მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524601.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, ჰანტინგტონის დაავადებას, ნერვული სისტემის დეგენერაციულ დაავადებას იწვევს ლეტალური დომინანტური ალელი, რომელსაც 35-45 წლის ასაკამდე არ გააჩნია გამოხატული ფენოტიპური ეფექტი.
For example, Huntington's disease, a degenerative disease of the nervous system, is caused by a lethal dominant allele that has no obvious phenotypic effect until the individual is about 35 to 45 years old.
524602.
ბიოლოგია | თავი XIV
მას შემდეგ, რაც დაიწყება დარღვევები ნერვულ სისტემაში, პროცესი შეუქცევადი და ყოველთვის ფატალურია.
Once the deterioration of the nervous system begins, it is irreversible and inevitably fatal.
524603.
ბიოლოგია | თავი XIV
ნებისმიერ ბავშვს, რომელსაც ჰყავს ჰანტინგტონის დაავადების ალელის მატარებელი მშობელი, იმყოფება 50%-იანი რისკის ქვეშ, რომ მემკვიდრეობით მიიღებს ალელს და ავადმყოფობას.
Any child born to a parent who has the allele for Huntington's disease has a 50% chance of inheriting the allele and the disorder.
524604.
ბიოლოგია | თავი XIV
შეუღლება შეიძლება გამოვსახოთ სიმბოლოებით Aa X aa, სადაც A ჰანტინგტონის დაავადების გამომწვევი დომინანტური ალელია.
The mating can be symbolized as Aa X aa, with A being the dominant allele that causes Huntington's disease.
524605.
ბიოლოგია | თავი XIV
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დამღუპველი დაავადების სიხშირეა 1 : 10000 მოსახლეზე.
In the United States, this devastating disease afflicts about one in 10,000 people.
524606.
ბიოლოგია | თავი XIV
უკანასკნელ დრომდე სიმპტომების გამოჩენა რჩებოდა ერთადერთ ნიშნად იმისა, რომ ინდივიდს მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა ჰანტინგტონის ალელი.
Until relatively recently, the onset of symptoms was the only way to know if a person had inherited the Huntington's allele.
524607.
ბიოლოგია | თავი XIV
გააანალიზეს რა დაავადების მაღალი სიხშირის მქონე ერთ-ერთი დიდი ოჯახის წევრთა დნმ-ის სინჯები, გენეტიკოსებმა შეძლეს ჰანტინგტონის ალელის ლოკუსის იდენტიფიკაცია, რომელიც მე-4 ქრომოსომის ბოლოში აღმოჩნდა.
By analyzing DNA samples from a large family with a high incidence of the disorder, geneticists tracked the Huntington's allele to a locus near the tip of chromosome 4.
524608.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ფაქტმა ხელი შეუწყო სადიაგნოსტიკო ტესტის შემუშავებას, რითაც განისაზღვრება ინდივიდის გენომში ჰანტინგტონის ალელის არსებობა.
This information led to development of a test that can detect the presence of the Huntington's allele in an individual's genome.
524609.
ბიოლოგია | თავი XIV
მეთოდებზე, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ასეთი ტესტირების ჩატარება, მე-20 თავში ვისაუბრებთ.
The methods that make such tests possible are discussed in Chapter 20.
524610.
ბიოლოგია | თავი XIV
მათთვის, ვისაც აქვთ ჰანტინგტონის დაავადების ოჯახური ისტორია, გადაწყვეტილების მიღება – ჩაიტარონ ასეთი ტესტირება – მტანჯველი დილემაა: რა ვითარებაში შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა მოინდომოს იმის გაგება, რომ მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული ფატალური და ჯერ უკურნებელი ავადმყოფობა.
For those with a family history of Huntington's disease, the availability of this test poses an agonizing dilemma: Under what circumstances is it beneficial for a presently healthy person to find out whether he or she has inherited a fatal and not yet curable disease?
524611.
ბიოლოგია | თავი XIV
ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღებამდე, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს დაავადების მატარებლობაზე შემოწმების სურვილი.
Some individuals may want to be tested for the disease before planning a family.
524612.
ბიოლოგია | თავი XIV
მულტიფაქტორული დარღვევები.
Multifactorial Disorders.
524613.
ბიოლოგია | თავი XIV
აქამდე განხილულ მემკვიდრულ პათოლოგიებს ზოგჯერ ისეთ დარღვევებად მიიჩნევენ, რომლებიც მარტივი მენდელისეული წესით მემკვიდრეობენ (მათ მენდელისეულ დარღვევებს უწოდებენ). ასეთი მოსაზრება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ დაავადებებს იწვევს ერთი ლოკუსის ერთი ან ორივე ალელი.
The hereditary diseases we have discussed so far are sometimes described as simple Mendelian disorders because they result from abnormality of one or both alleles at a single genetic locus.
524614.
ბიოლოგია | თავი XIV
ზემოთ განხილული დარღვევებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო გავრცელებულია მულტიფაქტორული, გენეტიკური კომპონენტისა და გარემოს მონაწილეობით წარმართული დაავადებები.
Many more people are susceptible to diseases that have a multifactorial basis - a genetic component plus a significant environmental influence.
524615.
ბიოლოგია | თავი XIV
გულის დაავადება, დიაბეტი, კიბო, ალკოჰოლიზმი, გონებრივი აშლილობის ზოგიერთი ფორმა, მათ შორის, შიზოფრენია და მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი, აგრეთვე სხვა ტიპის დაავადებები ერთიანდება მულტიფაქტორულ პათოლოგიათა ქვეშ.
Heart disease, diabetes, cancer, alcoholism, certain mental illnesses such as schizophrenia and manic-depressive disorder, and many other diseases are multifactorial.
524616.
ბიოლოგია | თავი XIV
ხშირ შემთხვევაში მემკვიდრული გენეტიკური კომპონენტი პოლიგენურია.
In many cases, the hereditary component is polygenic.
524617.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, მრავალი გენი მოქმედებს გულსისხლძარღვთა მდგომარეობაზე და ისინი ბევრ ჩვენგანს შედარებით მეტად წინასწარგანწყობილს ხდის გულის შეტევებისა და ინფარქტის მიმართ.
For example, many genes affect cardiovascular health, making some of us more prone than others to heart attacks and strokes.
524618.
ბიოლოგია | თავი XIV
ამასთან, ჩვენი ცხოვრების წესის ზეგავლენა გულსისხლძარღვთა და სხვა მულტიფაქტორულ დაავადებებზე უაღრესად ძლიერია.
But our lifestyle intervenes tremendously between genotype and phenotype for cardiovascular health and other multifactorial characters.
524619.
ბიოლოგია | თავი XIV
ვარჯიში, რაციონალური დიეტა, უარის თქმა თამბაქოს წევაზე და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი – ყოველივე ეს ამცირებს გულის დაავადების და ზოგიერთი სახის კიბოს განვითარების რისკს.
Exercise, a healthful diet, abstinence from smoking, and an ability to handle stressful situations all reduce our risk of heart disease and some types of cancer.
524620.
ბიოლოგია | თავი XIV
ამჟამად ძალზე ცოტა რამაა ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორია გენეტიკური ფაქტორების როლი მულტიფაქტორული დაავადებების გამოწვევაში. საუკეთესო სტრატეგია საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში, ადამიანებისთვის ისეთი ცოდნის მიწოდებაა, რომელიც ასახავს გარემო ფაქტორების მნიშვნელობას და ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.
At present, so little is understood about the genetic contributions to most multifactorial diseases that the best public health strategy is to educate people about the importance of environmental factors and to promote healthful behavior.