669199 Records found
524581.
Biology | Chapter XIV
ამას „სისხლის აღრევას“ უწოდებენ და ასეთ კავშირებს საგვარტომო ნუსხაში ორმაგი ხაზით აღნიშნავენ.
These are called consanguineous ("same blood") matings, and they are indicated in pedigrees by double lines.
524582.
Biology | Chapter XIV
არამონათესავე ადამიანებთან შედარებით, საერთო ახლო წინაპრის ჩამომავალ ადამიანებში ალბათობა იმისა, რომ ისინი ერთსა და იმავე რეცესიულ ალელებს ატარებენ, მეტია. შესაბამისად, გაცილებით მაღალია იმის ალბათობა, რომ ახლონათესაურ ქორწინებათა შედეგად დაბადებული ბავშვები რეცესიული ჰომოზიგოტური (მათ შორის, საზიანო) ნიშნების მატარებლები აღმოჩნდებიან.
Because people with recent common ancestors are more likely to carry the same recessive alleles than are unrelated people, it is more likely that a mating of close relatives will produce offspring homozygous for recessive traits- including harmful ones.
524583.
Biology | Chapter XIV
ამის მაგალითები მრავლად გვხვდება შინაურ ცხოველებსა და ზოოპარკის ინბრედულ ბინადრებში.
Such effects can be observed in many types of domesticated and zoo animals that have become inbred.
524584.
Biology | Chapter XIV
ახლონათესაური ქორწინების შემთხვევაში მემკვიდრული დაავადებების გამოვლენის რისკის ზრდის შესახებ გენეტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
There is debate among geneticists about the extent to which human consanguinity increases the risk of inherited diseases.
524585.
Biology | Chapter XIV
ბევრი საზიანო ალელის ეფექტი იმდენად მძიმეა, რომ ის იწვევს ჩანასახის სპონტანურ აბორტს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.
Many deleterious alleles have such severe effects that a homozygous embryo spontaneously aborts long before birth.
524586.
Biology | Chapter XIV
დღესდღეობით საზოგადოების დიდ ნაწილში ახლონათესაური ქორწინებები აკრძალული ან ტაბუდადებულია.
Still, most societies and cultures have laws or taboos forbidding marriages between close relatives.
524587.
Biology | Chapter XIV
ამ აკრძალვებს შესაძლოა ამყარებდეს ემპირიული დაკვირვებებიც, რომელთა მიხედვით მკვდრადშობადობის და თანდაყოლილი დეფექტების სიხშირე განსაკუთრებით მაღალია ახლო მონათესავე მშობლების შემთხვევაში.
These rules may have evolved out of empirical observation that in most populations, stillbirths and birth defects are more common when parents are closely related.
524588.
Biology | Chapter XIV
ახლონათესაური ქორწინებების ამკრძალავ კანონებზე და ტრადიციების ჩამოყალიბებაზე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც მოქმედებენ.
Social and economic factors have also influenced the development of customs and laws against consanguineous marriages.
524589.
Biology | Chapter XIV
დომინანტური მემკვიდრული დარღვევები.
Dominantly Inherited Disorders.
524590.
Biology | Chapter XIV
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საზიანო ალელი რეცესიულია, ადამიანში რიგი დაავადებები სწორედ დომინანტური ალელებით გამოიწვევა.
Although many harmful alleles are recessive, a number of human disorders are due to dominant alleles.
524591.
Biology | Chapter XIV
ამის მაგალითია აქონდროპლაზია, ჯუჯობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც 25000 ინდივიდიდან ერთში გვხვდება.
One example is achondroplasia, a form of dwarfism with a prevalence of one among every 25,000 people.
524592.
Biology | Chapter XIV
ჰეტეროზიგოტებს აქვთ ჯუჯას ფენოტიპი.
Heterozygous individuals have the dwarf phenotype.
524593.
Biology | Chapter XIV
ამრიგად, ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის აქონდროპლაზიური ჯუჯა (მსოფლიო მოსახლეობის 99,9%), ჰომოზიგოტია რეცესიული ალელის მიხედვით.
Therefore, all people who are not achondroplastic dwarfs 99.99% of the population are homozygous for the recessive allele.
524594.
Biology | Chapter XIV
ხელის და ფეხის მტევნებზე მრავალთითიანობის მსგავსად, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, აქონდროპლაზიაც ის ნიშანია, რომლის რეცესიული ალელი შესაბამის დომინანტურ ალელთან შედარებით უფრო ფართოდაა გავრცელებული.
Like the presence of extra fingers or toes mentioned earlier, achondroplasia is a trait for which the recessive allele is much more prevalent than the corresponding dominant allele.
524595.
Biology | Chapter XIV
ყველა ასეთი ლეტალური ალელი სპერმატოზოიდში ან კვერცხუჯრედში მომხდარი მუტაციის (დნმ-ში მომხდარი ცვლილების) შედეგად ჩნდება.
All such lethal alleles arise by mutations (changes to the DNA) in a sperm or egg.
524596.
Biology | Chapter XIV
ამის საპირისპიროდ, ლეტალური რეცესიული ალელი შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს ჰეტეროზიგოტული მატარებლების მეშვეობით, რომელთაც ნორმალური ფენოტიპი აქვთ.
In contrast, a lethal recessive allele can be perpetuated from generation to generation by heterozygous carriers who have normal phenotypes.
524597.
Biology | Chapter XIV
ასეთი ალელის მფლობელები მრავლდებიან და გადასცემენ რეცესიულ ალელს ახალ თაობას.
These carriers can reproduce and pass on the recessive allele.
524598.
Biology | Chapter XIV
ლეტალური დაავადება მხოლოდ რეცესიულ ჰომოზიგოტებს უვითარდებათ.
Only homozygous recessive offspring will have the lethal disease.
524599.
Biology | Chapter XIV
ლეტალური დომინანტური ალელი მხოლოდ იმ შემთხვევაში „გადაურჩება“ ელიმინაციას, თუ მისი ლეტალური ეფექტი შედარებით გვიან ასაკში ვლინდება.
A lethal dominant allele can escape elimination if it causes death only at a relatively advanced age.
524600.
Biology | Chapter XIV
ასეთ შემთხვევაში, დაავადების სიმპტომების გამოვლენის დროისთვის ინდივიდებს შესაძლოა უკვე გადაცემული ჰქონდეთ შვილებისთვის ლეტალური ალელი.
By the time the symptoms become evident, the individual may have already transmitted the lethal allele to his or her children.