მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524561.
ბიოლოგია | თავი XIV
მკურნალობა გულისხმობს მკერდის ფრთხილ მასაჟს დახშული სასუნთქი გზების ლორწოსგან გათავისუფლების მიზნით, ანტიბიოტიკების ყოველდღიურ მიღებას ინფექციებისგან თავდასაცავად და სიცოცხლის გახანგრძლივებისკენ მიმართულ სხვა პრევენციულ ღონისძიებებს.
Gentle pounding on the chest to clear mucus from clogged airways, daily doses of antibiotics to prevent infection, and other preventive treatments can prolong life.
524562.
ბიოლოგია | თავი XIV
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადებულთა ნახევარი დღეს უკვე 20, ზოგჯერ კი 30 წლის ასაკსაც აღწევს.
In the United States, more than half of the people with cystic fibrosis now survive into their late 20s or even 30s and beyond.
524563.
ბიოლოგია | თავი XIV
ნამგლისებრუჯრედიანი დაავადება.
Sickle-Cell Disease.
524564.
ბიოლოგია | თავი XIV
ნამგლისებრუჯრედიანი დაავადება აფრიკული წარმომავლობის მოსახლეობაში ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადებაა, რომელიც გვხვდება შავკანიანი ამერიკელების 400 წარმომადგენლიდან ერთში.
The most common inherited disorder among people of African descent is sickle-cell disease, which affects one out of 400 African-Americans.
524565.
ბიოლოგია | თავი XIV
ნამგლისებრუჯრედიან დაავადებას იწვევს სისხლის წითელი უჯრედების ცილა ჰემოგლობინში ერთი ამინომჟავას მეორით ჩანაცვლება.
Sickle-cell disease is caused by the substitution of a single amino acid in the hemoglobin protein of red blood cells.
524566.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც დაავადებული ინდივიდის სისხლში მცირდება ჟანგბადის დონე (მაგალითად, ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე, ან რაიმე ფიზიკური სტრესის პირობებში), ხდება დეფექტური ჰემოგლობინის მოლეკულების აგრეგაცია, ისინი იღებენ ჩხირისებრ ფორმას და იწვევენ ერითროციტების დეფორმაციას, ანიჭებენ რა მათ ნამგლის ფორმას.
When the oxygen content of an affected individual's blood is low (at high altitudes or under physical stress, for instance), the sickle-cell hemoglobin molecules aggregate into long rods that deform the red cells into a sickle shape.
524567.
ბიოლოგია | თავი XIV
ნამგლისებური ფორმის უჯრედები შეიძლება დაეცოს წვრილ სისხლძარღვებში, რაც ხშირად იწვევს ავადმყოფობის სხვა სიმპტომების გამოვლენასაც, მაგალითად, ფიზიკურ სისუსტეს, ტკივილს, ორგანოთა დაზიანებას და პარალიზებასაც კი.
Sickled cells may clump and clog small blood vessels, often leading to other symptoms throughout the body, including physical weakness, pain, organ damage, and even paralysis.
524568.
ბიოლოგია | თავი XIV
ნამგლისებრუჯრედიანი დაავადების გამომწვევი ალელის ორმაგი დოზის მრავლობითი ეფექტი პლეიოტროპიის კიდევ ერთი მაგალითია.
The multiple effects of a double dose of the sickle-cell allele are another example of pleiotropy.
524569.
ბიოლოგია | თავი XIV
სისხლის რეგულარული გადასხმების გზით შეიძლება დაავადებული ბავშვების დაცვა თავის ტვინის დაზიანებისგან, ხოლო ახალი სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია სხვა პრობლემების პრევენცია და მკურნალობაც, თუმცა დაავადებისგან განკურნება არ ხდება.
Regular blood transfusions can ward off brain damage in children with sickle-cell disease, and new drugs can help prevent or treat other problems, but there is no cure.
524570.
ბიოლოგია | თავი XIV
მიუხედავად იმისა, რომ ნამგლისებრუჯრედიანი დაავადების სრულად გამოვლენისთვის აუცილებელია დაავადების გამომწვევი ორი ალელის არსებობა, ფენოტიპზე გავლენას ახდენს ერთი ალელის მატარებლობაც.
Although two sickle-cell alleles are necessary for an individual to manifest full-blown sickle-cell disease, the presence of one sickle-cell allele can affect the phenotype.
524571.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, ორგანიზმის დონეზე, ნორმალური ალელი არასრულად დომინირებს ნამგლისებრუჯრედიან ალელზე.
Thus, at the organismal level, the normal allele is incompletely dominant to the sickle-cell allele.
524572.
ბიოლოგია | თავი XIV
ჰეტეროზიგოტები, ჩვეულებრივ, ჯანმრთელები არიან, მაგრამ შესაძლოა გამოუვლინდეთ დაავადების ზოგიერთი ნამგლისებრუჯრედული ნიშანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სისხლში ჟანგბადის დაქვეითებული შემცველობის პირობებში.
Heterozygotes, said to have sickle-cell trait, are usually healthy, but they may suffer some sickle-cell symptoms during prolonged periods of reduced blood oxygen.
524573.
ბიოლოგია | თავი XIV
მოლეკულურ დონეზე, ეს ორი ალელი კოდომინანტურია და ჰეტეროზიგოტებში წარმოებს როგორც ნორმალური, ისე დეფექტური (ნამგლისებრუჯრედიანი) ჰემოგლობინის სინთეზი.
At the molecular level, the two alleles are codominant; both normal and abnormal (sickle-cell) hemoglobins are made in heterozygotes.
524574.
ბიოლოგია | თავი XIV
ყოველი ათი აფრიკული წარმოშობის ამერიკელიდან თითქმის ცხრას აქვს ნამგლისებრუჯრედული ნიშნები. მათ შორის უჩვეულოდ მაღალია დაავადების გამომწვევი ალელის მიხედვით ჰეტეროზიგოტი ინდივიდების სიხშირე.
About one out of ten African-Americans has sickle-cell trait, an unusually high frequency of heterozygotes for an allele with severe detrimental effects in homozygotes.
524575.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ფაქტის ერთ-ერთი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ნამგლისებრუჯრედიანი ალელის ერთი ასლის არსებობა ორგანიზმს ანიჭებს მდგრადობას მალარიის მიმართ, ამცირებს შეტევების სიმძიმეს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში.
One explanation for this is that a single copy of the sickle-cell allele reduces the frequency and severity of malaria attacks, especially among young children.
524576.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, ტროპიკულ აფრიკაში, სადაც გავრცელებულია მალარიის გამომწვევი პარაზიტი, ნამგლისებრუჯრედული ალელი ერთსა და იმავე დროს არის სასიკეთოც და დამღუპველიც.
Thus, in tropical Africa where infection with the malaria parasite is common, the sickle-cell allele is both boon and bane.
524577.
ბიოლოგია | თავი XIV
აფრიკული წარმოშობის ამერიკელებში ნამგლისებრუჯრედული ნიშნების მაღალი სიხშირე მათი აფრიკული წარმომავლობის ერთგვარი ნაკვალევია.
The relatively high frequency of African-Americans with sickle-cell trait is a vestige of their African roots.
524578.
ბიოლოგია | თავი XIV
ახლონათესაური ქორწინებები.
Mating of Close Relatives.
524579.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც დაავადების გამომწვევი რეცესიული ალელი პოპულაციაში იშვიათია, ერთი და იგივე საზიანო ალელის მფლობელი ინდივიდების დაქორწინება ნაკლებად მოსალოდნელია - ამის ალბათობა დაბალია.
When a disease-causing recessive allele is rare, it is relatively unlikely that two carriers of the same harmful allele will meet and mate.
524580.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგრამ თუკი მამაკაცი და ქალი ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან (მაგალითად, და-ძმა, ან პირველი რიგის ბიძაშვილ-მამიდაშვილი), მაშინ შთამომავლებზე რეცესიული ნიშნის გადაცემის ალბათობა ძლიერ იზრდება.
However, if the man and woman are close relatives (for example, siblings or first cousins), the probability of passing on recessive traits increases greatly.