მოიძებნა 669200 ჩანაწერი
523901.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს იყო დიდი მიღწევა.
It was a great experience.
523902.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის გენომის პროექტში ჩართულმა ყველა მონაწილემ იცოდა, რომ ვმუშაობთ საკითხზე, რომელიც მეცნიერებისთვის 100 წლის შემდეგაც კი იქნება ფუნდამენტური.
Everybody involved in the Human Genome Project knew we were working on something that would still be fundamental to science a hundred years from now.
523903.
ბიოლოგია | თავი XIII
ვგრძნობდით, რომ ჩვენი შრომა ჩვენი შვილებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან 50 წლის შემდეგ მედიცინა ზუსტად ამ შედეგებზე იქნება დაფუძნებული.
We felt it would be important to our children because the medicine of 50 from years now will be based on this work.
523904.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს იყო მრავალი პიროვნების, მრავალი ცენტრისა და ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა, ყოვლისმომცველი პროექტი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიისა და ჩინეთის 20 სამეცნიერო ცენტრის რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
And it was the work of no one individual, no one center, no one country. Overall, the project involved several thousand people at 20 centers all over the world-in the United States, the United Kingdom, France, Germany, Japan, and China.
523905.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს იყო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, იმ ადამიანების თანამშრომლობის, რომლებიც უდიდესი მნიშვნელობის საკითხზე ერთად მუშაობდნენ.
It was science at its best, an international collaboration of people working together for something bigger than themselves.
523906.
ბიოლოგია | თავი XIII
ჩვენი მიზნების მისაღწევად გამუდმებით გვჭირდებოდა ახალი მეთოდების დამუშავება და მათ ავტომატიზაციაზე ზრუნვა.
To achieve our goals, we constantly had to invent new methodologies, and we had to figure out how to automate as much as possible.
523907.
ბიოლოგია | თავი XIII
მიღებული მონაცემების ანალიზის საშუალებებიც გასარკვევი გვქონდა.
Then we had to figure out how to analyze the data.
523908.
ბიოლოგია | თავი XIII
ანალიზის ჩასატარებლად მათემატიკის ცოდნა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.
My own background in mathematics actually turned out to be useful.
523909.
ბიოლოგია | თავი XIII
საიდან იცით ამ ჯაჭვის რომელი მონაკვეთებია გენები?
How do you know which sections are genes?
523910.
ბიოლოგია | თავი XIII
ძალიან გრძელ თანმიმდევრობებში გენების იდენტიფიცირება რთული საქმეა.
It's not easy to identify the genes within a very long sequence.
523911.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს განსაკუთრებით ადამიანსა და სხვა მრავალუჯრედიან ევკარიოტებს ეხება, რომლებსაც აქვთ არამაკოდირებელი დნმ-ისა და გენ-მაკოდირებელი თანმიმდევრობების დიდი რაოდენობა, რომელიც არამაკოდირებული დნმ-ს ფრაგმენტებით (ინტრონებით) მოკლე სეგმენტებად (ეგზონებად) დაყოფილია.
This is particularly so in humans and other multicellular eukaryotes, which generally have huge amounts of noncoding DNA and gene-coding sequences split up into small segments (exons) interrupted by stretches of noncoding DNA (introns).
523912.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის გენების გაშიფვრაზე მუშაობისას ხმაურის ზღვაში თუნდაც მცირე სიგნალებს ვეძებდით.
In searching for human genes, we're looking for small signals in a sea of noise.
523913.
ბიოლოგია | თავი XIII
კომპიუტერული პროგრამები გენის თანმიმდევრობის ამორჩევაში მხოლოდ ზედაპირულ სამუშაოს ასრულებს.
Computer programs can do a passable job of picking out gene sequences, but only passable.
523914.
ბიოლოგია | თავი XIII
ჩვენთვის საინტერესო თანმიმდევრობები ATG-ს შეიცავს, რომლითაც ყველა გენების მაკოდირებელი თანმიმდევრობა იწყება. მაგრამ ATG გენომისთვის ჩვეულებრივი ტრიპლეტია და დიდ არაფერს გვეუბნება.
The sequences you can look for include ATG, which starts the coding sequence of all genes, but ATG is so common in the genome that it's not much of a signal.
523915.
ბიოლოგია | თავი XIII
შეიძლება ისეთი ადგილების მოძებნა, სადაც საწყის სიგნალს ნუკლეოტიდების საკმაოდ გრძელი ფრაგმენტები მოჰყვება, სანამ სტოპ სიგნალს აღმნიშვნელი სამი ნუკლეოტიდიდან ერთ-ერთი არ გამოჩნდება. მაგრამ ეს შეიძლება შემთხვევითაც მოხდეს.
You can also look for places where that start signal is followed by a fairly long stretch of nucleotides before one of the three-nucleotide stop signals appears, but that can easily occur by chance.
523916.
ბიოლოგია | თავი XIII
ასე რომ, როცა ამ ტიპის სიგნალების მოსაძებნად მხოლოდ კომპიუტერს ვიყენებთ, გენების იდენტიფიცირების თვალსაზრისით საკმაოდ უხარისხო შედეგს ვიღებთ.
So, using a computer to look for those kinds of signals alone does a pretty crummy job of identifying genes.
523917.
ბიოლოგია | თავი XIII
საბედნიეროდ, ჩვენ სხვა ხრიკებსაც მივმართავთ.
Happily, we have other tricks up our sleeves.
523918.
ბიოლოგია | თავი XIII
გენების იდენტიფიცირების ერთი გზაა გენომის შედარება უჯრედის ინფორმაციული რნმ-ის მოლეკულების ასლებთან.
One way to identify genes is to compare the genome to copies of messenger RNA molecules from cells.
523919.
ბიოლოგია | თავი XIII
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხერხია ადამიანის თანმიმდევრობების შედარება მონათესავე სახეობების თანმიმდევრობებთან.
Another powerful approach is to compare the human sequence to those of related species.
523920.
ბიოლოგია | თავი XIII
მრავალი გენი ორგანიზმის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ევოლუციის მსვლელობისას ეს გენები დაკონსერვების (დიდად არ იცვლებიან) ტენდენციას ავლენენ.
Because many genes are crucial to an organism's survival, they tend to be conserved (not change very much) during evolution.