მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524481.
ბიოლოგია | თავი XIV
კიდევ ერთი გადახვევა მარტივი მენდელისეული გენეტიკიდან დაიკვირვება მაშინ, როდესაც რომელიმე ნიშნის ფენოტიპური გამოვლინება ერთდროულად დამოკიდებულია როგორც გენოტიპზე, ისე გარემოზე.
Another departure from simple Mendelian genetics arises when the phenotype for a character depends on environment as well as on genotype.
524482.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, ცალკე მდგომი ხის ფოთლების ზომა, ფორმა და სიმწვანე ვარირებს ქარსა და მზეზე დამოკიდებულებით.
A single tree, locked into its inherited genotype, has leaves that vary in size, shape, and greenness, depending on exposure to wind and sun.
524483.
ბიოლოგია | თავი XIV
ადამიანში საკვები გავლენას ახდენს მის სიმაღლეზე; ვარჯიში ცვლის აღნაგობას; მზეზე გარუჯვა სიმუქეს მატებს კანს; გამოცდილება კი აუმჯობესებს ინტელექტის შესამოწმებელი ტესტის შედეგებს.
For humans, nutrition influences height, exercise alters build, sun-tanning darkens the skin, and experience improves performance on intelligence tests.
524484.
ბიოლოგია | თავი XIV
გენეტიკურად იდენტურ ტყუპებშიც კი, დაგროვილი ფენოტიპური განსხვავებები ინდივიდუალური გამოცდილებით განისაზღვრება.
Even identical twins, who are genetic equals, accumulate phenotypic differences as a result of their unique experiences.
524485.
ბიოლოგია | თავი XIV
გენების გავლენა მეტია თუ გარემოსი? – ბუნების თუ „წვრთნის”? – ეს ძალიან ძველი და მწარე დებატების თემაა და აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას ჩვენ აქ არ შევეცდებით.
Whether human characteristics are more influenced by genes or the environment-nature or nurture - is a very old and hotly contested debate that we will not attempt to settle here.
524486.
ბიოლოგია | თავი XIV
მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ზოგადად, გენოტიპი მკაცრად არ განსაზღვრავს ფენოტიპს. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, გენოტიპი განსაზღვრავს ფენოტიპურ შესაძლებლობათა რიგს, რომელიც თავის მხრივ, გარემოს გავლენით რეალიზდება.
We can say, however, that a genotype generally is not associated with a rigidly defined phenotype, but rather with a range of phenotypic possibilities due to environmental influences.
524487.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ფენოტიპურ რიგს რეაქციის ნორმას უწოდებენ.
This phenotypic range is called the norm of reaction.
524488.
ბიოლოგია | თავი XIV
ზოგიერთი ნიშნისთვის, მაგალითად სისხლის ჯგუფების სისტემისთვის, რეაქციის ნორმა საკმაოდ შეზღუდულია, ანუ მოცემული გენოტიპი ზუსტად განსაზღვრავს ძალიან სპეციფიკურ ფენოტიპს.
For some characters, such as the ABO blood group, the norm of reaction has no breadth whatsoever; that is, a given genotype mandates a very specific phenotype.
524489.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის საპირისპიროდ, ადამიანის სისხლის ფორმულაში წითელი და თეთრი უჯრედების შემცველობა ვარირებს ისეთ ფაქტორებზე დამოკიდებულებით, როგორიცაა: სიმაღლე ზღვის დონიდან, ჩვევები და ფიზიკური აქტივობა, ინფექციური აგენტების მატარებლობა ორგანიზმში.
In contrast, a person's blood count of red and white cells varies quite a bit, depending on such factors as the altitude, the customary level of physical activity, and the presence of infectious agents.
524490.
ბიოლოგია | თავი XIV
გარემო მოქმედებს ამ ნიშნების რაოდენობრივ გამოხატულებაზე, როგორც ეს ვნახეთ ადამიანში კანის ფერის ცვალებადობის მაგალითზე.
Environment contributes to the quantitative nature of these characters, as we have seen in the continuous variation of skin color.
524491.
ბიოლოგია | თავი XIV
გენეტიკოსები ასეთ ნიშნებს მულტიფაქტორულს უწოდებენ, რითაც მიანიშნებენ იმაზე, რომ მრავალი გენეტიკური და გარემო ფაქტორი ერთობლივად მოქმედებს ფენოტიპის ჩამოყალიბებაზე.
Geneticists refer to such characters as multifactorial, meaning that many factors, both genetic and environmental, collectively influence phenotype.
524492.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრეობასა და ცვალებადობაზე მენდელისეულ შეხედულებათა ინტეგრირება.
Integrating a Mendelian View of Heredity and Variation.
524493.
ბიოლოგია | თავი XIV
გამოსავალი იმაშია, რომ მოვახდინოთ ერთეულ გენზე და ფენოტიპურ ნიშნებზე ყურადღების გადატანა ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის თვისებებზე.
The outcome of a genotype lies within its norm of reaction, a phenotypic range that depends on the environment in which the genotype is expressed.
524494.
ბიოლოგია | თავი XIV
ცნება ფენოტიპი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ სპეციფიკური ნიშნებით, მაგალითად, ყვავილის შეფერილობით ან სისხლის ჯგუფობრიობით.
The term phenotype can refer not only to specific characters, such as flower color and blood group.
524495.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის მსგავსად, ცნება გენოტიპი შეიძლება მოიცავდეს ორგანიზმის მთლიან გენეტიკურ კონსტიტუციას და არა კონკრეტული ალელების გენეტიკურ ლოკუსებს.
Similarly, the term genotype can refer to an organism's entire genetic makeup, not just its alleles for a single genetic locus.
524496.
ბიოლოგია | თავი XIV
უმეტეს შემთხვევაში, რომელიმე გენის გავლენა ფენოტიპზე განიცდის სხვა გენების და გარემოს ზეგავლენასაც.
In most cases, a gene's impact on phenotype is affected by other genes and by the environment.
524497.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრეობისა და ცვალებადობის ინტეგრირებული შეხედულების თანახმად, ორგანიზმის ფენოტიპი მთლიანობაში ასახავს გენოტიპსა და უნიკალურ გარემო პირობებს.
In this integrated view of heredity and variation, an organism's phenotype reflects its overall genotype and unique environmental history.
524498.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ თვალს მივადევნებთ ყოველივეს, რაც შეიძლება ნიშანმა განიცადოს გენოტიპიდან ფენოტიპში რეალიზაციის გზაზე, მართლაც შთამბეჭდავია, როგორ შეძლო მენდელმა აღმოეჩინა ის ფუნდამენტური კანონები, რომლებიც მართავენ მშობლებიდან შთამომავლებზე ინდივიდუალური გენების გადაცემას.
Considering all that can occur in the pathway from genotype to phenotype, it is indeed impressive that Mendel could uncover the fundamental principles governing the transmission of individual genes from parents to offspring.
524499.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის ორი კანონი – დათიშვისა და დამოუკიდებლად განაწილების კანონი, ხსნის გენების (მემკვიდრული „ნაწილაკების”) ალტერნატიული ფორმების მემკვიდრულ ვარიაციებს, მათ გადაცემას თაობიდან თაობაში ალბათობის მარტივი წესების მიხედვით.
Mendel's two laws, segregation and independent assortment, explain heritable variations in terms of alternative forms of genes (hereditary "particles") that are passed along, generation after generation, according to simple rules of probability.
524500.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრულობის ეს თეორია თანაბრად მართებულია ბარდისთვის, ბუზებისთვის, თევზებისთვის, ფრინველებისთვის და ადამიანისთვის.
This theory of inheritance is equally valid for peas, flies, fishes, birds, and human beings.