669199 Records found
524501.
Biology | Chapter XIV
უფრო მეტიც, დათიშვის და დამოუკიდებლად განაწილების კანონების გავრცობამ მემკვიდრეობის ზოგიერთი სურათის, მაგალითად, ეპისტაზის და რაოდენობრივი ნიშნების ახსნის მიზნით დაგვანახა, თუ რაოდენ ფართო გამოყენება აქვს მენდელიზმს.
Furthermore, by extending the principles of segregation and independent assortment to help explain such hereditary patterns as epistasis and quantitative characters, we begin to see how broadly Mendelism applies.
524502.
Biology | Chapter XIV
მენდელისეული მონასტრის ბაღიდან მოდის დისკრეტული („დაცალკევებული“) მემკვიდრეობის თეორია, რომელიც განამტკიცებს თანამედროვე გენეტიკას.
From Mendel's abbey garden came a theory of particulate inheritance that anchors modern genetics.
524503.
Biology | Chapter XIV
ამ თავის ბოლო ნაწილში ჩვენ გამოვიყენებთ მენდელისეულ გენეტიკას ადამიანის მემკვიდრულობის მიმართ და აქცენტს გავაკეთებთ მემკვიდრული დაავადებების გადაცემაზე.
In the last section of this chapter, we will apply Mendelian genetics to human inheritance, with emphasis on the transmission of hereditary diseases.
524504.
Biology | Chapter XIV
ადამიანის მრავალი ნიშან-თვისება მენდელისეული კანონზომიერებებით მემკვიდრეობს.
Many human traits follow Mendelian patterns of inheritance.
524505.
Biology | Chapter XIV
ბარდა გენეტიკური კვლევებისთვის ხელსაყრელი ობიექტია, რასაც ვერ ვიტყვით ადამიანზე.
Whereas peas are convenient subjects for genetic research, humans are not.
524506.
Biology | Chapter XIV
ადამიანის გენერაციული სიმწიფის ასაკის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელია და ბარდასთან და სახეობათა უმეტესობასთან შედარებით მშობლები მცირერიცხოვან შვილებს შობენ.
The human generation span is about 20 years, and human parents produce relatively few offspring compared to peas and most other species.
524507.
Biology | Chapter XIV
უფრო მეტიც, მენდელის ექსპერიმენტების მსგავსი შეჯვარების ექსპერიმენტები ადამიანების მიმართ მიუღებელია.
Furthermore, breeding experiments like the ones Mendel performed are unacceptable with humans.
524508.
Biology | Chapter XIV
ამ წინააღმდეგობათა მიუხედავად, საკუთარი მემკვიდრულობის შეცნობის სურვილით წაქეზებული, ადამიანის გენეტიკა ინტენსიურად ვითარდება.
In spite of these difficulties, the study of human genetics continues to advance, spurred on by the desire to understand our own inheritance.
524509.
Biology | Chapter XIV
მოლეკულური ბიოლოგიის ახალი მეთოდების გამოყენებით ბევრი სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა, მაგრამ მენდელიზმი მაინც რჩება ადამიანის გენეტიკის ქვაკუთხედად.
New techniques in molecular biology have led to many breakthrough discoveries but basic Mendelism endures as the foundation of human genetics.
524510.
Biology | Chapter XIV
გენეალოგიური ანალიზი.
Pedigree Analysis.
524511.
Biology | Chapter XIV
არ შეუძლიათ რა ადამიანთა შეწყვილების ექსპერიმენტებით მანიპულირება, გენეტიკოსებმა უკვე მომხდარი შეუღლების შედეგები უნდა გააანალიზონ.
Unable to manipulate the mating patterns of people, geneticists must analyze the results of matings that have already occurred.
524512.
Biology | Chapter XIV
ამას ისინი გარკვეული ნიშნის მიმართ ოჯახური ისტორიის შესახებ მონაცემების შეგროვების გზით ახდენენ და ეს ინფორმაცია შეაქვთ გენეალოგიური ხის გამოსახულებაში, რომელიც გამოხატავს თაობიდან თაობაში მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ამ ხეს გენეალოგიურ ხეს უწოდებენ.
They do so by collecting information about a family's history for a particular trait and assembling this information into a family tree describing the interrelationships of parents and children across the generations - the family pedigree.
524513.
Biology | Chapter XIV
პაპა-დიდედას, რომელთაც ჰქონდათ „ქვრივის პიკი”, უნდა ჰქონოდათ Ww გენოტიპი, რადგან ზოგიერთი მათი შთამომავალი იყო რეცესიული ჰომოზიგოტი.
The two grandparents with widow's peaks must have the Ww genotype, since some of their offspring are homozygous recessive.
524514.
Biology | Chapter XIV
ამ ნუსხის მესამე თაობაში არის ორი და.
The third generation in this pedigree consists of two sisters.
524515.
Biology | Chapter XIV
ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც აქვს „ქვრივის პიკი”, შეიძლება იყოს ჰომოზიგოტი WW ან ჰეტეროზიგოტი Ww, მათი მშობლების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე (ორივე იყო Ww).
The one who has a widow's peak could be either homozygous (WW) or heterozygous (Ww), given what we know about the genotypes of her parents (both Ww).
524516.
Biology | Chapter XIV
სურათი 14.14 ბ იმავე ოჯახის საგვარტომო ხეა, მაგრამ ამჯერად ვაკვირდებით რეცესიულ ნიშანს – ყურის შეზრდილ ბიბილოს.
Figure 14.14b is a pedigree of the same family, but this time we focus on a recessive trait, attached earlobes.
524517.
Biology | Chapter XIV
რეცესიული ალელისთვის გამოვიყენებთ f და დომინანტური ალელისათვის – F სიმბოლოებს (ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავისუფალი ბიბილოს არსებობას).
We'll use f for the recessive allele and F for the dominant allele, which results in free earlobes.
524518.
Biology | Chapter XIV
კიდევ ერთხელ შენიშნეთ, რომ საგვარტომო ანალიზის პროცესში გენოტიპის წინასწარ განსაზღვრისთვის ჩვენ ვიყენებთ იმ ცოდნას, რაც მენდელისეული მემკვიდრულობის შესწავლისას დაგვიგროვდა.
As you work your way through the pedigree, notice once again that you can apply what you have learned about Mendelian inheritance to fill in the genotypes for most individuals.
524519.
Biology | Chapter XIV
საგვარტომო ანალიზი დიდად გვეხმარება მომავალში ნიშნების მემკვიდრული გადაცემის სურათის შექმნაში.
An important application of a pedigree is to help us predict the future.
524520.
Biology | Chapter XIV
წარმოიდგინეთ, რომ მეორე თაობაში წყვილმა გადაწყვიტა, იყოლიოს კიდევ ერთი შვილი.
Suppose that the couple represented in the second generation decide to have one more child.