბიოლოგები, ქიმიკოსები, ექიმები, მათემატიკოსები და სხვები.
The institute includes many kinds of scientists-biologists, chemists, physicians, mathematicians, and others from across MIT and Harvard, including the Harvard hospitals.
523953.
ბიოლოგია | თავი XIII
ერთად ვცდილობთ ბიოლოგიური ინფორმაციის დაგროვებასა და მედიცინაში მისი დანერგვის ახალი გზების მოძიებას.
Together, we're developing new ways to generate biological information and new ways to apply it in medical studies.
523954.
ბიოლოგია | თავი XIII
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ მიღებული მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ყველა შეძლებს ამ მონაცემებით სარგებლობას და ახალი კითხვების წამოყენებას.
We also feel strongly about making all the data publicly available, so that anyone can use it to ask new questions.
523955.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზი და სქესობრივი ცხოვრების ციკლი.
Meiosis and Sexual Life Cycles.
523956.
ბიოლოგია | თავი XIII
მემკვიდრეობითი მსგავსება და ცვალებადობა.
Hereditary Similarity and Variation.
523957.
ბიოლოგია | თავი XIII
ცოცხალი ორგანიზმები თავისი მსგავსის შექმნის უნარით გამოირჩევა.
Living organisms are distinguished by their ability to reproduce their own kind.
523958.
ბიოლოგია | თავი XIII
მუხის ხეს მხოლოდ მუხის ხე ქმნის, მეტი სპილოს გაჩენა მხოლოდ სპილოებს შეუძლია.
Only oak trees produce oaks, and only elephants can make more elephants.
523959.
ბიოლოგია | თავი XIII
ამავე დროს, ნაშიერი უფრო ჰგავს თავის მშობლებს, ვიდრე იმავე სახეობის ნაკლებად მონათესავე ინდივიდებს.
Furthermore, offspring resemble their parents more than they do less closely related individuals of the same species.
523960.
ბიოლოგია | თავი XIII
ერთი თაობიდან მეორეზე ნიშან-თვისებების გადაცემას მემკვიდრეობითობა ეწოდება.
The transmission of traits from one generation to the next is called inheritance, or heredity.