მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524521.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს ექნება „ქვრივის პიკი”?
What is the probability that the child will have a widow's peak?
524522.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორია იმის ალბათობა, რომ ბავშვს ექნება ყურის შეზრდილი ბიბილო?
What is the probability that the child will have attached earlobes?
524523.
ბიოლოგია | თავი XIV
ისევ გავიხსენოთ, რომ ეს არის მონოჰიბრიდული შეჯვარების მსგავსი, მაგრამ ამჯერად გვჭირდება განვსაზღვროთ, თუ როგორია ალბათობა იმისა, რომ ბავშვი იქნება რეცესიული ჰომოზიგოტი.
Again, we can treat this as a monohybrid cross, but this time we want to know the chance that the offspring will be homozygous recessive.
524524.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს ალბათობა 1/4-ის ტოლია.
That probability is 1/4.
524525.
ბიოლოგია | თავი XIV
და ბოლოს, როგორია ალბათობა იმისა, რომ ბავშვს ერთდროულად ექნება „ქვრივის პიკი“ და შეზრდილი ბიბილო?
Finally, what is the chance that the child will have a widow's peak and attached earlobes?
524526.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ დავუშვებთ, რომ ამ ორი ნიშნის განმსაზღვრელი გენები სხვადასხვა ქრომოსომაშია, ასეთ დიჰიბრიდულ შეჯვარებაში ალელების ეს ორი წყვილი დამოუკიდებლად მემკვიდრეობს.
Assuming that the genes for these two characters are on different chromosomes, the two pairs of alleles will assort independently in this dihybrid cross.
524527.
ბიოლოგია | თავი XIV
გამოვიყენებთ გამრავლების წესს და განვსაზღვრავთ: 3/4 (ალბათობა, რომ ექნება „ქვრივის პიკი”) X 1/4 (ალბათობა, რომ ექნება შეზრდილი ბიბილოები) = 3/16 (ალბათობა, რომ ექნება „ქვრივის პიკი“ და შეზრდილი ბიბილოები).
Thus, we can use the multiplication rule: 3/4 (chance of widow's peak) X 1/4 (chance of attached earlobes) = 3/16 (chance of widow's peak and attached earlobes).
524528.
ბიოლოგია | თავი XIV
გენეალოგიური ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება ინვალიდობასთან დაკავშირებულ ნიშნებს, ან რომელიმე ლეტალურ მემკვიდრულ დაავადებას და არა თმის ხაზის ან ბიბილოს ფორმის სრულიად „უწყინარ“ ნიშნებს.
Pedigrees are a more serious matter when the alleles in question cause disabling or deadly hereditary diseases instead of innocuous human variations such as hairline or earlobe configuration.
524529.
ბიოლოგია | თავი XIV
უნდა აღინიშნოს, რომ მემკვიდრული პათოლოგიების მიმართაც, რომლებიც მარტივი მენდელისეული ნიშნების მსგავსად მემკვიდრულობს, ისეთივე გენეალოგიური ანალიზის მეთოდებს იყენებენ.
However, for disorders inherited as simple Mendelian traits, the same techniques of pedigree analysis apply.
524530.
ბიოლოგია | თავი XIV
რეცესიული მემკვიდრული დარღვევები.
Recessively Inherited Disorders.
524531.
ბიოლოგია | თავი XIV
ცნობილია მრავალი გენეტიკური დარღვევა, რომელთა მემკვიდრეობა მარტივი რეცესიული ნიშნების მსგავსად ხდება.
Thousands of genetic disorders are known to be inherited as simple recessive traits.
524532.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს დარღვევები ვარირებს სიმძიმის მიხედვით შედარებით სუსტიდან, როგორიცაა ალბინიზმი (პიგმენტაციის უქონლობა, რაც იწვევს ორგანიზმის მიდრეკილებას კანის კიბოს განვითარებისადმი, აგრეთვე უქმნის მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს), სიცოცხლისთვის საშიშ ისეთ დაავადებამდე, როგორიცაა კისტური ფიბროზი.
These disorders range in severity from relatively mild, such as albinism (lack of pigmentation, which results in susceptibility to skin cancers and vision problems), to life-threatening, such as cystic fibrosis.
524533.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორ ავხსნათ, რომ რეცესიული ალელებს შეუძლიათ, გამოიწვიონ აღნიშნული დაავადებები?
How can we account for the recessive behavior of the alleles causing these disorders?
524534.
ბიოლოგია | თავი XIV
გაიხსენეთ სპეციფიკური ფუნქციის ცილების მაკოდირებელი გენები.
Recall that genes code for proteins of specific function.
524535.
ბიოლოგია | თავი XIV
ალელი, რომელიც იწვევს გენეტიკურ დარღვევას, კოდირებს მრავლობითი ფუნქციის მფლობელ ცილას ან არაფერს.
An allele that causes a genetic disorder codes either for a malfunctional protein or for no protein at all.
524536.
ბიოლოგია | თავი XIV
რეცესიული დაავადების შემთხვევაში ჰეტეროზიგოტები ფენოტიპურად ნორმალური არიან, რადგან ნორმალური ალელის ერთი ასლი პროდუცირებს საკმარისი ოდენობის სპეციფიკურ ცილას.
In the case of disorders classified as recessive, heterozygotes are normal in phenotype because one copy of the normal allele produces a sufficient amount of the specific protein.
524537.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, დარღვევა, რომელიც რეცესიულად მემკვიდრეობს, ვლინდება მხოლოდ ჰომოზიგოტურ ინდივიდებში, რომელთაც ორივე მშობლისგან მიიღეს თითო რეცესიული ალელი.
Thus, a recessively inherited disorder shows up only in the homozygous individuals who inherit one recessive allele from each parent.
524538.
ბიოლოგია | თავი XIV
ასეთ ინდივიდთა გენოტიპი შეგვიძლია გამოვსახოთ აა სიმბოლოებით, ნორმალური ფენოტიპის ინდივიდის გენოტიპი შეიძლება იყოს AA ან Aა.
We can symbolize the genotype of such individuals as aa and the genotypes of individuals with the normal phenotype as either AA or Aa.
524539.
ბიოლოგია | თავი XIV
მიუხედავად იმისა, რომ ფენოტიპურად ნორმალური არიან, ჰეტეროზიგოტებს (Aa) შეუძლიათ გადასცენ შთამომავლებს რეცესიული ალელი, რის გამოც მათ ალელის მატარებლებს უწოდებენ.
Although phenotypically normal with regard to the disorder, heterozygotes (Aa) may transmit the recessive allele to their offspring and thus are called carriers.
524540.
ბიოლოგია | თავი XIV
რეცესიული დარღვევების მქონე ინდივიდთა უმეტესობის მშობლები დარღვევების მატარებლები არიან, თუმცა თვითონ ნორმალური ფენოტიპი აქვთ.
Most people who have recessive disorders are born to parents who are carriers of the disorder but themselves have a normal phenotype.